თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2019, 11:04
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1281,
კომენტარები: 4
ლუკაკუ მილანში ჩაფრინდა
ბელგიელი მალე "ინტერთან" გააფორმებს ხელშეკრულებას.
ლუკაკუ მილანში ჩაფრინდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ მილანში ჩაფრინდა, სადაც მალე "ინტერთან" გააფორმებს კონტრაქტს. ბელგიელს აეროპორტში 200-მდე გულშემატკივარი დახვდა.

ლუკაკუ, რომელიც "წითელ ეშმაკებს" 2017 "ევერტონიდან" 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუეთდა და რომელსაც 2022 წლამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი, პრემიერ ლიგის გრანდისთვის ფულის შოვნის იმედია და როგორც ჩანს, მილანელებმა "იუნაიტედის" მოთხოვნები დააკმაყოფილეს. როგორც ცნობილია, "ინტერს" 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 73 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

"ინტერის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენას ჯერ კიდევ "ჩელსიში" მუშაობის დროს აპირებდა და ახლაც მყარად აქვს გადაწყვეტილი მიზნის მიღწევა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლუკაკუ "ანდერლეხტთან" ერთად ვარჯიშობდა, რის გამოც კლუბისგან დაჯარიმდა კიდეც.

AS-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუ გუნდს დატოვებს, ოლე გუნარ სოლსკიაერს მის შემცვლელად ფერნანდო ლორენტე სურს, რომელმაც "ტოტენჰემი" ახლახანს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 აგვისტო 2019 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ნაცენზურა რაა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 აგვისტო 2019 11:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ სამი ტრანსფერის გარდა რაც გაკეტდა, კიდე მინიმუმ 2 ფეხბურთელის მოყვანა იყო საჭირო - ნახევარმცველის და მარჯვენა ვინგერის, ამათ უკვე ფორვარდიც დაემატა.

თავის მოტყუებაა ის რო ლუკაკუს წასვლით გამტანი არ დაკლებია გუნდს. ვერ ითამაშა ისე რა მოლოდინებიც იყო მარა მაინც ყველაზე მეტი გაქონდა, რასაც მარსიალი და რაშფორდი ჩემი აზრით ვერ გაიტანენ (ღმერთმა ქნას გაიტანონ). 17 წლის გრინვუდს კიდე ბომბარდირობას ვერ მოთხოვ.

მანჯუკიჩზე და ლორენტეზე იწერება მარა თავად განვსაჯოდ ეს რამდენად გაძლიერებაა. 3 ფეხბურთელის ყიდვით და 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვით მაინც და მაინც მომგებიანი არაფერი მომხდარა. აკადემიის ხალხზე კიდე ნუ ავაგებთ ოქროს კოშკებს, მაგათ ყველაზე დიდი 15-20 წუთი დაუთმოს ხოლმე ოლემ. გომესი, გრინვუდზე მაქ საუბარი, ჩონგს კიდე ამდენსაც არ ათამაშებს.
0
№3
ავტორი: 100%Red
8 აგვისტო 2019 11:43
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ ოლე რაშარში გაქ თავი გაყოფილი თუ იცი ნეტა
რო გამოვეთიშოთ შემდეგ ზაფხულამდე ტურნირს გაგვტისკავენ?)))
ასე უიმედოდ სეზონს არ შევხვედრივარ okay
რა ლორენტე ბიჯო რა მანჯუკიჩი 3d_3
ვუდვარდი გამაგლეჯია ერთი რა, რო დათანხმებოდა ერიკსენი ხოიყო მყიდველი? ხო და წაემატებინა ერთი 10 მლნ და დაეთრია ბრუნო რამეს იზამდა ეგ ბიჭი
ნაგავი ხალხიც რო ვერ მოვიშორეთ 3d_3
0
№4
ავტორი: deqstera
8 აგვისტო 2019 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მაკტომინეი-ჩონგი-გომესი და აკადემიის დანარჩენი ახალგაზრდები შეიძლება ათამაშო აწყობილ გუნდში, მათ გუნდის გაძღოლას ვერმოსთხოვ!
ფერეირას იმედი მქონდა მაგრამ ვერგაქაჩა, ფრედიმ საერთოდ ვერგაამართლა და თითქმის თამაში არგავა სერიოზული შეცდომები არდაუშვან, ასევე წავიდა მატას დრო ზამენიდანაც კი ზარალია.. ლინგარდს მარტო დუხი აქვს და რადგან აკადემიის აღზრდილია შეიძლება დატოვო მაგრამ ძირითადი ჯესისთვისაც ბევრია! სანჩესი ძალიან მაგარია, მაგრამ ფაქტია რო იუნაიტედში ვერმოახერხა ათამაშება, აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს!

ნახევარდაცვაში და თავდასხმაში გვყავს 4 ფეხბურთელი ვინც ასე თუ ისე აკმაყოფილებს იუნაიტედის დონეს (მატიჩი-პოგბა-მარსიალი-რეშფორდი):
1. მატიჩი უკან კარგად წმენდავს თუმცა ბოლო პერიოდში მოუკლო და შეტევაში ისედაც ნულია (1-2 ჯერ თუ გაისვრის).
2. მარსიალი ხასიათის ფეხბურთელია და დამაგვირგვინებელ ფაზაში შედარებით უჭირს, მაგრამ საერთო ჯამში დონეს აკმაყოფილებს.
3. რეშფორდს ერთადერთი დამაგვირგვინებელ ფაზაში სჭირდება მომატება, დანარჩენი ის ფეხბურთელია ვინც აუცილებლად უნდა შეინარჩუნო.
4. პოგბა - კომენტარი ზედმეტია, შეიძლება ვიღაცას რაღაც არმოსწონს მაგრამ ერთადერთია გუნდში ვისაც თავის პოზიციაზე საუკეთესოობაზე პრეტენზია აქვს! და არცთუ უსაფუძვლო! მე პირადად არცერთ ცენტრალურ ნახევარმცველში არგავცვლიდი!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top