თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2019, 11:44
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1229,
კომენტარები: 3
"იუნაიტედი" მარიო მანჯუკიჩს მიუბრუნდა
ვუდვორდს დედლაინზე ფორვარდის დამატება სურს.
იტალიური Sky in Italy-ზე დაყრდნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ეძებს რომელუ ლუკაკუს შემცვლელს, რომელიც კაეირერას ანტონიო კონტეს "ინტერში" გააგრძელებს, ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება, "ნერაძურის" აღნიშნული ტრანსფერი £73 მილიონი დაუჯდა, თუმცა ბონუსების ჩათვილთ, თანხა £83 მილიონამდე გაიზრდება.

აპენინური ტაბლოიდის ინფორმაციით, ინგლისური გრანდის აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი, ტურინის "იუვენტუსთან" მოლაპარაკეკებს ანახლებს. საქმე მარიო მანჯუკიჩს ეხება, რომელიც მზად არის კარიერა ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს დაუკავშიროს. ფორვარდს ინგლისელებთან პირადი კონტრაქტის დედტალები შეთანხმებული აქვს. ხორვატის სატრანსფერო ფასი დაახლეობით £15 მილიონია.

33 წლის თავდამსხმელმა, გასულ სეზონში ტურინული კლუბის მაისურით სერა ა-ში 25 შევედრა ჩაატრა გაიტანა 9 გოლი და 6-ჯერ პარტნიორს გაატანინა, ცნობისთვის მანჯუკიჩი "იუვენტუსმა" 2015 წელს "ატლეტიკოდან" €19 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა, ამ დროის განმავლობაში ხორვატმა, 4 სკუდეტოს, 3 იტალიის თასის და ერთხელ იტალიის სუპერ თასის მოგება შეძლო.

წყარო: skysports
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
8 აგვისტო 2019 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხო იცოდნენ რო ლუკაკუ წვიდოდა, შესაბამისად ფორვარდის ყიდვა საჭირო იქნებოდა. დავიჯერო დედლაინს ელოდებოდნენ მაინც და მაინც?! ისიც ნაჩქარევად ეპოტინებიან მანჯუკიჩს და ლორენტეს, გულის დასამშვიდებლად მოყავთ ეტყობა 33 წლის მანჯუკიჩი, მომავალ სეზონში კიდე ფორვარდი იქნება საძებნი.

არსენალი ვერავის ვერ ყიდულობსო და მიაყარა ბოლოს, ტირნისაც იფორმებენ და ალბათ ლუიზსაც გადაიყვანენ, აქეთ ტოტენჰემიც ამბებშია. ლივერპულს თუ არავინ უყიდია მიზეზიც აქვთ ასე თუ ისე. ჩვენ 2 კაცი მინიმუმ გვჭირდებოდა და საბოლოოდ რა მიიღეს
0
№2
ავტორი: ikeoni
8 აგვისტო 2019 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მაინც არ ვარ კმაყოფილი ამ სანტრანსფერო ფანჯრით აი არსენალმა პეპე რა პონტში აგვახია მაგას ვერ ვხდები:((
0
№3
ავტორი: shotkin
8 აგვისტო 2019 13:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოიყვანონ ერიქსენი ან ბრუნო და კმაყოფილი ვიქნები წელს, მიუხედავად იმისა რო ლუკაკუ წავიდა მაინც პრიორიტეტულად ნახევარდაცვის გაზლიერება მიმაჩნია და არა თავდასხმის, იქ მარსიალი,რაშფორდი და სანჩესი არიან + გრინვუდი ნახევარდაცვაში კიდე ბურთს დაჭერა უნდა და ძაან ცოტა კარგი და გამოცდილი მოთამაშე გყვას, მატიჩი დაბერდა ფორმაში ვერ იქნება ეს სეზონი დიდწილად, აი ფრედს წინა სეზონის მერე ესე თამამად როგორ ენდობიან ვერ ვხვდები და მაქტომინე ,პერეირა არაა ამ გუნდის კალიბრის ჯერ რო ესე 100% ით ენდო. თუ ნახევარდაცვა არ გააძლიერეს მოხდება იგივე, დიდი გუნდებიდან ლივერპული ისევ გვაჯობებს ცენტრში,ასევე სიტიც,ტოტენჰემი ხო შეგვჭამს, იქ ჩელსისაც უფრო კარგი ცენტრი ყავს დაჟე და რავი საშუალო დონის გუნდებსაც ბევრს არ გაუჭირდება ვულვზის და ლესტერის ნაირ გუნდებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top