"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მატჩისთვის ემზადება. 19 აგვისტოს, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი გასვლით მატჩში "ვულვზს" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ "წითელმა ეშმაკებმა" Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე ბოლო ვარჯიში გამართეს.
ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი "ჩელსისთან" შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ მოახლოვებულ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ალექსისს სანჩესს არ მიუღია, რომელიც პირველი ტურის შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდა.