თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2019, 14:23
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1648,
კომენტარები: 3
ოლე გუნარმა ვან-ბისაკას არყოფნის მიზეზი დაასახელა
ინგლისელმა მცველმა "არსენალთან" შეხვედრა გამოტოვა.
ოლე გუნარმა ვან-ბისაკას არყოფნის მიზეზი დაასახელა
გუშინ, "იუნაიტედი" ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "არსენალს" დაუპირისპირდა. გუნდს პოლ პოგბა და მარკუს დაუბრუნდნენ, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მატჩი აარონ ვან-ბისაკას გარეშე ჩაატარეს.

ტრავმირეულები არიან დიოგო დალო და ლუკ შოუ, რის გამოც ოლე გუნარს იანგის მარჯვენა ფლანგზე, ხოლო ტუანზებეს მარცხენა ფლანგზე გამწესება მოუწია, სწორედ ამ უკანასკნელის შეცდომას მოჰყვა ობამეიანგის გოლი.

შეხვედრის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა ინგლისელი მცველის არყოფნის მიზეზი დაასახელა: "ვან-ბისაკამ შაბათი-კვირა ავად იყო. იძულებულები ვიყავით, ეს გადაწყვეტილება მიგვეღო და იმედი გვაქვს, რომ ხუთშაბათს ითამაშებს".

ხუთშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ალკმაარს" დაუპირისპირდება.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
1 ოქტომბერი 2019 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
შეჩემისა რათ გინდა ალკმაართან ბისაკა დაასვენე რა
0
№2
ავტორი: 100%Red
1 ოქტომბერი 2019 15:02
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ეეე როგორ დამწყდა გული ეს რო არიყო recourse
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 ოქტომბერი 2019 19:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან აკლდა გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top