თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2019, 23:51
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1728,
კომენტარები: 8
Marca: "რეალი" პოგბაზე ფიქრს შეეშვა"
როგორც ჩანს ფრანგი კარიერას კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს.
Marca:
როგორც მოგეხსენებათ დღეს ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა უკვე ოფიციალურად დაიკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისური კლუბები ვეღარ შეძლებენ ახალი მოთამაშეების დამატებას და მათ დარეგისტრირებას, უახლოეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე. ამ მიზეზიდან გამომდინარე "რეალი" აღარ აპირებს დროის ფუჭად კარგვას "მანჩესტერ იუნაიტედთან" და პოლ პოგბას თაობაზე მოლაპარაკებებს, ინგლისურ მხარესთან აღარ გამართვას, იუწყება Marca.

ესპანური წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ფლორენტინიო პერესმა, ზინედინ ზიდანს თხოვნა ვერ შუსრულა, რაც პოლ პოგბას "გათეთრებას" გულისხმობდა. "ბალანკოსის" პრეზიდენტი მთალიანად "პარის სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარ ჟუნიორზე ფოკუსირდება, რომელსაც ასევე ძალუძს პარიზული კლუბის დატოვება.

რაც შეეხება პოლ პოგბას ალტერნატიულ ვარიანტს, "აიაქსის" ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეეკი წარმოადგენს. მადრიდულ პრესას თუ დავუჯერებთ, "რეალს" ჰოალნდიელ ნახევარმცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულიც აქვს.

წყარო: Marca
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
8 აგვისტო 2019 23:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
შეეშვება აბა არა 500 მილიონი რო მსცე ეხლა მანცესტერი ამის გამსვებია რაა ნახევარდაცვის ცენტრში მარტო ბებერი მატიჩი დიდად არაფრისმომცემი ფრედი და 2 ბავსვი დაგვრჩა და რავი თუ უნდათ გაყიდონ ესეც ჰა
0
№2
ავტორი: giorgi_mg
9 აგვისტო 2019 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შეეშვა რო?! დროებით, მაგრამ ეს თემა მომავალ წელს აქტუალურ იქნება და ალბათ 90% წავა.
ისე ერთი პერესისნაირი ნაბ@ვარი დირექტორი ჩვენც რო გვყავდეს რა იქნებოდა.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 აგვისტო 2019 00:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
აღარ გაუშვებენ მარა სადაც ლუკაკუ გაუშვეს და შემცვლელი არ მოიყვანეს გასაკვირი ნაღდად არ იქნება პოგბას გაშვება ამათი შემხედვარე. რას ფიქრობენ ნეტა ამათ თავში ჩამახედა, რას ვიფიქრებდი ევერტონთან წაგების მერე ოლეს საუბარი თუ მარტო დაპირებად დარჩებოდა, თუ ეს სამი კაცი იყო მარტო ეგ დაპირებაც და დიდი ბოდიში მარა ოლეს ამბიციები ნორვეგიაში დარჩენია, ბოლო 6 წელია ლაპარაკი უკეთ გამოსდით მწცრთნელიამ ფეხბურთელიანა აქ ყველას ვიდრე გუნდის გაძღოლა და თამაში, დიდი იმედებით არ ვხვდები ამ სეზონს ამ ნახევარდაცვის და უფარვორდობის ფონზე, ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე მარა ამ გუნდმა გამომიმუშავა ეს დამოკიდებულება.
0
№4
ავტორი: PaLoMo
9 აგვისტო 2019 00:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4083
ციტატა: SANDROGRIGA
აღარ გაუშვებენ მარა სადაც ლუკაკუ გაუშვეს და შემცვლელი არ მოიყვანეს გასაკვირი ნაღდად არ იქნება პოგბას გაშვება ამათი შემხედვარე. რას ფიქრობენ ნეტა ამათ თავში ჩამახედა, რას ვიფიქრებდი ევერტონთან წაგების მერე ოლეს საუბარი თუ მარტო დაპირებად დარჩებოდა, თუ ეს სამი კაცი იყო მარტო ეგ დაპირებაც და დიდი ბოდიში მარა ოლეს ამბიციები ნორვეგიაში დარჩენია, ბოლო 6 წელია ლაპარაკი უკეთ გამოსდით მწცრთნელიამ ფეხბურთელიანა აქ ყველას ვიდრე გუნდის გაძღოლა და თამაში, დიდი იმედებით არ ვხვდები ამ სეზონს ამ ნახევარდაცვის და უფარვორდობის ფონზე, ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე მარა ამ გუნდმა გამომიმუშავა ეს დამოკიდებულება.

ვფიქრობ იანვრამდე რა შედეგიც ექნება მაგის მიხედვით განახორციელებენ ტრანსფერს.თუ სანსინიქნება ოთხეულის,აუცილებლად მოიყვანენ ერიკსენს თუ მანამდე არ წავიდა სხვაგან და კიდე თავდამსმხმელსაც მოაყოლებენ,მაგრამ იქამდე დროა და აკადემიელებმა თუ გაამართლეს შეილება არც არავინ მოიყვანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2019 01:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Rais vinmes gashveba xoar gadaobt
0
№6
ავტორი: solskjaer
9 აგვისტო 2019 02:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ამ სეზონში ჩემთვის პირადად ყველაფერი დამთავრებულია. 4 ეულში თუ შევიდნენ დიდი წარმატება იქნება, თუმცა ძაან საეჭვოა არსენალი რო შენზე 3 ჯერ მეტ ტრანსფერს გააკეთებს და ევერტინი და ტოტენჰემი რო 3 ჯერ მეტ ფულს დახარჯავს მანდ რჩება ამბიციებზე ფიქრი

პროსტა რაც ყველაზე მეტად მიტყდება, რო ეჩალიჩათ და ფეხბურთელი არ გადმოსულიყო ან სხვა გუნდში წასულიყო კიდე ხო მარა არ უჩალიჩიაყ ვაფშე ანუ ბრუნო და სავიჩის ყიდვა უმარტივესად შეეძლოთ... ვისაც რეშფორდის მარჯვენა ფლანგზე მარსიალის ფორვარდობის და სანჩესის ათამაშების გჯერათ რავი ... :)))


ამ ყველაფრის გათვალისწინებით მკიდია პოგბა წავა თუ არა 6-7 ზე ამის გარეშეც გავალთ
0
№7
ავტორი: bero123
9 აგვისტო 2019 02:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ესენი პირველივე თამაში იტაკებენ თავში ხელს ტრანსფერები როარ გააკეტეს. მაგრად მგონია რო ჩელსი მაგრად გაგვხევს ისე როგორც წინა სეზონში ტოტემ გვიქნა და დეკემდერში რა მდგომარეობაშიც იყო მოუს დროს გუნდი ეხლა უარეს დგეში იქნება. იმედი ვცდები მაგრამ ეგეთი თავი უჩანს

ისე ამათი დაუნი დედა მოვ*** მე მაგუაირში თუ 80 იხდიდნენ ბარემ 100 კულიბალში გადაეხადათ ატასჯერ ჯობია მაგ ხეს

მერე კიდე პოგბას დავუწყებთ გინებას ამ სირების ხელში რომელი ტოპ ფრხბურთელი გაცერდება აკადემიელების იმედზე რო რჩება გუნდი და მაგალი დონის მოთამაშე არ მოყავს არავინ
0
№8
ავტორი: MANUTD1878
9 აგვისტო 2019 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
აბსოლიტურად სწორი მიმართულება აქვს აღებული ოლეს, აქცენტი გააკეთა აკადემიაზე და ისეთი ტრანსფერები ვისაც მართლა უნდოდა იუნაიტედში თამაში, დავიწყოთ თავდასხმიდან, ლუკაკუს გაშვება აბსოლიტურად სწორი იყო არანაირად არ შეესაბამება იუნაიტედის სტილს და მის მაგივრად სწორი ქნეს რო არავინ მოიყვანეს იმიტომ რომ აღარ მიეცემოდათ შანსი გრინვუდი-გომესი-ჩონგი, ოლე ცდილობს ჩამოაყალიბოს დაახლოებით იორკი-კოულის წყვილის დონის თავდასხმა სულით მანჩესტერელებით. მე პირადად მეიმედება აკადემიელებით მაგარი ბიჭები არიან. რაც შეეხება ნახევარდაცვას აქ ნამდვილად უფრო რთულად არის საქმე, მარა ძალით გადმოყვანილ და ფულით დაბმულ ფეხბურთელს ისევ მაკტომინეი-გარნერი მოხოდოს ჯობია მომავლისთვის, პლიუს პოგბას რო დომოდა წელს წასვლა ვერავინ დაიჭერდა და მგონია რო კაი სეზონი ექნება. ბრუნო ბრუნოვო რო გაიძახის ყველა არავინ იცის პრემიერლიგაში რას იზამს პორტუგალიის ჩემპიონატი და პრემიერლიგა სულ სხვადასხვა რამეა, ერთადერთი ერიქსენის ვარიანტი მომწონდა მარა კაცს თუ არ უნდა გადმოსვლა ძალით მოყვანას აზრი არ აქვს. რაც შეეხება დაცვას ყველაზე მეტად აქ მეიმედხება, მაგუაერის ტრანსფერს ბევრი სკეპტიკურად უყურებს მარა დარწმუნებული ვარ გაამართლებს,
ლინდელოფი-მაგუაერი მშვენიერი წყვილი, ბისაკა-მხეცი. შოუც დო მოუმატებს ხო მშვენიერი. ასე რომ ოლე აშენებს ნამდვილ იუნაიტედს და არა ფულის მონა გუნდს, ცოტა მოთმინებე და ნახავთ ნამდვილ იუნაიტედს.
GLORY MAN UNITED
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top