თბილისი:
მანჩესტერი:
15-08-2019, 16:32
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1834,
კომენტარები: 16
შმეიხელი: "მაგუაიერი "იუნაიტედისთვის" არის შექმნილი"
პიტერ შმეიხელი ჰარი მაგუაიერი საუბრობს.
შმეიხელი:
"წითელი ეშმაკების" ლეგენდა, პირეტ შმეიხელი თვლის, რომ "იუნაიტედის" ახალი შენაძენი, ჰარი მაგუაიერი სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" არის შექმნილი.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს "იუნაიტედმა" ჰარი მაგუაიერი ს ტრანსფერში 80 მილიონი გადაიხადა, ხოლო ფეხბურთელმა მის სადებიუტო შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინა და ლონდონის "ჩელსისთან" დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:0) დიდი როლი შეასრულა.

პიტერი ძალიან კარგად იცნობს ჰარის და მის შესაძლებლობებს, რადგან ის აქტიურად აკვირდება "ლესტერის" მატჩებს, სადაც მისი ვაჟი, კასპერი ასპარეზობს.


"ვაღიარებ, როდესაც ჰარის პირველი მატჩი ვნახე "ლესტერის" მაისურით დავინტრიგდი, ხოლო რამდენიმე მატჩის შედეგ გავიფიქრე: ეს ბიჭი შეიქმნა "იუნაიტედისთვის", არაფერია ისეთი, რას მას შეაშინებს და დააბნევს.

ყველა დამეთახნმება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჰარი მუდამ სტაბილური და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

გარდა ამისა, ის ძალიან კარგია ბურთით წინსვლის დროს. ეს ხარისხი დღევანდელ ცენტრალურ მცველებში იშვიათი სანახავია.


ჰარი "იუნაიტედის" დაცვის ხაზს საიდემოობას შემატებს. ის არის ძალიან მშვიდი და ცივი ადამიანი, მისი მოტყუება თითქმის შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებული იქნება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ჰარის გადაბირებას რამოდენიმე დიდი კლუბი სცდილობდა, ხოლო როდესაც "იუნაიტედის" ინტერესის შესახებ გავიგე, მივხვდი რომ ის აუცილებლად წავიდოდა, მიუხედავად მისი საბაზრო ღირებულიებისა."
- განაცხადა პიტერ შმეიხელმა DallyMirror-თან ინტერვიუში.

წყარო: www.dailymirror.co.uk
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
15 აგვისტო 2019 18:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2384
კარგად დაიწყო და იმედია ასე განაგრძობს და უფრო მეტსაც გააკეთებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
15 აგვისტო 2019 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7874
Zustad Ro egrea❤️
0
№3
ავტორი: bero123
15 აგვისტო 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 235
დაველოდოთ შემდეგ თამაშებს იმედია ეგრე გააგრძელებს
0
№4
ავტორი: ILoveUtd
15 აგვისტო 2019 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ჰარი სასწაული იგროკია და დარწმუნებული ვარ ძალიან გამოგვადგება!
0
№5
ავტორი: LASHQARA
15 აგვისტო 2019 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1569
ჩაუდო კრიტიკოსებს lol თავისთავად ჰარი სერიოზული ძალაა love
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
15 აგვისტო 2019 19:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2403
ძალიან მაგსრი შენაძენია.ერთი ვან დაიკია ასეთი სტაბილური.აი ვირჯილივით გრძელ პასებსაც თუ დაამუღამებს სულ მოგვათქმევინებს.ვან დაიკმა გუშინ რამდდნი 40მეტრიანი პასი გაჩითა თვლა ამერია.არადა ლინდელოფსაც და ამასაც პირველი პასი კაი აქვთ და შეუძლიათ
1
№7
ავტორი: bero123
15 აგვისტო 2019 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 235
ციტატა: Dato kutaisi
ძალიან მაგსრი შენაძენია.ერთი ვან დაიკია ასეთი სტაბილური.აი ვირჯილივით გრძელ პასებსაც თუ დაამუღამებს სულ მოგვათქმევინებს.ვან დაიკმა გუშინ რამდდნი 40მეტრიანი პასი გაჩითა თვლა ამერია.არადა ლინდელოფსაც და ამასაც პირველი პასი კაი აქვთ და შეუძლიათ

ვინ ვან დაიკი ძმა ლინდელოფი ერთ ორ წელში მაგარი მხეცი გაიჩითება wink მითუმეტეს ჰარის გვერდით მაგრად გაიზრდება am
0
№8
ავტორი: makaveli
15 აგვისტო 2019 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 498
ციტატა: Dato kutaisi
ძალიან მაგსრი შენაძენია.ერთი ვან დაიკია ასეთი სტაბილური.აი ვირჯილივით გრძელ პასებსაც თუ დაამუღამებს სულ მოგვათქმევინებს.ვან დაიკმა გუშინ რამდდნი 40მეტრიანი პასი გაჩითა თვლა ამერია.არადა ლინდელოფსაც და ამასაც პირველი პასი კაი აქვთ და შეუძლიათ

ლინდელას კაი პასი აქ და რატო იკავებს ხოლმე თავს არ ვიცი, მითუმეტეს ჯარიმებსაც ძაან ხშირად ეს ასრულებდა ბენფიკაში.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
15 აგვისტო 2019 23:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2403
ციტატა: makaveli
ციტატა: Dato kutaisi
ძალიან მაგსრი შენაძენია.ერთი ვან დაიკია ასეთი სტაბილური.აი ვირჯილივით გრძელ პასებსაც თუ დაამუღამებს სულ მოგვათქმევინებს.ვან დაიკმა გუშინ რამდდნი 40მეტრიანი პასი გაჩითა თვლა ამერია.არადა ლინდელოფსაც და ამასაც პირველი პასი კაი აქვთ და შეუძლიათ

ლინდელას კაი პასი აქ და რატო იკავებს ხოლმე თავს არ ვიცი, მითუმეტეს ჯარიმებსაც ძაან ხშირად ეს ასრულებდა ბენფიკაში.

მეც მაგას ვამბობ.იმედია ცოტა გათამამდებიან და მარტო პოგბასგან არ დაელოდებიან გრძელ პასს.აი სულ მიდის პასი პოგბაზე და მერე პოგბადან სხვასთან.ამასობაში დროც იკარგება.მაგუაერსაც და ვიქტორასაც მოკლე პასის კუკტურაც აქვთ და აწეული დაცვისას აუცილებელი რამაა
0
№10
ავტორი: Malboro463
16 აგვისტო 2019 02:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5093
ცუდი არა ვნახოთ როგორ განვითარდება 26 წლისა წესით კიდე უნდა მოუმატოს...
ვან დეიკს კიდე ნუ შევადარებთ აშკარა რო ვირჯილი უფრო კლასნია სტანდარტებშიც უკეთესია და ინდივიდუალურათაც
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

18 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი
კოლჩესტერი
ინგლისის ლიგის თასი
21 დეკემბერი 2019, 18:00
უოტფორდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
26 დეკემბერი 2019, 21:30
იუნაიტედი
ნიუკასლი
პრემიერ ლიგა
კოლჩესტერი18 დეკემბერი
უოტფორდი21 დეკემბერი
ნიუკასლი26 დეკემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

15 დეკემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ევერტონი1
პრემიერ ლიგა
12 დეკემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი4
ალკმაარი0
ევროპა ლიგა
7 დეკემბერი 2019, 21:30
სიტი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
ევერტონი15 დეკემბერი
ალკმაარი12 დეკემბერი
სიტი7 დეკემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top