თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2019, 11:11
ავტორი: Martial,
ნანახია: 2489,
კომენტარები: 20
ოლე მატჩის შემდეგ
ოლე გუნარის კომენტარი "ვულვზთან" მატჩის შემდეგ.
ოლე მატჩის შემდეგ
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზს" დაუპირისპირდა. მარსიალისა და ნევეშის გოლების წყალობით გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკები" "მგლების" დამარცხებას უკვე ხუთი მატჩია, რაც ვერ ახერხებენ.

შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა მცირე კომენტარი გააკეთა:

"თამაში მოსალოდნელი სცენარით წარიმართა, ბურთს ვაკონტროლებდით, პირველი გოლი გავიტანეთ, ძალიან კარგი გოლი გამოვიდა. მეორე ტაიმის წინ ვიცოდით, რომ ისინი უფრო აგრესიულად შეგვიტევდნენ. გარისკეს და რამდენიმე მომენტი შექმნეს, გაიტანეს გოლი, რომელსაც ალბათ, იმსახურებდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ კონტროლი დავიბრუნეთ და შეგვეძლო, თამაში მოგვეგო.

პირველ ტაიმში დაღვინებული გუნდის თამაში ვაჩვენეთ, რასაც მეორე ტაიმზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ვპროგრესირებთ, ვართ გუნდი, რომელიც სწავლობს და ვფიქრობ, მოედანზე დღეს გაკვეთილი მივიღეთ".
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 აგვისტო 2019 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მთავარია სწორი დასკვნები გამოიტანო თორე ეს დაკარგული ორი ქულა არაა კატასტროფა
0
№2
ავტორი: irakli87
20 აგვისტო 2019 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
სწორ დასკვნას ადეკვატური პასუხი სჭირდება. სულ იგივე არ ხდება? ერთადერთი ნათელი მხარე ბისაკა მაგუაერის ტრანსფერია. დანარჩენი რა შეიცვალა? ურიგეს კონტრაკტები ასაკიანებს, დატოვეს ფეხბურთელები გუნდში ვინებსაც საერთოდ არ ათამაშებენ და ასე დგება გუნდი სწორ გზაზე? მე არ მიმაჩნია ესე და ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ. ვერ ძლიერდება გუნდი ვერც შეცვლებზე ამ ბებრებით და შეეე;...…..ით.დრო უნდა მესმის მაგრამ მისით კი არ გაჩნდება მარჯვენა ვინგერი და ცენტრალური ნახევარმცველი. დრო მიდის და გავა კიდეც, დრო მხოლოდ სხვა კლუბებზე მოქმედებს დადებითად ვიდრე ჩვენზე. მე საწინააგმდეგო არაფერი მაქვს ოლესი გარდა იმისა რო სადაც მართლა საჭიროა ადგილების შევსება ეს უნდა შეივსოს ნორმალური ფეხბურთელებით სანამ დროა მართლა. ბოლო ბოლო სანამ უნდა ვუყუროთ მატას იანგას და ეგეთებს სანამ 38 წლამდე არ მივლენ? თU როდის განიცდის მუტაციას ფერეირა და ლინგარდი 31 წლის ასაკში?

ამ ეტაპისთვის 4 კონკურენტი ჩანს ოთხეულისთვის ლივერი, სიტი, ტოტე და არსენალი პლიუს დამატებული უეფას თასი. ამ ნაკლური შემადგენლობით ამ კაცს რისი იმედი აქვს ვერ ვხდები მთელი სეზონი 38 ტური პლიუს თასები და უეფას თასი. კაროჩე რა. როგორ არ შეავსეს ამ ტრანსფერებზე გუნდი ვგიჯდები.
1
№3
ავტორი: JuanMata
20 აგვისტო 2019 12:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პირველ ტაიმში ვულვზი საერთოდ მკვდარი იყო, უამრავი არაზუსტი პასი, დაცვის დაბალი ხაზი, პრესინგზეც კი არ ამოდიოდნენ, ჩვენს ნახევარზე. ამან საშუალება მოგვცა ცენტრთან ახლოს ბურთი გვეგორებინა მშვიდად.
69% ბურთის ფლობა და ორი დარტყმა ეს იყო პირველი ტაიმი, გოლის ეპიზოდიც კი არ იყო 100% მომენტი, მარსიალმა შეასრულა ძალიან მაგრად ეს დარტყმა.

მეორე ტაიმში ვუვლზი წინ ამოიწია, ჩვენი პრესინგი დაიშალა და ბურთის დაბრუნება გაგვიჭირდა.
ვულვზი ამ თამაშით ქულას არ იმსახურებდა, მაგრამ მთავარია ჩვენ რა დავიმსახურეთ.
სახიფათო მომენტები თითქმის არ გვქონია, მეკარის სეივი არ მახსენდება საერთოდ (პენალს თუ არ ჩავთვლით). შეტევაში ჩვენით რამის შექმნა ძალიან გვიჭირს, თუ დაცვამ რაღაც სასწაული შეცდომა არ დაუშვა (როგორც ზუმამ), ისე ვერაფერს ვახერხებთ. ძალიან გაგვიჭირდება პოზიციური შეტევის გარეშე.

გაშვებულ გოლს რაც შეეხება, ეს ტაქტიკური შეცდომაა, რომელიც მილიონჯერ გვაქვს დაშვებული, საყრდენი ზონიდან ალბათ ყველაზე მეტი გოლი გაგვდის, ან ყველაზე მეტი მომენტი გვექნება, გასაგებია სკოტი და პოგბა მაღლები არიან, საჯარიმოში დგანან, ვინ აზღვევს საყრდენ ზონას?
უბრალოდ არავინ არ იყო იქ ახლოსაც კი. ნევეშმა 2-ჯერ ან 3-ჯერ დაამუშავა ბურთი სანამ დაარტყამდა და ხელი არავინ შეუშალა. სამწვრთნელო შტაბმა უნდა დაამუშავოს მემგონი ასეთი ეპიზოდები და მზად უნდა იყვნენ, რომ ყოველთვის არ ჩააწვდიან კუთხურს და ხანდახან შეიძლება უკანაც გამოიტანონ.
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
20 აგვისტო 2019 12:38
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
დავიწყოთ ტრანსფერებით. მილინკოვიჩის არ ყიდვა იყო აბსოლიტურად სწორი. მისი მოყვანა გუნდში,პოგბას წასვლას ნიშნავდა რაც იქნებოდა კატასტროფა დღევანდელი უნაიტედისთვის.
2. ბრუნო ფერნანდეში არ მოიყვანეს სკაუტების საბოლოო დასკვნით. სტატისტიკურად ძალიან ბევრჯერ კარგავს ბურთს. შესაბამისად არც არავინ არ იყო დაინტერესბული დიდად ბრუნოთო,თორე დღეს რომელიმე ტოპ გუნდში იქნებოდა. მატაზე აქ ხდება ძაან შეტევა და ვერ ვხვდები რატო. რაგინდათ რო მატამ შეცვალზე შემოუსლმა 10 წუთში თამაში მოიგოს? მატა დღეს რო ბარსელონაში თამაშბდეს,იქნებოდა ბარსას შეუცვლელი ფეხბურთელი. ეს ის ფეხბურთელია,რომელიც ვერ დაფასდა,თორე მატაზე კრეატიული და შემოქმედი ფეხბურთელი უნაიტდეს უბრალოდ არ ყავს. გუშინდელ თამაშს რაც შეეხება,მე პირდად ლინგარდს საერთოდ მოვკვეთავდი გუნდიდან დროებით და რეზერვებში გადავიყვანდი. უფანტაზიო,უნიჭო უკლასო და ვერ ვხვდები ყველა მწვრთნელის ხელში,ვეჩნად ძირითადის წევრად რატო მოიაზრება? ვარჯიშებზე შეილება ძაან მაგარია და გულიანად ვარჯიშობს,მარა თამაშის დროს ტიპი არის 0. და ბოლოს ვიტყვი,რომ საერთოდ არ მომწონს ფეხბურთელტად მისვლა და პენლის დარტყმის თხოვება. ამისთვის არსებობს მწვრთნელი,რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვინ არის გუნდში პირველი დამრტყმელი. როცა თამაშს 3-0 იგებ,კიბატონო. მარა როცა 1-1 ია და ეს პენალი შეიძლება იყოს გადამწყვეტი,უნდა ურტყავდეს ის ვისაც ეს ყველაზე კარგად გამოდის და ეს აშკარად რაშფორდია დღეს უნაიტედში. ამ ფრით არაფერი არ მთავრდება,მე მჯერა ამ გუნდის და მჯერა მწვრთნელის ჩვენ ხომ წითელი ეშმაკები ვართ. smile
1
№5
ავტორი: kaja
20 აგვისტო 2019 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
არაუშავს, ყველაფერი გამოსწორდება და უკეთესობისკენ წავა, ამ სეზონში ბევრი გუნდი გაძლიერდა საკმაოდ და ლივერპულიც და სიტიც ბევრ ქულებს დაკარგავენ, შარშანდელივით არ იქნება.
0
№6
ავტორი: bziki
20 აგვისტო 2019 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Neli tempia roa ganvitarebis eg cxadia, ver endobian oles bolomde an metis ambicia ar aqvt,
wesit unda gagveshva nagvebi da bebrebi, mara fulis daxarja ar Indomes ertianad, nel nelao.
Chven ki gvinda ertianad mara egeti fufuneba ager realsac ar aq, mxolod sheixebs visac ar adardebt ramdens daxarjaven, miliardis zarali ro naxon mainc ar daishleba gundi piriqit ufro mets daxarjaven, sxva shemtxvevashi 500 milionis zaralic dashlis nebismier klubs.
Gvardiola ro yofiliyo aq metad andobdnen fuls, meti garantiaa gvardiola mara didi raznica mainc ar mgonia yofiliyo daxarjuli fulis mxriv, ubralod fexburtelebis xarisxi iqneboda uketesi, uketes bichebis dakeravda gvardi, ise magasac uchirs barsastvis deiongis wartmeva
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 აგვისტო 2019 13:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნახევარმცველის მოყვანა ჰაეროვით საჭირო იყო
0
№8
ავტორი: shotkin
20 აგვისტო 2019 14:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
პრემიერ ლიგის მეორე ტურია ხალხო რო ჩამოწერეთ ტოპ 4 ეული უკვე :)) და ზოგადადაც ყველა ვერ მოგებული მატჩის მერე რო ჩამოწერთ გუნდის სისუსტეებს და მინუსებს მესმის მარა სეზონის სტარტზევე ხო ვიცოდით რო არ გვყავს და გვაკლია მარჯვენა ვინგერი ცენტრალური მაგარი გამთამაშებელი და 1 კარგი თავდამსხმელიც არ გვაწყენდა და აღარაა საჭირო ფრეების და თუნდაც წაგებების მერე ერთიდაიგივეს წერა ვიცით და ამისთვის ველოდებით შემდეგ სატრანსფეროს რო შეივსოს ეგ 3 პოზიციაც დალშე რაც გვაქ იმით მივდივართ და მე პირადად პრემიერლიგის მოგებას არ ვთხოვ წელს ამ გუნდს ჩემთვის მისაღებია რო ტოპ 4 ში მოვხვდეთ წელს და ევროპალიგას ან რამე შიდა თასს თუ დადებენ საკმაოდ ნორმალური შედეგი იქნება. გუშინ კონკრეტულად იმ თამაშში დამოვყოფდი პასების დეტალებს აი ძაან არაზუსტები იყვნენ როგორც ვულვზი ისე ჩვენ,ვულვზზე არვიცი მარა ჩვენ რაღაც ძაან კარგი პრე სეზონი გვქონდა და ისეთ ფორმაში უნდა იყვნენ წესით რო პასებზე ესეთი ცუდი მაჩვენებელი არ ქონოდათ და იმედია ამას აღარ ვიხილავთ სემდეგ თამაშებში ჯერ მეორე ტური იყო ხალხო და გასვლა იყო ვულვზთან ქულის გამო არავინ არავის გაკიცხავს ასეთ დროს საჩემპიონო თამაში როიყოს კიდე ხო ნორმლაური სტარტი გვაქ და იმედია გადააბავენ ეხლა მიჯრით მოგებებს ადვილი კალენდარი გვაქ და კონცენტრაციას თუ მოახდენენ წესით არ უნდა გაგვიჭირდეს და სეზონის ბოლოს ვინ სად იქნება მაგას მოვესწრებით,
0
№9
ავტორი: OzBeTa
20 აგვისტო 2019 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ჩვენი გუნდის მთავარი პრობლემა არის 10 ნომერი ანუ ბურთის დამჭერი და სწრაფად ამომტანი ცენტრიდან ან სწრაფი პასის გამკეთებელი წინ, ეგ კაცი რომ არ გვყავს ჩვენს შეტევებს ხდის ძაან ნელს და უფანტაზიოს. კიდევ დავამატებდი რომ მარცხენა მცველზეც უნდა დავფიქრდეთ, რადგან მე შოუ ძააან აღარ მომწონს, ტიპი პოზიციებს კარგავს და შეტევაში კიდე ბურთით წინ ვერ მიდის, მიიღებ თუ არა ბურთს ეგრევე ჩერდება ვერ გაუგია რა გააკეთოს მერე ან გვერძე იძლევა პასს ან კიდე უმეტესად უკან და შეტევაც იშლება. თან კიდე შოუ კუთხურს რატო აწვდის ვერ გამიგია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№10
ავტორი: 100%Red
20 აგვისტო 2019 14:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: ALEXFERGUSON
ბრუნო ფერნანდეში არ მოიყვანეს სკაუტების საბოლოო დასკვნით. სტატისტიკურად ძალიან ბევრჯერ კარგავს ბურთს. შესაბამისად არც არავინ არ იყო დაინტერესბული დიდად ბრუნოთო,თორე დღეს რომელიმე ტოპ გუნდში იქნებოდა. smile

კაი რა ლინგარდს ასი შემთხვევიდან ასივეში აჯობებს, რეები აკეთა გუშინ, სულ ვიძახით დარბის მუშაობსო მაგის პრესინგი და წართმეული ბურთი გუშინ არ დამინახიადა, მომენტები გამაზა ნუ თუარგაიტანდა ბურთზე მაინც უნდა მოერტყა(ერთხელ და ორჯერ არ გაუკეთებია ეგრე), მანჩესტერის ფეხბურთელია თუ რაღაცა სოფლის გუნდის.
კაროჩე 10იანზე ათამაშოს მატა და გომესი ვსო, ლინგარდის გათამაშებული მოვ**ან
პ.ს. ისე პოგბა მაგრა ულანძღიათ იქაურ ფანებს, იქით პენალტი გამაზა და თუ მიი**ვა საერთოდ ხასიათში და ჩა**ევდა მერე იქნება კარგად საქმე.
ისე ეს ფრედიც კიდე რატო არჩანს ჭირე ნეტა რამე?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top