თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2019, 14:04
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 1947,
კომენტარები: 6
ახალი იმედები
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
ახალი იმედები
მოგესალმებით ყველას,

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. დაიწყო ინგლისის პრემიერლიგის ახალი (ჩემთვის უკვე მეცხრე) სეზონი. და როგორც ყოველთვის, ჩვენ ისევ უკეთესის იმედი გვაქვს.

ახალი კონტრაქტის გაფორმების (დიდი მადლობა ყველას, თქვენი კეთილი შეტყობინებებისთვის, ამ კლუბის ნაწილად ყოფნა რაღაც განსაკუთრებული და უნიკალურია და არ მსურს ამ შეგრძნების დაკარგვა) და ძალიან პოზიტიური, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, პრესეზონის დასრულების შემდეგ დავიწყეთ ლიგის სეზონი წარმატებულად.

როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი, უნდა აღინიშნოს, რომ ის არ ასახავს ყველაფერს, რაც მინდორზე ხდებოდა. ჩვენ ჩავატარეთ შესანიშნავი მეორე ტაიმი, შევქმენით რიგი სახიფათო მომენტებისა და გავიტანეთ მატჩის მნიშვენლოვან მონაკვეთებში. "ჩელსიმ" ძალიან კარგად დაიწყო, ის დომინირებდა და ქმნიდა მომენტებს, თუმცა საბოლოოდ სამი ქულა ჩვენ მოვიპოვეთ, შევინახეთ კარი მშრალად და რამდენიმე პოზიტიური ფაქტიც მოხდა, მაგალითად ჰარის, აარონის და დენიელის დებიუტი. ისინი ძალიან მალე ადაპტირდნენ ახალ გუნდთან და დარწმუნებული ვარ, მათ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლიათ. სეზონის იდეალური დასაწყისი, ფანტასტიკური ატმოსფერო "ოლდ ტრაფორდზე", იმედი მაქვს წინ კიდევ ბევრი ასეთი მატჩი გველოდება.

დასასრულს, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, რაც საფეხბურთო მოედნის მიღმა ხდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას "Common Goal" მოძრაობის მხარდაჭერისთვის. პერნილ ჰარდერის და მაგდა ერიქსონის შემოერთების შემდეგ, ჩვენ უკვე ასზე მეტი მონაწილე გვყავს, მათ შორის არიან ფეხბურთელები, კლუბები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და სხვა ორგანიზაციები, რომელთაც ჯერათ, რომ ფეხბურთს შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენს მოძრაობას ორი წელი შეუსრულდა, ამაყები ვართ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ და მოუთმენლად ველით იმას, რაც მომავალში უნდა მოხდეს.

ამით დავასრულებ და ყველას წარმატებულ კვირას გისურვებთ.
გეხვევით, ხუანი.
მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: MANUTD1878
13 აგვისტო 2019 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
კაი კაცი
1
№2
ავტორი: Lalana
13 აგვისტო 2019 18:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
განსაკუთრებულათ მიყვარს ეს ფეხბურთელი და ძალიან მიყვარს მისი პოზიტიური ჩანაწერების კითხვა.იმედია წარმატებული წელი გვექნება და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გიხილავთ.
0
№3
ავტორი: ikeoni
13 აგვისტო 2019 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ყველაზე მაგარი ადამიანი❤️
0
№4
ავტორი: stepno
14 აგვისტო 2019 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან თბილი და კარგი ადამიანია ჩვენი ხუანი love
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 აგვისტო 2019 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარი ადამიანია ხუანი
0
№6
ავტორი: 100%Red
14 აგვისტო 2019 13:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
იმედია ცოტა ხშირად ვიხილავ წელს მატას, ელხა 90 წუთს არ ველოდები ნამდვილად მარა ნახევარ საათს მაღალ დონეზე გაქაჩავს დარწმუნებული ვარ, ზამენაზე მაგარი ვარიანტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top