კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. დაიწყო ინგლისის პრემიერლიგის ახალი (ჩემთვის უკვე მეცხრე) სეზონი. და როგორც ყოველთვის, ჩვენ ისევ უკეთესის იმედი გვაქვს.
ახალი კონტრაქტის გაფორმების (დიდი მადლობა ყველას, თქვენი კეთილი შეტყობინებებისთვის, ამ კლუბის ნაწილად ყოფნა რაღაც განსაკუთრებული და უნიკალურია და არ მსურს ამ შეგრძნების დაკარგვა) და ძალიან პოზიტიური, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, პრესეზონის დასრულების შემდეგ დავიწყეთ ლიგის სეზონი წარმატებულად.
როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი, უნდა აღინიშნოს, რომ ის არ ასახავს ყველაფერს, რაც მინდორზე ხდებოდა. ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი მეორე ტაიმი, შევქმენით რიგი სახიფათო მომენტებისა და გავიტანეთ მატჩის მნიშვენლოვან მონაკვეთებში. "ჩელსიმ" ძალიან კარგად დაიწყო, ის დომინირებდა და ქმნიდა მომენტებს, თუმცა საბოლოოდ სამი ქულა ჩვენ მოვიპოვეთ, შევინახეთ კარი მშრალად და რამდენიმე პოზიტიური ფაქტიც მოხდა, მაგალითად ჰარის, აარონის და დენიელის დებიუტი. ისინი ძალიან მალე ადაპტირდნენ ახალ გუნდთან და დარწმუნებული ვარ, მათ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლიათ. სეზონის იდეალური დასაწყისი, ფანტასტიკური ატმოსფერო "ოლდ ტრაფორდზე", იმედი მაქვს წინ კიდევ ბევრი ასეთი მატჩი გველოდება.
დასასრულს, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, რაც საფეხბურთო მოედნის მიღმა ხდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას "Common Goal" მოძრაობის მხარდაჭერისთვის. პერნილ ჰარდერის და მაგდა ერიქსონის შემოერთების შემდეგ, ჩვენ უკვე ასზე მეტი მონაწილე გვყავს, მათ შორის არიან ფეხბურთელები, კლუბები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და სხვა ორგანიზაციები, რომელთაც ჯერათ, რომ ფეხბურთს შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენს მოძრაობას ორი წელი შეუსრულდა, ამაყები ვართ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ და მოუთმენლად ველით იმას, რაც მომავალში უნდა მოხდეს.
ამით დავასრულებ და ყველას წარმატებულ კვირას გისურვებთ. გეხვევით, ხუანი.
მატას ბლოგი
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.