თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2019, 12:49
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1149,
კომენტარები: 9
"ევერტონი" როხოს დამატებას ეცდება
არგენტინელმა შესაძლოა, კლუბი დატოვოს.
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰარი მაგუაიერი რეკორდულ £80 მილიონად დაიმატა, ოლე გუნარ სოლსკიაერი მზად არის მარკოს როხო გაასხვისოს, იტყობინება Daily Mail-ი. გამომცემლობის ცნბოით, სამხრეთ ამერიკელის დამტებით მერსისაიდულ "ევერტონია" დაინტერესებული.

როგორც მოგეხსენებათ, "კამფეტებმა" ვერ შეძლეს "ჩელსიდან" კურტ ზუმას გამოსყიდვა, გარდა ამისა ლონდონურმა კლუბმა ფიკაიო ტომორის იჯარით გაშვებაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის "ევერტონის" მთავარ მწვრთნელს, მარკო სილვას როხოს დამტება, ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა. თუმცა მაშინ "წითელი ეშმაკების" იმ დროინდელმა მესაჭემ, ჟოზე მოურინიომ არგენტინელის გაშვება იუარა. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ინგლისური გიგანტი, მზად არის მარკოსზე წინადადებები მოისმინოს. სილვას კი კვლავ სურს როხოს საკუთარ გუნდში ხილვა და მზად არის მისი შეძენა ხელახლა სცადოს.

თუმცა არსებობს ერთი დაბრკოლება, მარკოს როხოს ტრამვებისადმი მიდრეკილება. წყაროს ცნობით, სოწორედ ამიტომ, მერსისაიდელებს 29 წლის უაკანა ხაზელის დამატება თავდაპირველად იჯარის წესით სურთ, შემდგომ კონტრაქტის სრული გამოსყიდვით. რამდენადაა თანახმა "მანჩესტერ იუნაიტედი" აშნიშნულ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა კლუბმა "ეშმაკებს" კრის სმოლინგის იჯარის თაობაზე მიმართეს, მაგრამ ოლე გუნარ სოლსკიაერისგან მტკიცე უარი მიიღეს.

წყარო: Daily Mail
ჭორები
9 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
8 აგვისტო 2019 13:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
გააჯმეინეთ
2
№2
ავტორი: Lalana
8 აგვისტო 2019 13:20
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ამის ყოფნას გუნდში აზრი არ აქვს,ევერტონს მიყიდონ,მაინც ჩვენი კონკურენტია და იქნებ ამის ტრანსფერით ცოტა მაინც ჩავძიროთ.აღარაფერი იწერება ჩვენზე.როგორც ჩანს ჩვენთვის დამთავრებულია ტრანსფერები.არაუშავს ბიჭებო ჩემპიონშიპისთვის გავიწევთ,აბა სხვა რა უნდა ვთქვა,თუ ვინმე იმედს მოგვცემს და გაგვამნხევებს კარგი იქნება.
0
№3
ავტორი: ikeoni
8 აგვისტო 2019 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
სავარაუდოდ წავა
0
№4
ავტორი: kashmara
8 აგვისტო 2019 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
იტოკში ცენზურაზე კიდიათ ამათ არავინ არ დომებიათ ვინც უნდოადათ მართლა კი მოიყვანეს... ვან ბისაცა და ვითომ რიო-ვიდად შერაცხული მაგვაიერი ვნახავ ერთი რას იზამს გმერთმა გნას გაუსწრია მარა დიდად იმედი არ მაქ... ეხლა ვიგაცა სიპერ ვარსკვლავზე გაკეთებენ შეთავაზებას და ჩემი სლე.. გაიმაზაო ყოველ დედლაინზე ეგრეა... იმედია მოვა ვინმე თორე ესე 6სზე მეტს არ გაკარებენ ამათ... ჩამეჯვა იმდებში როგორც ყველას
0
№5
ავტორი: 100%Red
8 აგვისტო 2019 14:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
რამდენ ხანში იხურება ფანჯარა?
0
№6
ავტორი: MANUTD1878
8 აგვისტო 2019 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ციტატა: 100%Red
რამდენ ხანში იხურება ფანჯარა?

ჩვენი დროით ღამის 3 საათზე
0
№7
ავტორი: tedore
8 აგვისტო 2019 15:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ინგლისის დროით საღამოს 5 საათზე ჩვენი დროით 8 საათზე
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
8 აგვისტო 2019 16:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3198
მზით გაცვითეთ.
კაროჩე დაგვადეს გულშემატკივრებს ან რამე სასწაულს ელოდებიან და მარტო ამათმა იციან.მოკლედ ოლე ბატონო შენ თუ ამ გუნდით გაქვს იმედი რამის,მალადეც შენ ყოფილხარ ყველაზე დიდი ოპტიმისტი დედამიწაზე
1
№9
ავტორი: kashmara
8 აგვისტო 2019 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
დავიგპუეთ არა დავით ესეც თუ წავიდა :D რა მაცინებს სატირლად გვაქ საქმე.... ისე ეს როხო დარმიანი ჯონსი უკვე ალბათ ბაილი სმოლინგი ასე თუ ისე ცუდი არა მაგრამ ჩვენი დონეა არა.. იანგი ლინგარდი ასაკში შესული მატა უხასიათო მარსიალი დაუგვნებელი რეშორდი დაგვნებული მარა გაგცევაზე პოგბა... 3 კაცია ალბათ ვისაც დაყრდონბოდა ბოლომდე ოლე ესენია დეხეა შოუ ლინდელოფი შარშანდელი შემადგენლობიდან.. ამათ მიაწერე პენსიაში გასული სანჩესი მატიჩი ... რომელ გუნდზეა საუბარი იმენა ესეტები ფერგის ზამენაზეც არ ეჯდა და ესენი ჯირთადს თამაშობენ... ერთიი იმის იმედი მაქ ბიჩები თუ გაზდებიან თორე დანარჩენს დედა აგარ ყავს აშკარად...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top