პრემიერ ლიგის მეორე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ვულვზს" შორის გამართულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ჯონათან მოსმა "მგლების" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა რომლის რეალიზებაც "წითელი ეშმაკების" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში "ჩელსის" წინააღმდეგ დანშნული პენალტი მარკუს რშფორდმა გოლად გარდასახა.
გულშემატკივრი პოგბას ნაცვლად სწორედ მას ელოდა მომდევნო პენალტის შემსრულებლად, თუმცა პოგბამ თანაგუნდელს აღნიშნული სტანდარტის დათმობა სთხოვა და ამ ყველფერმა გარკვეული კითხვები გააჩინა, თუ ვინ არის "მანჩესტერ იუნაიტედში" თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელი?
ბუნებრივია აღნშნულ საკითხზე ჟურნალისტებმა განმარტება "მანჩესტერ იუნატედის" ნორვეგიელ მენეჯერს ოლე გუნარ სოლსკიაერს სთხოვეს რომელმაც განაცხადა, რომ მარკუსი და პოგბა აღნშნულ საკკითხზე გადაწყვეტილებას მოედანზევე თავად მიიღებენ.
"ჩვენს მიერ დანიშნული პენალტისტები - მარკუს რეშფორდი და პოლ პოგბა არიან. ისინ მოედანზე თავადვე მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელი მათგანი შეასრულებს კონკრეტულ თერთმეტმეტრიანს". - განაცხადა ოლე გუნარმა.