"ადიდასმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მესამე ფორმა წარადგინა, რომლითაც 2019-20 წლის სეზონში ითამაშებს.
მაისური "იუნაიტედის" ასოციაციის თასის პირველ ტიტულს ეძღვნება. 1909 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასზე ჩინებულად იასპარეზა და ფინალში "ბრისტოლ სიტის" სძლია. 22-ე წუთზე სენდი ტორნბულმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა, რითაც კლუბს უმნიშვლოვანესი გამარჯვება მოუტანა.