თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2019, 11:10
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1456,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" სპორტული დირექტორის ძებნას აგრძელებს
კლუბში სპორტული დირექტორის დანიშვნა კვლავ დღის წესრიგში დგას.
მას შემდეგ რაც ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა, "მანჩესტერ იუნაიტედი" განაახლებს სპორტული დირექტორის ძიებას. რამოდნენიმე ხნის უკან გავრცლებული ინფორმაციის თანამხად, ედ ვუდვორდი სპორტული დირექტორის პოზიციაზე ორ კანდიდატს, რიო ფერდინანდს და დარენ ფლეტჩერს განიხილავდა. მეტიც ამ ზაფხულის დასაწყისში ედსა და კანდიდატებს შორის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საუბარიც შედგა.

წლევდელი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარის დროს "იუნაიტედმა" ედ ვუდვორდის უშუალო ხელმძღვანელობით, დანიელე ჯეიმსი, აარონ ვან-ბისაკა და ჰარი მაგუაიერი დაიმატა. გარდა ამისა, კლუბი აქტიურად ცდილობდა პაულო დიბალას და კრისტიან ერიქსენის დამატებას, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა", ვერცერთ ნახსენებ ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მაიღწია და შესაბამისად მათი ყიდვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება რომელუ ლუკაკუს, იგი მილანის "ინტერს" £73 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ბელგიელის გარდა, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს: ანდერ ერერამ და ანტონიო ვალენსიამ. დინ ჰენდერსონი კი "შეფილდ იუნაიტედს" კვლავ იჯარის წესით შეუერთდა.

როგორც BBC - ის ერთ - ერთი კორესპონდენტი გვამცნობს, რომ "წითელი ეშმაკები" არ არის გამორიცხული კვალავ მიუბრუნდენ ფლეტჩერისა და ფერდინანდის კანდიდატურებს. ამ უკანასკნელმა კლუბის მოქმედებებით შეშფოთება არ დამალა. მისი განცხადებით, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "მანჩესტერმა" იდეოლოგია რადიკალურად შეიცვალა. რიომ ივნისის თვეში Telegraph -ს განუცხადა: "სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბი მუდმივად ცვლილებებს განიცდის, რაც კარგი არ არის და ფაქტია გუნდზეც ცუდად ისახება. გუნდს აღარ გააჩნია ის იდეოლოგია, ფილოსოფია და ნიშა, რისი წყალობითაც, უახლოეს წარსულში "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ - ერთი დომინანტ კლუბს წარმოადგენდა მთელს მსოფლიოში."

წყარო: mirror
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
9 აგვისტო 2019 11:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგ დროს კი გაახსენდათ
0
№2
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2019 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Exla daviwyet magaze laparaki???
0
№3
ავტორი: Lalana
9 აგვისტო 2019 12:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ამას ვიძახი უკვე რამდენი ხანია.საჭიროა ტექნიკური დირექტორი.პირველ რიგში იმისთვის რომ დაგეგმოს სამომავლოდ განვითარების გეგმა,არა მარტო მთავარი გუნდისთვის,არამედ აკადემიისაც.დღეს-დღებით მანჩესტერში არ რსებობს მომავლის გეგმა,მთლიანად მწვრთნელსა და ვუდვორდზეა ეს დამოკიდებული რაც არაა მთლად სახარბიელო,მაგრამ ტექნიკური დირექტორის დანიშვნა რომ სდომოდათ მაქამდეც დანიშნავდნენ,უბრალოდ ყველაფერში ზანტები ვართ.
0
№4
ავტორი: stepno
9 აგვისტო 2019 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ ესენიი ანძრევვენ მგონი
0
№5
ავტორი: 100%Red
9 აგვისტო 2019 13:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ადრეა, ჯერ დედა ეხვნება გუდს და აი რო მოეხნება უკვე მერე მოიყვანონ
0
№6
ავტორი: levionok
9 აგვისტო 2019 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სატრანსფერო ბაზარი დაიხურა და რაღაცა ხო უნდა წერონ მანცესტერი როგორც მაისურებს ისე გაზეთებსაც ყიდის;)
0
№7
ავტორი: mishiko1
9 აგვისტო 2019 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
ვუდვირდს დაახვევინონ პირველ რიგში, იმიტომ არ მოიყვანა აქამდე ტექნიკური დირექტორი რომელიც ტრანსფერებზე იქნებოდა პასუხის მგებელი რომ თვითონ უნდა კლუბში აკონტროლოს ყველაფერი. როგორც აკონტროლებს ყველამ დავინახეთ, ფერნანდეში ვერ იყიდა ამ ყეყეჩმა, და მაგუაერშიც ჩემი აზრით უაზროდ დიდი თანხა გადაიხადა.
0
№8
ავტორი: giorgi_mg
9 აგვისტო 2019 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რიო მოიყვანონ რა ამ პოზიციაზე და თუ მანდამაინც გამოცდილი უნდათ ვანდერაც შეიძლება

ეს ვუდვორდი რაღაც ცხოველს თუ მღრღნელ ცხოველს მაგონებს და რომელს ჯერ ვერ მოვიფიქრე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top