თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2019, 00:00
ავტორი: Martial,
ნანახია: 1931,
კომენტარები: 18
ოლე მატჩის შემდეგ
ნორვეგიელის მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
ოლე მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდა. "წმინდანებმა" და "წითელმა ეშმაკებმა" შეხვედრა ფრედ, 1-1 დაასრულეს. მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა.

"კარგად დავიწყეთ, მატჩი გეგმის მიხედვით მიდიოდა. სწორედ ასეთ დროს საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, მოედანზე ბევრი თავისუფალი სივრცე იყო, რომლის ათვისებაც ვერ შევძელით. საკამრისად ცივსისხლიანები არ ვიყავით, ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში გვიჭირს, ნელ-ნელა ამასაც გამოვასწორებთ." - განაცხადა ნორვეგიელმა.

სოლსკიაერმა ჯეიმსის გოლზეც ისაუბრა, რომელმაც ოთხ შეხვედრაში სამჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

"ჯეიმსის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა, ფეხბურთელები ცდილობენ დასარტყმელი სივრცე შეუქმნან. მან უკვე მოახდინა ჩვენს თამაშზე გავლენა, მოხარული ვარ მისი წარმატებით. სამი გოლი კარგი შედეგია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ის გააგრძელებს გაუმჯობესებას, ჩვენ გავაგრძელებთ გაუმჯობესებას, რადგან გუნდი უკეთესი ხდება. უნდა შევწყვიტოთ გოლების გაშვება" - დაასრულა სოლსკიაერმა.
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 სექტემბერი 2019 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2697
ამ ადამიანის პლიუსი არის ის რო 1-1 ში იცის რა გზით წაიყვანოს გუნდი სეილება კლოპისნაირი მაგარი მოტივატორია რაა და მოურინიოსნაირი მაგარი ტაქტიკოსი მარა ბევრ რამესაც ისწავლის ამ გუნდის სენების პროცესში და იქნებ ერთ დღესაც ისეთი განსხვავებული რამით გაგაკვირვოთ კიდეც და არმოაჩნდეს ამასაც რამე კონკრეტული განხრით ნიჭი და ნიშა. მე პირადად ვაცლი ამ კაცს რასაც აკეთებს იმის კეთებაში იმიტორო ეს ბედავს და აკეთებს იმას რასაც ვერ ბევდავდა ვერავინ და ვერც გაბედავდა ასე ამ დროს ასეტი ფეხბურთელების გაშვებას და რეალურად სწორსაც შვება რადგან ცარიელი სახელებს და მშრომელ ბიჭებს შორის განსხვავებას ხედავს და ადეკვატურად იქცევა. გუნდს ექნება ბევრი ცუდი დღეები და იქნება კარგიც ის რაშფორცდიც ა მარსიალიც რაღაცეებს იზამენ მარა ნუ ელოდებით ამ გუნდისგან წელს რამეს 23-25 წლის ბიწები არიან 80 % და ყველა მბაპესავით ნიჭიერი არაა თავის ამპლუაში ასე რომ მოთმინება გვინდა იგრნძნობა რო გუნდი თავის იდენტობას უბრუბდება, მე მატიჩისგან მაგალითად არ ველი სასწაულებს და ვერც ოლე გარდაქმნის ჩამოყალიბებულ 31 წლის ფეხბურთელს უბრალოდ ამ პერეირებს რო აყენებს ძირითადში ოლესგან ველი იმას რო გაზარდოს ეს ბიწები
5
№2
ავტორი: bero123
1 სექტემბერი 2019 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 226
მაგარი წაშლილი სახე კი აქ:D ეს კაციც მეცოდება **** ვუდვორდის და ამ ჯოგის ხელში კარიერას გაიფუჭებს ესე თუ გაგრძელდა.

კულიბალმა მაგარი თხარა თავის კაში თან რა თამაში wink wink
1
№3
ავტორი: Malboro463
1 სექტემბერი 2019 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5059
მეფე კენის ამბავს გავს ეს ყველაფერი და მასსავეთ დასრულებს ეს კაციც.

ციტატა: bero123
კულიბალმა მაგარი თხარა თავის კაში თან რა თამაში

იუვეს ამდენ დახარჯულ მილიონებს ამოღება ხომ უნდა. დადგმული სპექტაკლი იყო ეგ თამაში
0
№4
ავტორი: bero123
1 სექტემბერი 2019 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 226
ციტატა: Malboro463
მეფე კენის ამბავს გავს ეს ყველაფერი და მასსავეთ დასრულებს ეს კაციც.

ციტატა: bero123
კულიბალმა მაგარი თხარა თავის კაში თან რა თამაში

იუვეს ამდენ დახარჯულ მილიონებს ამოღება ხომ უნდა. დადგმული სპექტაკლი იყო ეგ თამაში

დადგმული იყო თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ მაგარი კი თხარა wink
1
№5
ავტორი: Lalana
1 სექტემბერი 2019 01:31
  • სიახლეები: 27
  • კომენტარები: 1489
shotkin-ძალიან მინდა შენი სიტყვები რეალობად იქცეს,მაგრამ მოდი შევხედოთ რეალურად სიტვაციას.გუნდის შენება ხომ მხოლოდ იმას არ ქვია ფეხბურთელები წავიდენენ და მოვიდნენ,არამედ იმასაც რომ თვითონ ამ რესურსში შეიცვალოს რაიმე.დაიხვეწოს ის რაც მინუსი აქვს გუნდს და ვხედავდეთ რომ ამ კომპონენტში თანდათან იხვეწება და რეაბილიტირდება გუნდი,მაგრამ გავიდა რვა თვე და სამწუხაროდ ამ მხრივ არ არის ცვილებები.საკმაოდ ბევრ გუნდს დავასახელებ სადაც უარესი შემადგენლობა ყავთ მაგრამ გუნდს ეტყობა რომ გააზრებულად თამაშობენ და იციან ფეხბურთელებმა რასაც აკეთებენ.დიდად არც სქოულზის სიტყვები მომეწონა და ავხსნი რატომაც.თავისთავად ორ და სამ დღეში გუნდი ვერ აშენდება,მაგრამ ამდენი წელიც არაა საჭირო გუნდი ასეთ ადგილას იყოს,მესმის რომელიმე საშუალო დონის გუნდი ვიყოთ,რომელსაც ფინანსებში უჭირს და ნელ-ნელა უნდა მოხდეს ყველაფერი მაგრამ მანჩესტერს უდიდესი ფინანსები უმაგრებს ზურგს და ამხელა დროც არაა საჭირო.მითუმეტეს ამავე ზაფხულს ჩანდა მინუსები,ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ყველა მინუს ვერ ამოავსებ მაგრამ შეგვეძლო შემტევი ნახევარმცველის ყიდვაც რომელშიც ძალიან გვიჭირს,შეგვეძლო მარჯვენა შემტევის ყიდვაც სადაც წლებია უკვე პრობლემაა და ბოლოს და ბოლოს ლუკაკუს გაშვების შემდეგ ერთი დავდამსხმელი მაინც უნდა მოეყვანათ.მენეჯმენტი ძაან შენელებულად მუშაობს,არ აქვს გეგმა რომლითაც მოიზიდავს ფეხბურთელებს.ესეც დიდი პრობლემაა და მხოლოდ ოლესაც ვერ გადაწვდება ადამიანი,რესურსი რომ არ არის გუნდში ფაქტია მაგრამ ამ ურესრსო გუნდიდან რომ ფეხბურთელებს უშვებენ და წესიერი შემცვლელიც რომ არ არსებობს ესეც ფაქტია.სამწუხაროდ,ამ გუნდს კიდევ უფრო დიდი ექსპერიმენტების ტარების დრო აღარ აქვს და იცით რატომ?თუ შედეგი ისევ არ იყო და ოთხეულს მიღმა დავრჩებით ვინც ნორმალური გვყავს ისიც წავა და ვინ მოვა შემდეგ ასეთ გუნდში?ისევ საშუალო დონის ფეხბურთელები და შემდეგ ისევ იმის იმედად უნდა ვიყოთ მაგ ფეხბურთელებიდან თუ გამოადნობს ოლე რამეს,ეს კი უბრალოდ ალბათობის თემაა და რამდენად გამართლებული ეგ ნამდვილად არ ვიცი,თუ იმას გავითვალისწინებთ რომ საშუალო დონის ფეხბურთელებითაა გუნდი გატენილი და ჯერ არც ერთში არ ჩანს პროგრესი.ახლა ოლე რომც წავიდეს წესიერი შემცვლელი ვერც მოვა,ამიტომ ისევ მირჩევნია ეს კაცი დარჩეს და მიეცეს დრო,მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ეს დრო წყალში გადაყრილი იქნება.როგორც ტიპაჟი ძალიან მომწონს,დადებითი მუხტის მატარებელია,მაგრამ მანჩესტერის დონის მწვრთნელი არის თუ არ არის ეს კიდევ საკითხავია და შეუძლია თუ არა ამხელა კრიზისიდან გუნდის გამოყვანა,ძალიან რთული საქმე აბარია და ვფიქრობ ამხელა ტვირთისთვის გამოუცდელია.როდესაც ფერგი მანჩესტერში მოვიდა მას აბერდინში მიღწევები უმაგრებდა ზურგს,მაშინ და დღესაც უდიდესი მიღწევაა როდესაც სელტიკს და რეინჯერს უწევ ჩემპიონატში კონკურენციას და თასების მფლობელთა თასის მფლობელიც გახადა გუნდი,ფინალში კი მადრიდის რეალი დაამარცხა.დასაწყისში მანჩესტერში არც ფერგიუსონს ჰქონია კარგი შედეგები,მაგრამ იმ მანჩესტერს არანაირი ფინანსური დახმარება არ ჰქონდა რომლითაც რაიმე სერიოზულ ცვლილებას წამოიწყებდა დღეს კი ამის უდიდესი რესურსი არსებობს.
0
№6
ავტორი: ikeoni
1 სექტემბერი 2019 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7842
ფაქტია რო გაუმჯობესების ჯერ არაფერი გვეტყობა და ამის მერე ვნახოთ კარგია რო სანაკრებო შესვენება გვიწევს
0
№7
ავტორი: setera
1 სექტემბერი 2019 02:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ყოველთვის მქონდა ამ გუნდის იმედი და მექნება სანამ ცოცხალი ვარ. იმედია მოვესწრები კიდევ ერთ ტრიბლს. როგორც სერ ალექსმა თქვა: აქამდე ეს არც ერთ ინგლისურ გუნდს არ გაუკეთებია და თუ ვინმე შეძლებს ეს ისევ მანჩესტერ იუნაიტედი იქნებაო. მე მჯერა რომ დავბრუნდებით.
1
№8
ავტორი: Svani
1 სექტემბერი 2019 03:20
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2787
ჩემი მხარდაჭერა ბოლომდე ამ კაცს.

ჩემი მხარდაჭერა ბოლომდე ამ კაცს.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
1 სექტემბერი 2019 10:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2319
ტიპაჟია ისეთი გინება რო გინდოდეს რო შეხედავ გაჩერდები:))
არ ვაგინებ კაცო ჯერ ჯერობით მაინც.
მართლა მაინტერესებს და არგუმენტირებულად თუ ვინმე ამიხსნის მადლობელი დავრჩები.რა ტაქტიკასა და სტილს ვთამაშობთ?ვვითარდებიგო რომ ამბობს ოლე 8 თვეში ეს დედანაქაჩი რაღაც ხელწერა უნდა დაგეტყოს თუ არ იფრენ.ელემენტარული როდესაც ყველა თამაშში არის თავზესაყრელად მომენტები როცა ვერ უგებენ ერთმანეთს,ეს ვისი ბრალია?ფეხბურთელის ბრალეულობა აქ არის 30% ისიც ტექნიკური წუნის შემთხვევაში.აი არაფერზე არ მუშაობენ საერთოდ,ცალი თვაკით მანახა რას ამუშავებენ ვარჯიშებზე,ამ გუნდს არაფერი არ ეტყობა მაგის.
კრეატივი არ გვაქვს იმიტომ რომ ხალხი არ გვყავსო ისე ამბობთ აქ და ოლეს არიდებთ ამ ისრებს,თითქოს მე არ მომეყვანა ნახევარმცველი.ოლე იყო ლონგსტაფი რო უნდოდა აი ის შეიტანდა კრეატივს ამ გუნდის წინა ხაზში.
პრობლემა არის არათანმიმდევრულობა.როდესაც ქაოტურად იქცევი.ლუკაკუს უშვებ და იმ ფულს არ ხარჯავ,მაშინ ყოლოდა გულით არ თანაშობდაო მე ვერ ვიტყვი,სანჩესი გაუშვა უაზრო კონტრაქტით იქნება 10ზე გამოეყენებინა მარა არაა ეს ოლეს სტილი.
მიუხედავად იმისა რომ სკანდინავიელია ოლე აი ბრიტანული აზროვნება აქვს და ბრიტანული აზროვნების მწვრთნელი და წარმატებული დღეს მე არ მეგულება
0
№10
ავტორი: David_Beckham7
1 სექტემბერი 2019 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ერთი რითაც შედარებით ვიმშვიდებ თავს ისაა რო ჩელსიმაც დაკარგა ქულები და დღეს არსენალი და ტოტენჰემიდან ქულების გაყოფა ან ერთ ერთს დაკარგვა მოუწევს. სიტის და ლივერპულს რო ვერ შევეჯიბრებოდით ამ სეზონში ყველა ვაცნობიერებდით აქ მესამე მეოთხე ადგილზე გვაქვს საუბარი. ოლესი მე მაინც მჯერა რაც გვყავს იმ გუნდით ის ხდება რასაც სზვა მწვრთნელიც იზავდა. უბრალოს ჩემი აზრით პოგბა უნდა აწიოს და დააყენოს 10 ნზე სადაც მატა ყავდა. პოგბას ჩამშლელად თამაში ჩათვალე 10 კაცით ვართ არც ეკიდება ბურთს და ეინაც გვაკლდება. მატიჩი რო დაამატა და პოგბა აწია რაშვორდი 2 ჯერ გაიყვანა დასარტყმელად რაც მთელი თამაში არავის გაუკეთებია. ეგ რო მანდ იყოს რამდენ მომემტს შეუწმნის ჯეიმს თავის სისწრაფის ხარჯზეც და რაშვორდსაც და ნებისმიერს.გრინვუდს რატო არ ათამაშებს ძირითადში არ მესმის პერეირას ტრამვირებული ფრინვუდი აჯობებს რადგან პასიც ძაან კარგი აქვს ამ ბიჭს გახსნაც რაც ჩვენს ბევრ ფეხბირზტელს აკლია სწორი სივრცის შერჩევა და სესრულების კლასი ამ ასაკშივე უკეთესი აქვს მარკუსზე და მარსიალზე. მოკლედ ჯერ ტრაგედია არაა მაინც. და ბოლოს რო არ ვთქვა არ შემიძლია, ბრუნომ კიდევ გაიტანა გუშინ.და ეს 55 დან 70 მილიონამდე შეგვეძლო. მითუმეტეს გადაწყვეტილი იყო ლუკაკუს გაშვება და იმ აღებული ფულის ბოლომდე გასროლაც არ დაგვჭირდებოდა. აი მაგის არ ყიდვა კი ნამდვილო დანაშაულია რომელსაც მინიმუმ ზამთრამდე ხშირად ვიგრძნობთ კიდევ

ხოდა კიდევ ვინც ჩვენზე აგდევით ილაპარაკებს მერე მათი წარუმატებლობაც მალამოსავით მედება გულზე და "250" მილიონიანი კულიბალის გოლი ყველამ ვნახეთ ალბათ :D თან მართლა რა თამაშში. და ერთი გოლი იწიდან დელიხტის ბრწლიც იყო რო ვერ ჩაჭრა დელიხტი იყვანდა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top