მერსისაიდული "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის თავდასხმის ხაზის წევრზე მარკუს რეშფორდზე ისაუბრა და ფეხბურთელს საშემსრულებლო ტექნიკა დაუწუნა.
"რეშფორდი უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთელია ვიდრე მე ვიყავი. მას უფრო მეტი თვისებები აქვს ვიდრე ეს მე გამაჩნდა თავის დროზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას მკვლელის ინსტინქტი არ აქვს.
ის უნდა იყოს შეპყრობილი ისეთი მიზნებით როგორი მიზნებითაც რობი ფიულერი, ჰარი კეინი და სერხიო აგუერო არიან, მან მსგავსად უნდა შეძლოს გოლების გატანა. შესაძლებელია ისწავლო გოლის გატანა, მაგრამ ინსტნქტებს ვერ ისწავლი ეს თან უნდა გქონდეს.
ვიცი, რომ რეშფორდი არასდროს ყოფილა ცენტრფორვარდი მისი სათამაშო არეალი უფრო ფართე იყო, მაგრამ მას არ გააჩნია უნარი რეგულარულად შეძლოს გატანა და იყოს ცივსისხლიანი". - ციტირებს Goal - მაიკლ ოუენის სიტყვებს.