თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2019, 13:38
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2522,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" მცდელობას იანვარში გააგრძელებს
"წითელი ეშმაკები" არგენტინელ ფეხბურთელს არ ეშვებიან.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფიქრობენ, რომ ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა მათ რიგებს ზამთარში მაინც შეუერთდება.

პრესის მიერ გავრცელებული ცნობებით, დიბალამ თავად გადაწყვიტა დარჩენილიყო "ბებერი ქალბატონის" რიგებში და თავის შენსს დალოდებოდა.

როგორც ჩანს ახალი მიმზიდველი წინადადებით ინგლისელები მას ზამთარშიც მიმართავენ. ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

ფეხბურთელს მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებს თუ დავუჯერებთ, დიბალას გაყიდვის წინააღმდეგი იტალიური კლუბი არ ყოფილა, როგორც ჩანს "ბებერი ქალბატონი" იანვარშიც ანალოგიურ პოზიციაზე იქნება.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
18 სექტემბერი 2019 14:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ფფფ სღაპარია, ჭორიკანა იტალიურ გამოცემებს არ დაეჯერება
0
№2
ავტორი: giorgi_mg
18 სექტემბერი 2019 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არ მგონია პრიორიტეტი 10_იანი იყოს, ვფიქრობ პირველი არჩევანი ცენტრალური ნახევარმცელია, თუმცა დიბალას წინააღმდეგი როგორ უნდა იყო, მოვიდეს, გვჭირდება ყველა ვინც მაღალი დონეა.
0
№3
ავტორი: ikeoni
18 სექტემბერი 2019 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ხო რავიცი ძნელია ეხლა ამის წინასწარმეტყველება რა იქნება იანვარში მაგრამ მაინც არ მგონია რო გაყიდონ
0
№4
ავტორი: setera
18 სექტემბერი 2019 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
მოძრავი და ტექნიკური ფეხბურთელები გვჭირდება და გინდა დიბალა მოიყვანეთ და გინდა სირბალა. ამ პერეირებს და მატა მატიჩ ლინგარდ მაკტომინეებს ნუ მაყურებინებთ. ნერვი აღარ მაქვს.
1
№5
ავტორი: stepno
18 სექტემბერი 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გაა*მევინეთ :))) დარჩეს თავის იუვენტუსში და იჯდეს სკამზეე ამისგან მეტი არაფერი არ გამოვა მაინც
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
18 სექტემბერი 2019 19:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ უნდა ამას აქ თამაში და იყოს სადაცაა
0
№7
ავტორი: Rooni
18 სექტემბერი 2019 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
დიბალა მაგრად მინდ ამაგრამ არაა არასად წამსვლელი

ტადიჩზე იჩალიჩონ
0
№8
ავტორი: bziki
18 სექტემბერი 2019 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იგუაინი რო გახეხინებს:D:D:Dდა კიდევ რო არ მიდიხარ არსად:D:D
იგუაინია კაცი რომელიც იუვემ გააგდო,მილანმა გააგდო,ჩელსიმ გააგდო:Dმთელი ზაფხული ცდილობდნენ გაეყიდათ ან გაენათხოვრებინათ მარა ერთი მსურველიც არ ყავდა.
100 მილიონიან კაცს ვიღაც ღიპიანს რო გამჯობინებენ უნდა გიტყდებოდეს
0
№9
ავტორი: setera
19 სექტემბერი 2019 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
დღეს ვაგებთ ასტანასთან?
0
№10
ავტორი: 100%Red
19 სექტემბერი 2019 14:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: setera
დღეს ვაგებთ ასტანასთან?

საშინლად ჟღერს შეკითხვა, მარა დღევანდელ მდგომარეობას მიესედაგება aaaeee
იმედია მოვიგებთ თან ტუანზებე გრინვუდი სასტარტოში არიან, ჩონგი და გომესი სკამზე, იმედია რაშფორდივით დებიუტი ექნებათ ბიჭებს)))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top