თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2019, 12:05
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2954,
კომენტარები: 30
ოუენი: "რეშფორდს მკვლელის ინსტინქტი არ აქვს"
ყოფილი "წითელი ეშმაკი" მარკუს რეშფორდის ნაკლოვანებებზე საუბრობს.
ოუენი:
მერსისაიდული "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის თავდასხმის ხაზის წევრზე მარკუს რეშფორდზე ისაუბრა და ფეხბურთელს საშემსრულებლო ტექნიკა დაუწუნა.

"რეშფორდი უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთელია ვიდრე მე ვიყავი. მას უფრო მეტი თვისებები აქვს ვიდრე ეს მე გამაჩნდა თავის დროზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას მკვლელის ინსტინქტი არ აქვს.

ის უნდა იყოს შეპყრობილი ისეთი მიზნებით როგორი მიზნებითაც რობი ფიულერი, ჰარი კეინი და სერხიო აგუერო არიან, მან მსგავსად უნდა შეძლოს გოლების გატანა. შესაძლებელია ისწავლო გოლის გატანა, მაგრამ ინსტნქტებს ვერ ისწავლი ეს თან უნდა გქონდეს.

ვიცი, რომ რეშფორდი არასდროს ყოფილა ცენტრფორვარდი მისი სათამაშო არეალი უფრო ფართე იყო, მაგრამ მას არ გააჩნია უნარი რეგულარულად შეძლოს გატანა და იყოს ცივსისხლიანი".
- ციტირებს Goal - მაიკლ ოუენის სიტყვებს.
ინტერვიუები
30 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
7 სექტემბერი 2019 12:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
არახალია ამბავი, რომ მარკუს რეშფორდი ფლანგზე უფრო კომფორტულია ვიდრე ცენტრფორვარდის პოზიციაზე. რეგულარული სათამაშო პოზიცია სწორედ მარცხენა ფლანგზე ნდა ჰქონდეს და არა მონაცვლობით აქეთ ქეთ, ისევე როგორც დანიელ ჯეიმსს, ვერ ვხვდები ერთ ტენდენციას, მწვრთნელები ფეხბურთელებს ხშირად იყენებენ მონაცვლეობიტ პოზიციებზე რაც მართებულად არ მიმაჩნია, ფხბურთელს უნდა ჰქონდეს სტაბილური პოზიცია ერთი პოზიცია რომელზეც განთავსდება და დაიხვეწება, არაა საჭირო რეშფორდის გაცენტრფორვარდება როდესაც მარსიალი ტრავმიანია, ან თუნდაც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საჭიროა დააყენო ფლანგზე და მთელი სეზონი ირბინოს მანდ დაიხვეწოს განვითარდეს და უფრო გაიზარდოს პროფესიულად თორემ ასაკით რეშფორდს უკვე გასაზრდელი ასე თუ ისე არაფერი აქვს აღარ არის პატარა ბიჭი, ანუ იმას ვიძახი რომ, თუ დენიელ ჯეიმსი გვინდა მარჯვნივ, მარჯვნივ სადაც ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და რეალურად ეს ფლანგი შტევაში უკვე წლებია ვერ ერთვება, სწორედ იქ უნდა იდგეს რეგულარულად ჯეიმსი, ოლე გუნარმა ფეხბურთელებს უნდა შთააგონოს ერთი რამ, პოზიცია სადაც განთავსდებიან ის იქნება ერთი და საბოლოო, ჩემი აზრიტ ფეხბურთელი ასე უფრო განივითარებს საკუთარ თავს იმ პოზიციაზე სადაც რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს. არ არის მარსიალი? დაანებოს რეშფორდს თავი და ნუ დააყენებს ცენტრზე, შემოიყვანოს გრინვუდი და მისცეს ბლომად სათამაშო დრო, კი მესმის რომ ჯეიმსი მარცხნივ უფრო ეფექტურად გამოიყურება მაგრამ რა ვქნათ მაშინ როდესაც ისევ მარჯვენა ფლანგზე უნდა დაბრუნდეს და ახლიდან დაიწყოს, არ არის სწორი ფეხბურთელების აქეთ იქეთ გადაადგილებები, ინსტიქტები და თვისებები იმ ფლანგზე და იმ პოზიციაზე განავითარონ სადაც მათი ადგილია, არ უნდა დაიკარგოს ფეხბურთელი საკუთარ თავთან. ვერ გაარკვიოს სად დგას და რა უნდა გააკეთოს. დგას ჯეიმსი მარჯვნივ? იდგეს მთელი სეზონი მარჯვნივ. დგას რეშფორდი მარცხნივ და იყოს ასე. არ ვიძახი გამონაკლის ძალიან გამონაკლის შემთხვევებზე სადაც უბრალოდ სხვა გზა არ იქნება, მაგრამ ახალგაზრდა ცივსისხლიანი აკადემიელები გიზის და შემოიყვანე ნუ აცენტრფორვარდებ ამ რეშფორდს ოლე. ბოლომდე შენს გვერდით !!! უნდა დავბრუნდეთ ძველ გზაზე.
0
№2
ავტორი: ikeoni
7 სექტემბერი 2019 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
მგონია რო ასაკთან ერთად მოვა გოლების ალღოც და ისიც გავიგეთ ყველამ რო არაა ფორვარდი...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 სექტემბერი 2019 12:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაფორდის პრობლემა ყოველთვის იყო და არი არასწორი გადაწყვეტილებების მიღება...

ერთ-ერთ ინგლისელ გულშემატკივარს ეწერა მსგავსი რამ და რთულია არ დაეთანხმო ,,რაშფორდს აქვს რონალდუს სისწრაფე, რონალდუსნაირი დარტყმის სტილი, მაგრამ ბენტეკეს ტვინი”
5
№4
ავტორი: giorgi_mg
7 სექტემბერი 2019 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება რომ ეს ბიჭი ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია და არაფერი განსაკუთრებული ამას არ აქვს.
4
№5
ავტორი: Malboro463
7 სექტემბერი 2019 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ტყულად კარგავენ ამაზე დროს.
0
№6
ავტორი: Chaxrux
7 სექტემბერი 2019 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
იდეალური ფეხბურთელები ყველაფერი რო აქვთ ალბათ რონალდო და მესი არიან... ესეთ ფეხბურთელებს კიდე მაგარი მწვრთნელები ხოდავენ... სტერლინგი ამაზე მაგარი იყო? ეხლა როგორია? მახსოვს სტერლინგსაც უტვინოს ეძახდნენ... ფაქტია უამრავ გოლს იტანს... ეგრეა სალაჰი უკვე კლოპის ხელში და ასე შემდეგ...
2
№7
ავტორი: Malboro463
7 სექტემბერი 2019 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სტერლინგი ამას 17 წლის რო იყო მაშინ ჯობდა))
1
№8
ავტორი: bero123
7 სექტემბერი 2019 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: Malboro463
სტერლინგი ამას 17 წლის რო იყო მაშინ ჯობდა))

sagol magrad asxav yvelas:D:D
0
№9
ავტორი: Chaxrux
7 სექტემბერი 2019 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
ციტატა: bero123
ციტატა: Malboro463
სტერლინგი ამას 17 წლის რო იყო მაშინ ჯობდა))

sagol magrad asxav yvelas:D:D


Ras nishnavs asxavs? Vin vis asxavs?
0
№10
ავტორი: bero123
7 სექტემბერი 2019 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: Chaxrux
ციტატა: bero123
ციტატა: Malboro463
სტერლინგი ამას 17 წლის რო იყო მაშინ ჯობდა))

sagol magrad asxav yvelas:D:D


Ras nishnavs asxavs? Vin vis asxavs?

vis da fexburtelebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top