თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2019, 21:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2437,
კომენტარები: 7
Matchday View: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსი"

პრემიერ ლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრის ანალიზი.

Matchday View:
ვიცით, რომ მოგწონთ მატჩების განხილვა და რუბრიკა Mancunian Beauty. ამიტომ ამჯერად ამ ორივე რუბრიკას გავაერთიანებთ. არა მარტო იმიტომ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აჩვენებს შესანიშნავ თამაშს, არამედ იმიტომაც, რომ სიამოვნების მიღება მეტოქისგანაც შეიძლება, ამიტომაც განვიხილავთ დასამახსოვრებელ ეპიზოდებს ორივე გუნდის კართან. ციფრებზე დაფუძნებული მრავალი ანალიტიკური სტატიების გარემოცვაში გვსურს, უბრალოდ ფეხბურთით დავტკბეთ და შექმნილი მომენტები განვიხილოთ.

ამას დავამატოთ სასტარტო შემადგენლობები და გასული მატჩის შესახებ გაჩენილი მოსაზრებები, რითაც მივიღებთ - Matchday View-ს.

ჩვენი რუბრიკის პირველ მატჩად "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება გვესახება, რომელშიც "იუნაიტედმა" ყველასთვის მოულოდნელად გაუტანა ფრენკ ლამპარდის გუნდს ოთხი უპასუხო ბურთი.

შემადგენლობა


სასტარტო შემადგენლობამ საკმაოდ გაგვაკვირვა მატიჩის ნაცვლად პერეირას გამწესებით. პოლ პოგბას სიღრმეში დაწევა უფრო დაცვაზე ფიქრი მოუხდა, ვიდრე თავდასხმაზე. გადაწყვეტილება არაცალსახაა. ერთი მხრივ, პოგბას ყოფნა დაცვაში თითქმის ყოველთვის საგანგაშოა, მარტო საყრდენ ზონაში მისი დრიბლინგი რად ღირს... მეორე მხრივ კი, სიღრმიდან შესანიშნავი გადაცემები კეთდებოდა (რეშფორდის გოლი) და შეტევაში დიდებულად გადადიოდა გუნდი. შესაძლოა, სოლსკიაერმა "ჩელსის" შემადგენლობიდან გამომდინარე ითამაშა, სადაც ათიანის პოზიციაზე მეისონ მაუნტი გამოვიდა. არსებობს ეჭვი, რომ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ასეთი ავანტიურისთვის დაგვსჯიან.



სატრანსფერო აკრძალვის გარდა, "ჩელსის" ტრავმების პრობლემაც აქვს, ამიტომ "იუნაიტედთან" პირველი ტურის მატჩში ლამპარდს კურტ ზუმას გამოყვანა მოუწია. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მატჩის ერთ-ერთი მთავარ ფიგურად იქცა.

პირველი ტაიმი

შეხვედრა "იუნაიტედისთვის" არცთუ სახარბიელოდ დაიწყო. "ჩელსიმ" საკმაოდ სწრაფად იგდო ბურთი ხელთ და მეათე წუთზე უკვე ფლობდა ბურთის ფლობაში უპირატესობას 74%-26%.

აბრაჰამის ძელი

ამ მონაკვეთის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი აბრაჰამის შესანიშნავი დარტყმა იყო ძელზე. "ჩელსის" თავდამსხმელმა "იუნაიტედის" დაცვა კუთხურის შემდეგ იდეალურად გამოიჭირა და დაუყოვნებლივი დარტყმა განახორციელა:



მსხვილი კადრიდან ჩანს, რომ დავიდი ზუსტად ბურთის ფრენის მიმართულებისკენ გადახტა. შესანიშნავი რეაქცია, რასაც, შესაძლოა, გუნდი ეხსნა, ბურთი კარში რომ წასულიყო:



მარსიალის დარტყმა

აღნიშნულ მონაკვეთში, მიუხედავად მოწინააღმდეგის მიერ ბურთის ხანგრძლივი ფლობისა, "იუნაიტედმა" ერთი მომენტი შექმნა პრესინგის ხარჯზე, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ზუმა მარსიალს ჩუქნის ბურთს და ისიც ურტყამს - სუსტად და ბურთი მეკარეს მისდის ხელებში:



უფრო საინტერესო იქნებოდა ამ ეპიზოდზე ბურთის პერეირაზე გადაწოდების შემთხვევაში შეტევის განვითარება.

"ჩელსის" შეტევა ფლანგიდან

მეათე წუთზე ჟორჟინიომ პედროს დახმარებით ბურთი გადაიტანა ფლანგზე, სადაც არ იმყოფებოდა შოუ. მაგუაირს დაზღვევაზე თამაში მოუწია, რის გამოც ცენტრი გააშიშვლა. ამის გამო აბრაჰამს წინააღმდეგობის გარეშე შეეძლო ბურთის გადაგზავნა კარში დაბალი ჩაწოდების შემდეგ. ერთი ნაბიჯი დააკლდა:



პენალტი


პირველი გოლი გავიდა პენალტის შემდეგ, რომელიც მარკუს რეშფორდმა მწვავე შეტევის შემდეგ მოიპოვა. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ბურთი კვლავ პრესინგის ხარჯზე იქნა მოპოვებული, "იუნაიტედმა" მომენტალურად შემოატრიალა შეტევა, რომლის შეჩერებასაც პერეირაზე წესების დარღვევის ხარჯზე ცდილობდნენ, მაგრამ მსაჯმა თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა ფეხბურთელებს და ბურთი ასხლეტის შემდეგ მარკუსს მიუვიდა, რომელმაც ზუმას წესების დარღვევა აიძულა:



მარკუსმა შესანიშნავად შეასრულა პენალტი. მიუხედავად იმისა, რომ კეპამ მიმართულება გამოიცნო, აღების მცირე შანსი ჰქონდა:



პერეირას ჯარიმა

21-ე წუთზე "იუნაიტედმა" საჯარიმო დარტყმა შეასრულა. მინდა ვიმედოვნო, რომ მაგუაირის მოსვლის შემდეგ სტანდარტულებს დამატებითი ხიფათის მოტანა შეეძლება მეტოქისთვის. მაგრამ ამჯერად ბურთი ჰარის დაბლა მიუვიდა და არა მაღლა და უნდა ითქვას, რომ მცველს ერთი შეხებით რომ ეთამაშა, პოგბას ბურთის კარში გადაგზავნა შეეძლო, მაგრამ წამიერი დაყოვნება და ემერსონმა ბურთი კუთხურზე გადააგდო:



მაკტომინეის ჩაჭრა

უკვე ვახსენეთ "იუნაიტედის" პრესინგი პირველი ტაიმის განმავლობაში, რაც ძალიან ურთულებდა "ჩელსის" ბურთის ამოტანას და შეცდომის დაშვებას აიძულებდა. ამ მომენტში ბარკლი ცდება და მისი შემხვედრი სკოტი ბურთს ართმევს. სამწუხაროდ, მარსიალს არც მეორე დარტყმა გამოუვიდა კარგი:



"ჩელსის" შეტევა

შოუს მაღლა აწევა ნაწილობრივ გუნდისთვის პრობლემებს წარმოშობს, როგორც ამ მომენტში მოხდა. დიახ, სკოტი ბურთის ფრენის ტრაექტორიას ფარავდა, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერა და ფლანგზე გადავიდა შეტევა. გაგვიმართლა, რომ მაუნტმა ვეღარ მოიფიქრა, რა ექნა და უბრალოდ მეტოქეს ჩააბარა ბურთი.



შეტევა და თავდაცვა

თავდამსხმელის როლში მყოფი ენტონი მარსიალი ხშირად იღებდა ინიციატივას საკუთარ თავზე. უკვე ვნახეთ, როგორ წარუმატებლად ურტყამდა კარში, მაგრამ აქ ტონიმ საჯარიმოში შესვლა გადაწყვიტა, მოატყუა რა ორი მცველი. უნდა აღინიშნოს, რომ გამოუვიდა, თუმცა კი გაჭირვებით, მაგრამ შეტევამ ლოგიკური დასასრული ჰპოვა პოგბას დარტყმის სახით. მაგრამ ყველაზე საინტერესო "ჩელსის" კონტრშეტევის დროს მოხდა. პოგბას ზონაში დასაზღვევად ავიდა ვან-ბისაკა, რომელმაც დაუჯერებელი ვარდნის შედეგად ჩაშალა შეტევა:



ბარკლის დარტყმა

როგორც ჩანს, ასეთი ენერგოხარჯვადი თამაში ტაიმის მიწურულს აარონზე აისახა. ბარკლის მიერ ლინდელოფის გავლით დარტყმის მომენტში მარტივად შეინიშნება ვან-ბისაკას ნელი დაბრუნება საჯარიმოში. მადლობა დავიდს. აღვნიშნოთ თავდამსხმელის მოქმედება: მარტივი, მაგრამ ეფექტური მოტყუება:



ძელი ემერსონისგან

თითქმის ერთ წუთში ჟორჟინიო საჯარიმოში აგდებს ბურთს, ლინდელოფის მიერ თავით თამაშის შემდეგ ბურთი ემერსონს მისდის (აარონ, რატომ წახვედი ვიქტორის დასახმარებლად?), რომელმაც მცირე ფიქრის შემდეგ ლამის მოტეხა კარის ძელი. შესანიშნავი დარტყმა და გოლის გატანის ერთადერთი გზა, ვინაიდან შორეული ძელი ვან-ბისაკამ გადაკეტა:




მეორე ტაიმი

მეორე ტაიმში "ჩელსი" უფრო მეტად გაიხსნა, რაც არაჩვეულებრივად გამოიყენა "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევამ.

მარსიალის გოლი

65-ე წუთზე, შეტევაში გართულმა "ჩელსიმ" "იუნაიტედის" ფეხბურთელებს სამი-სამზე შეტევაში გაქცევის საშუალება მისცეს. ხოლო როცა აღმოჩნდა, რომ კონტრშეტევა ფლანგზე შეყოვნდა, პერეირამ შესანიშნავად ჩაუწოდა მარსიალს, რომელსაც ასპილიკუეტას დაჯაბნა არ გასჭირვებია:



რეშფორდის გოლი

ჯერ კიდევ არ გამქრალიყო მეორე გოლისა და აბრაჰამის ჟირუთი ჩანაცვლების ტიტრები ეკრანიდან, რომ პოლ პოგბამ რეშფორდი ერთ-ერთზე გაუშვა, მან კი ისე, რომ არც შეიმჩნია იგივე ასპილიკუეტა, რომელიც ზურგზე ჩამოკიდებოდა, ბურთი ზუსტად გადაგზავნა კუთხეში:



წართმევა კანტესგან

საინტერესო ეპიზოდი, რომელშიც ყველაფერი ლამაზია. თავიდან შოუ და პოგბა მომენტალურად იწყებენ კონტრშეტევას, შემდეგ კი ნგოლო კანტე თავისებურად პასუხობს ვან-ბისაკას:



უბრალოდ წარმოიდგინეთ, ვან-ბისაკასა და კანტეს ერთ გუნდში რომ ეთამაშათ...

ჯეიმსის გოლი


პოლ პოგბას სახელობის გოლი მორიგი კონტრშეტევის შედეგად გავიდა. სწრაფი ამოტანა პასის ხარჯზე, ფილიგრანული გადაცემა და მცირე იღბალი ჯეიმსის დარტყმის დროს:



მაკტომინეის გადაცემა

მორიგი ბრწყინვალე ამოსვლა დაცვიდან წართმევის შემდეგ. სკოტ მაკტომინეი შესანიშნავად აფასებს სიტუაციას, ბურთს ფლანგზე გზავნის, ვან-ბისაკას კარგი ჩაწოდება, მაგრამ გრინვუდის დარტყმა დაბლოკეს:



ჯეიმსის გარბენი

დენიელმა არაერთხელ გვაჩვენა თავისი გარბენები წინასასეზონო ტურნეს დროს, რასაც მოწინააღმდეგე მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე აჩერებდა. იგივეს გაკეთება მოუხდა კანტესაც, რომელმაც წესები დაარღვია:



საფინალო სასტვენი.



პირველი მატჩი შესანიშნავი გამოვიდა შედეგის მხრივ, მაგრამ არასახარბიელო - თამაშის მხრივ.

- ამ დაცვის ოთხეული პირველად გამოვიდა შემადგენლობაში, ამიტომ გარკვეული გაუგებრობა დასაშვებია. დროა საჭირო იმისათვის, რომ ცენტრალური მცველები შეთამაშდნენ და ფლანგის მცველებს კარგად გაუგონ.

- "ჩელსი" "იუნაიტედის" არასრულყოფილი ცენტრით სარგებლობა შეტევების განვითარებისას, მაგრამ ძირითადად ფლანგის მცველებზე ახდენდა ზეწოლას, რისი შედეგიც ორივე ყველაზე მწვავე შეტევა იყო ორივე ფლანგიდან.

- პერეირა მატიჩმა შეცვალა, მაგრამ საეჭვოა, ბოლომდე გამოეყენებინა თავისი შანსი მიუხედავად საგოლე გადაცემისა. როგორც ჩანს, საყრდენ ზონაში მატიჩისა და მაღლა აწეული პოგბას ხარჯზე ნახევარდაცვა უფრო ეფექტური იქნება. ასევე შეიძლება ფრედის ვარიანტის ცდა, მაგრამ პერეირას გარეშე.

- კონტრშეტევები სოლსკიაერის სერიოზული იარაღია, თანაც არსებობს საინტერესო ვარიანტები გაძლიერებისა და მოდიფიკაციისთვის ჯეიმსისა და გრინვუდის სახით (შესაძლებელია სანჩესის განხილვაც პერსპექტივაში).

- ენტონი მარსიალმა შეტევაში შესანიშნავი მოძრაობა აჩვენა, კარგად ახდენდა პრესინგს, მაგრამ გუნდურ მოქმედებებში ყველაფერი იდეალურად ვერ არის. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს სამომავლოდ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.

- ვან-ბისაკა გვაოცებს თავისი ართმევებზე თავისი ქმედებებითა და სისწრაფით. მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება, რათა ისეთი სიტუაციები არ წარმოიშვას, როგორიც პირველი ტაიმის მიწურულს იყო, როცა უბრალოდ დაიღალა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები გაჩნდა.

- გუნდმა შესანიშნავი მოძრაობები აჩვენა და მეტოქეს ხშირად აიძულებდა შეცდომის დაშვებას პრესინგის ხარჯზე. მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადების მეორე მხარეა ტრავმები. პირველ მატჩში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეორე ტაიმში კი იყო მომენტი, როცა მარსიალმა კოჭლობა დაიწყო, მაგრამ ეს სათამაშო ეპიზოდი აღმოჩნდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმების მხრივ გუნდს ისევე გაუმართლებს, როგორც პირველ შეხვედრაში რეალიზაციების მხრივ გაუმართლა.

მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" "მოლინიუზე" "ვულვერჰემპტონთან" ჩაატარებს, რომელმაც პირველ შეხვედრაში "ლესტერთან" უშედეგო ფრე ითამაშა. მატჩის არსებობს საშიშროება, რომ სოლსკიაერის გუნდს გაუჭირდება ე.წ. "ავტობუსური" დაცვის წინააღმდეგ, რადგან მოწინააღმდეგის მასიური დაცვისას რთულია კონტრშეტევებზე თამაში. დააყენებს თუ არა "ვულვერჰემპტონი" "ავტობუსს" და როგორ გადაჭრის ამ პრობლემას ოლე, 19 აგვისტოს, ორშაბათს გავიგებთ.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: levionok
13 აგვისტო 2019 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ასე შენ გაიხარე და გამრავლდი რაა! ესაა მანჩესტერელის სტატია ლამაზად გაანალიზებული მოკლედ და ხარისხიანად! მადლობა ავტორ კარგი გამოვიდა ერთი ამოსუნთქვით იკითხება.ვულვზვთან იდეაში ვფიქრობთ რომ უნდა გაგვიჭირდეს მაგრამ ბოლო ბოლო ამ გუნდთან უნდა დავასრულოთ ეს წარუმატებელი სერია რა გახდა ასეთი
1
№2
ავტორი: krekera
13 აგვისტო 2019 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
კარგი და საინტერესო ანალიზია..
მაკტონიმი მახარებს იზრდება ყოველწელა, დაცვა საკმაოდ კარკი იყო ეს დიდ ეფექტს მოიტანს, მარსო და რეშმა რეალიზაციის % უნდა გაზარდოს სასწრაფოდ...

კარგი და საინტერესო ანალიზია..
მაკტონიმი მახარებს იზრდება ყოველწელა, დაცვა საკმაოდ კარკი იყო ეს დიდ ეფექტს მოიტანს, მარსო და რეშმა რეალიზაციის % უნდა გაზარდოს სასწრაფოდ...
0
№3
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2019 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მადლობა ავტორს
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2019 00:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესო სტატიაა, ვულვზთან შარშანდელი აღარ უნდა განმეორდეს.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
14 აგვისტო 2019 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი სტატიაა, მადლობა ავტორს. ჩანს პრობლემებიც და პოზიტივებიც, იმედი ვიქონიოთ გამოსწორდება შეცდომები და გუნდიც უკეთესად შეთამაშდება. GGMU
0
№6
ავტორი: stepno
14 აგვისტო 2019 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ავტორს მადლობა კარგი სტატიაა. რაც შეეხება თამაშს პერეირა და ლუკ შოუ ცუდად გამოიყურებოდნენ საბოლოო ჯამში. ლუკ შოუ ვერც თავდასხმაში ერთვებოდა ხეირიანად და დაცვაშიც შეცდომები დაუშვა სამწუხაროდ. პერეირაზე უბრალოდ ვიტყვი რომ ტყუილად ხარჯავს დროს ოლე არაა მანჩესტერის დონე პერეირა და დიდი იმედი მაქ მატიჩი ფორმაში შევა რის შემდეგაც გაცილებით მაგარი ნახევარდაცვა გვეყოლება. ყველაზე კარგი იქნებოდა ზამთარში კარგი ნახევარმცველის ყიდვა მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იშვიათIა კარგი ტრანსფერი. საბოლოო ჯაში შედეგი ბრწყინვალე არაჩვეულებრივი იყო,თამაშის ხარისხი საშუალო,რომელიც დრო და დრო გამოსწორდება აუცილებლად. არ დაგვავიწყდეს მაგუაირისთვის,ბისაკასთვის და ჯეიმსისთვის პირველი თამაში იყო ოფიციალური. დრო და დრო შეეწყობიან ბიჭები ერთამანეთს და უფრო დაალაგებენ თამაშს.
0
№7
ავტორი: JuanMata
15 აგვისტო 2019 02:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგი მომენტები იყო ამ თამაშში, მოკლედ ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, სადაც მთავარია ერთი გოლი გავიტანოთ და მერე კონტრაზე ირბენენ ბედნიერად.
საინტერესოა ავტობუსებთან რას იზამენ. ჩელსისთან კომფოტულ როლში ვიყავით, უკან დაწეული და ჩაშლაზე ორიენტირებული. როცა ჩვენ მოგვიწევს ზევით აწევა, ბურთის ფლობა, მეტოქის დაცვის გაწელვა, სულ სხვანაირი თამაში იქნება საჭირო. კობინაციურ თამაშში კიდევ საკმაოდ მოიკოჭლებს ჩვენი შეტევა, მთავარია პოზიციური შეტევა დავხვეწოთ და მაქსიმალურად მარტივი ერთშეხებიან კომბინაციები დავამუღამოთ. მერე სერიოზული ძალა გახდება ეს გუნდი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top