"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა იმ ადამიანთა შორისაა, ვინც "ოლდ ტრაფორდზე" ჰარი მაგუაერის თამაშით მოხიბლულია.
ფრანგმა პირველივე მატჩის შემდეგ უწოდა ახალ თანაგუნდელს ლიდერი და განაცხადა, რომ მას მხეცს უწოდებს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეუერთდა და მსოფლიოს რეკორდიც მოხსნა მცველში გადახდილი თანხის მხრივ.
მასში გადახდილი თანხა მხოლოდ დამატებით ზეწოლას მატებს "ლესტერის" ყოფილ ფეხბურთელს, მაგრამ "ჩელსისთან" შეხვედრაში მან აჩვენა, რომ "იუნაიტედს" უღირს მასში გადახდილი თანხა.
მატჩის შემდეგ პოგბამ ფრანგ რეპორტიორებს ინტერვიუ მისცა, სადაც ახალწვეულის შესახებ ისაუბრა:
"მე მას მხეცს ვეძახი. გულახდილად ვამბობ, რასაც თქვენც ნახავდით, მართლაც შთამბეჭდავი იყო. ის ნამდვილი ლიდერია. ვარჯიშებზე გუნდს კარგად მოერგო.
დაცვის ხაზის კარგ კონტროლზე ვსაუბრობდით და მან კარგი პარტნიორობა ჩამოაყალიბა ვიქტორთან. მთელი გუნდისთვის კარგი დასაწყისი გამოდგა.
პირველ ტაიმში ვდომინირებდით მომენტების შექმნისა და ბურთის ფლობის მხრივ, მაგრამ რეაგირება მეორეში მოვახდინეთ.
ცვლილებებმა სადავეების ხელში აღების საშუალება მოგვცა. ბურთის ფლობასა და მომენტების შექმნაში მოვუმატეთ.
გაგვიმართლა, რომ პირველი ტაიმი პენალტის ხარჯზე მოვიგეთ, მაგრმა ცუდი სტარტის შემდეგ მატჩი კარგად დავასრულეთ. კმაყოფილები ვართ ჩვენი თამაშით".