"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი მცველი, კრის სმოლინგი 2019/20 წლების სეზონს იჯარის წესით "რომაში" გაატარებს.
ტრანსფერი ოლე გუნარ სოლსკიაერმა "საუთჰემპტონთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა: "ამ დროისთვის გუნდში ექვსი ცენტრალური მცველი გვყავს. კრისისთვის ეს ახალი გამოცდილება, ახალი თავგადასავალია. ის უკეთესი დაბრუნდება, რადგან დიდ კლუბში და კარგ ლიგაში იასპარეზებს"
29 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. როგორც ცნობილია, რომაელებს სმოლინგის იჯარის წესით დამატება 2.7 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.
"ჩემთვის ეს შესაშნიშნავი შესაძლებლობაა. შანსი მაქვს, ახალ ლიგაში გამოცდილება შევიძინო დიდ კლუბთან ერთად, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. ეს ზუსტად ის არის, რაც მჭირდებოდა. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნელებთან შეხვედრას" - განაცხადა სმოლინგმა.
ტრანსფერები, სურათები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.