თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2019, 23:14
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2705,
კომენტარები: 19
"იუნაიტედის" "შორთ-ლისტი" - ვან დერ საარი პირველია"
ედ ვუდვორდი კლუბის ლეგენდას "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს გეგმაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება კლუბისთვის ახალი გზის პოვნასა და ოლე გუნარის შემადგენლობის წარმატებისთვის მისაღწევ ნაბიჯებზე.

"გლეიზერების" კლუბის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს "ოლდ ტრაფორდზე" ახალი ვაკანტური თანამდებობის შექმნასა და ამ პოზიციაზე შესაბამისი კანდიდატურის დანიშვნაზე.

Mirror- ის მიერ გავრცელებულიც ცნობით, ედ ვუდვორდის და მისი გუნდის მიერ შედგენილ "შორთ-ლისტს" კლუბის ლეგენდარული ყოფილი კიპერი ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ საარი ლიდერობს.

"მანჩესტერელებს" მენეჯმენტში ამ თანამდებობის შემოტანა ჯერ კიდევ გასულ სეზონში სურდათ თუმცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდა. ამ მომენტისთვის, ედვინ ვან დერ საარი "აიაქსის" აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს.
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
10 სექტემბერი 2019 23:19
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
გუნდი სწორ გზს ადგას და ოლე გუნარს უნდა დაცალდეს თუნდაც ამისთვის წლები იყოს საჭირო.
8
№2
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
იმედია ძალიან მალე ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება love
3
№3
ავტორი: giorgi_mg
11 სექტემბერი 2019 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამ პოზიციის შექმნა და მანდ კარგი კადრის დანიშვნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფო. ჩემი პირველი რჩეულიც ვან დერ საარია, მეორე რიო.
1
№4
ავტორი: Malboro463
11 სექტემბერი 2019 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
და ამ გზას უკეთესი მწვრთვნელით რო გაყვეს არ იქნება? ან წლწბი რტო უნდა დაჭირდეს როცა 1 წელზე შესაძლებელია გუნდის ფეხზედაყენება ნორმალური სამწვრთვნელო შტაბის ხელში.

მაგუაერმა რა ცუდი თამაში ჩატარა სმოლინგივით თამაშობდა ტიპი.
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
11 სექტემბერი 2019 02:15
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ძალიანაც კარგი თუ მოვა ვანდერა,ფეხბურთელებს მაინც მოიყვანს სწორს. მწვრთნელს რაც შეეხება,უნდა დარჩეს ოლე. ეს სეზონი და ასევე შემდეგი სეზონის საწყისი ეტაპი,მანამდე ტრანსფერებიც გაკეთდება და ვნახოთ რას და როგორ იზავს. თავიდან არცერთ მწვრთნელს მოუწყვეტია ვარსკვლავები,მითუმეტეს როცა ასეთ ცუდ დღეში მყოფი გუნდი ჩაუბარებია. ასევე მინდა გამოვყო ჯეიმსის თამაში უელსის ნაკრებში და მისი კიდევ ერთი ლამაზი გოლი. ამ ბიჭმა უკვე გაააჩუმა კრიტიკოსები. მაგარი ბრმა უნდა იყო და ფეხბურთისგან ძაან შორს,ჯეიმსზე რამე ცუდი თქვა. ისე დეპაის დაბრუნებაზე რა აზრის ხართ? მე ძაან მომწონს ლიონში და ნაკრებში ხო ვაბშე დაგლიჯა და ხო გვაქვს გამოსყიდვის უფლება და წქმოვიყვანოთ უკან.
0
№6
ავტორი: David_Beckham7
11 სექტემბერი 2019 04:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ვან დერ საარი იდიალური კანდიდატია. ჯერ რო ნამიშევარი აქვს უკვე ამ სფეროში რიოსგან განსხვავებით და პლიუს ჰოლანდიელია და ჰოლანდიელ ნოჭიერ ფეხბურთელებს რქც ჰოლანდიას ნამდვილად არ აკლია იოლად გადმოვიბირებდით
0
№7
ავტორი: makaveli
11 სექტემბერი 2019 05:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მაგუაერს ისევ სმოლინგი მირჩევნიათქო და აჰაა გამოჩნდა და გამოჩნდება ...... და ოფიცუალურად ევრა სამწვრთნელო შტაბში არი თვითონაც დაწერა.. პოზიცია არ ვიცი იქნებ იცოდეთ ვინმემ და დაწეროთ... მესმე კიდე ოღონდ ეს ფელანი მოაშორონ რაა შტაბიდნ აცადოს ახალგაზრდა ბიჭებს მუშაობა ჯერ იყო და ფერგი გადაიბირა და 2010 მერე იმენა ავტობუსობანას ათამაშებდა და ედლა ოლე .. რა ლაღად დაიწყო ტიპმა და იმენა დაატყო ფელანმა თავის სტილი ოლესაც და გუნდსაც.. მაგას რამე რო შეძლებოდა სტოკიდან თუ ვისაც წვრთნიდაბ პრწლემიერ ლიგაში არმახსოვს იქიდან არბგააჯმეინებდნენ
0
№8
ავტორი: Lalana
11 სექტემბერი 2019 11:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ვანდერის დანიშვნა,მე უფრო ის გამიკვირდა რომ აქამდე არ მოიყვანეს სპორტული დირექტორი,არა და კარგა ხანია ამას აანონსებდნენ.ფერდინადის კანდიდატურას კი ნამდვილად ჯობს საარი,რადგან მას უკვე უმაგრებს ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება და წინა წელსაც ვუყურეთ მის ნამუშევარს,თუ როგორ გამოიყურებოდა მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.რაც შეეხება მაგუაიერს,ვის არ ჩაუგდია მატჩი,მაგრამ 80 მილიონიანი ტრანსფერი ნამდვილად არ იყო.ვანდეიკზე ძვირს რომ იხდი მცველში საჭიროა მინიმუმ მასთან მიახლოებული დონე მოიყვანო,მაგრამ ჯერ-ჯერობით ასე არაა,მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც მაქვს მისი იმედი.ნეტავ ბისაკაზე რა ისმის?რა სიმძიმის ტრავმა აქვსმ იღებული.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
11 სექტემბერი 2019 11:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია სიმართლეა
0
№10
ავტორი: Svanchester
11 სექტემბერი 2019 14:17
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Malboro463
და ამ გზას უკეთესი მწვრთვნელით რო გაყვეს არ იქნება? ან წლწბი რტო უნდა დაჭირდეს როცა 1 წელზე შესაძლებელია გუნდის ფეხზედაყენება ნორმალური სამწვრთვნელო შტაბის ხელში.

მაგუაერმა რა ცუდი თამაში ჩატარა სმოლინგივით თამაშობდა ტიპი.

უკეთესი მწვრთნელები გვყავდა მეგობარო მაგრამ რა შედეგი ჰქონდა ამ მწვრთნელების ცვლას კი ვნახეთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top