თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2019, 11:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1839,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" - ყველაზე ახალგაზრდა გუნდი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში
ნორვეგიელი სპეციალისტის გადახალისებული გუნდი.
"მანჩესტერ იუნაიტედში ნორვეგიელი სპეციალისტის ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ ცხადი იყო, რომ კლუბი მცირე რეფორმებს მიიღებდა.

შემადგენლობამ განიცადა ცვლილება, რის შემდეგაც გლეიზერების კლუბი მიმდინარე სეზონში შესამჩნევად გადახალისებული და გაახალგაზრდავებული ჩანს.

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში, ოლე გუნარმა ძირითად შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები დააყენა რომელთა უმრავლესობის საშუალო ასაკი 24 წელს და 312 დღეს არ აღემატებოდა. ამ მაჩვენებლით "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდა გუნდს წარმოადგენს.

მეორე ადგილს "საუთჰემპტონის" შემადგენლობა იკავებს რომელთა ასაკის საშუალო მაჩვენებელი 25 წელს და 22 დღეს შეადგენს. ახალგაზრდულად გამოიყურება ასევე "ნორვიჩიც" - 25 წლის და 68 დღის მაჩვენებლით. მეოთხე ადგილზე ფრენკ ლამპარდის "ჩელსი" განთავსდა. - ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

"იუნაიტედი" - ყველაზე ახალგაზრდა გუნდი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
6 სექტემბერი 2019 11:10
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
იტყვიან ეს ბიჭები თავის სათქმელს სოლსკიაერის თაოსნობით !!!
4
№2
ავტორი: SANDROGRIGA
6 სექტემბერი 2019 11:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, მთავარია შედეგზეც აისახოს ეს ყველაფერი, შეუძლიათ ჩვენ ახალგაზრდებს შედეგის დადება.
1
№3
ავტორი: datasta25
6 სექტემბერი 2019 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
კარგია კარგია,

უბრალოდ ფრედს ველოდები რა თან ძალიან,

დეხეა
ავბ-ლინდელოფი-მაგუაერი-იანგი
ფრედი-მაკტომინეი
პოგბა
რეში-მარსიალი-ჯეიმსი

ეს სასტავი ათამაშოს ჩემი ხათრით :(( პოგბა ზემოთ ბევრად პროდუქტიული იქნება
1
№4
ავტორი: giorgi_mg
6 სექტემბერი 2019 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შეხედავს როგორ ითამაშებენ ახალგაზრდები და ამ სეზონის მერე დაფილტრავს მათაც, სწორი მიდგომაა, შანსს მიცემს, დააკვირდება ვინ როგორ ვითარდება, ვისგან დადგება დიდი ფეხბურთელი და ამის მერე შესაბამისად იმოქმედებს. თუ გვინდა რომ ეს გუნდი რამეს დაემსგავსოს, ასეთი ცვლილებების გარეშე ვერ მოხდება, მთავარია დრო მისცენ შესაბამისი და ისევ შუა სეზონში არ გაუშვან მწვრთნელი. ამ გუნდის დალაგებას მომდევნო 1 წელი მინიმუმ კიდევ დაჭირდება.
წარმატებები ოლეს
1
№5
ავტორი: Svanchester
6 სექტემბერი 2019 16:31
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: giorgi_mg
შეხედავს როგორ ითამაშებენ ახალგაზრდები და ამ სეზონის მერე დაფილტრავს მათაც, სწორი მიდგომაა, შანსს მიცემს, დააკვირდება ვინ როგორ ვითარდება, ვისგან დადგება დიდი ფეხბურთელი და ამის მერე შესაბამისად იმოქმედებს. თუ გვინდა რომ ეს გუნდი რამეს დაემსგავსოს, ასეთი ცვლილებების გარეშე ვერ მოხდება, მთავარია დრო მისცენ შესაბამისი და ისევ შუა სეზონში არ გაუშვან მწვრთნელი. ამ გუნდის დალაგებას მომდევნო 1 წელი მინიმუმ კიდევ დაჭირდება.
წარმატებები ოლეს

ამას ვიძახი სწორედ მეც. დროა საჭირო მაგრამ არა, აქ ზოგზოგიერთს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს და სიტისავით ვიფრინოთ. ადვილია კრიტიკა და მოთმენა გაძნელდა რატომღც. ვის არ ეჩქარება ამ ჭაობიდან ამოვიდეს გუნდი, რომელ გულშემატკივარს არ გვინდა და გვეჩქარება ეს მაგრამ თითოეული ჩაგდებული მატჩის შემდეგ ხანჯლებით მოდის აქ ხალხი გვერდში დგომის და პოზიტივის მაგიერ. მესმის ჯანსაღი კრიტიკის მაგრამ ყოველ ჯერზე და თითქმის ყოველდღე ამ პრობლემებზე და იმაზე საუბარი რო ოლე ტაქტიკის გარტყმაში არააა ცოტა არიყოს უადგილოა. თუმცა არ ვიძახი ვინმემ საკუთარი აზრი არ დააფიქ****ს, გენაცვალეთ ყველას ვის როგორც გინდათ ისთი აზრი აფიქსირეთ მაგრამ ჩემ აზრს ვაფიქსირებ მეც და ვიძახი რომ მოთმენა და დროა საჭირო.
1
№6
ავტორი: tupaca
6 სექტემბერი 2019 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
თმენის ვალდებულება მაქვს 1999 წლის ფინალის გმირის მიმართ და 1 წელი ხმას არ ამოვიღებ ისე მიყვარს ოლე :)) ტაქტიკას და სტრატეგიას არ შევეხები, ტრანსფერებიც რაც გაკეთდა მომეწონა მაგრამ ლუკაკუ და სანჩესი რო გაყიდეს ან ერერა რო გაუშვეს და შემცვლელები არ მოიყვანეს მაგასაც გაგებით მოვეკიდე :)) აკადემიის ხალხს მივცემთ შანსსო სად არი შანსი? 10 წუთი რო ეძლევა გრინვუდს? მიეცით შანსი გრინვუდს გომესს გარნერს და ჩონგს იქნებ დაფრინავენ ეს ბიჭები? ლინგარდზე და პერეირაზე მეტს ეხლავე გააკეთებენ ეს ბიჭები, გრინვუდი იმენა ვარსკვლავია უკვე ჩონგს დრო ჭირდება და მაგრად მოუმატებს გომესი და გარნერიც იმსახურებენ 20-30 წუთს დროა ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლის! პ.ს: ოლესი მჯერა უბრალოდ ერთი კაცი ატორმუზებს ეს კაცი კიდე მაიკ ფელანია მაგას თუ ააცმევინებენ გუნდიდან მჯერა ლაღი შემტევი ფეხბურთი დაგვიბრუნდება
1
№7
ავტორი: David_Beckham7
6 სექტემბერი 2019 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
tupaca ---- ეგრეა ძმაო გემქცვალე ჩემი სათქმელი თქვი. ყველა ჩემს კომ3მტარში სადაც ახალგაზრდებს ვეხებით გრინვუდს გამოვყოფ და ესეთი შემსრულებელი მამჩესტერს არ ყავს. უბრალოდ დრო უნდა ამ ბოჭს გამოცდილება პრემიერლიგის და 85 წუთზე რო შეიყვან ეს საკმარისი არაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top