თბილისი:
მანჩესტერი:
5-08-2019, 16:50
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2718,
კომენტარები: 2
Manutd.ge-ის ფენტეზის ლიგა
შემოგვიერთდით ჩვენი ფან-კლუბის საფეხბურთო ფენტეზში!
Manutd.ge-ის ფენტეზის ლიგა
სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, ჩვენი ფან-კლუბის ფენტეზის ლიგა შეგვექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაწევრიანება, მთელი სეზონის მანძილზე საკუთარი გუნდით ქულების მოპოვება და ცხრილში სათავეში მოხვედრა.

Fastasy Premier League პრემიერ ლიგის პროექტია, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გახდეს გუნდის ვირტუალური მენეჯერი. ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი გუნდი, დაარქვათ სახელი, დააკომპლექტოთ გუნდი პრემიერ ლიგის 15 ფეხბურთელისგან, რომელთაგანაც 11 ძირითადის მოთამაშე იქნება, 4 კი სათადარიგოსი. ამ ვირტუალური თამაშის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ფეხბურთელის ღირებულება განსხვავებულია, თქვენ კი გიწევთ შეზღუდულ თანხაში რაც შეიძლება საუკეთესო და დაბალანსებული გუნდი შექმნათ.

პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ, თქვენს ფეხბურთელებსა და თქვენს კლუბს დაეწერებათ ქულები. ქულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ თქვენ მიერ არჩეული ფეხბურთელები რეალურ მატჩებში. (მაგალითად, თქვენ გუნდში აირჩიეთ უეინ რუნი და მან 8 აგვისტოს, "ტოტენჰემთან" მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი გააკეთა ან უბრალოდ კარგად ითამაშა, მას მაღალი შეფასება დაეწერება. ხოლო თუ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა და მთელი მატჩი ვერ ითამაშა, მისი შეფასება 0 იქნება). ყოველი ტურის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ტრანსფერები და შეცვალოთ გუნდის შემადგენლობა. მოგიწევთ გაითვალისწინოთ ტრავმები, მოთამაშის ფორმა, გასული მატჩები, განსაზღვროთ მათი თამაშის შანსები და ამის მიხედვით დააკომპლექტოთ გუნდი.

პროექტში სამი მარტივი წესია:
1. რეგისტრაციისას გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი
2. ორი ან მეტი სხვადასხვა ექაუნთის გაკეთების შემთხვევაში მონაწილე დაიბლოკება
3. თამაშში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ "იუნაიტედის" გულშემატკივრები.

ჩვენი კოდია: uobw65

რეგისტრაციისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://fantasy.premierleague.com/leagues/join/private
ფენტეზის ლიგა
2 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 თებერვალი 2020, 18:00
იუნაიტედი
უოტფორდი
პრემიერ ლიგა
28 თებერვალი 2020, 23:59
იუნაიტედი
ბრიუგე
ევროპა ლიგა
1 მარტი 2020, 18:00
ევერტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
უოტფორდი23 თებერვალი
ბრიუგე28 თებერვალი
ევერტონი1 მარტი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

20 თებერვალი 2020, 21:55
ბრიუგე1
იუნაიტედი1
ევროპა ლიგა
17 თებერვალი 2020, 23:59
ჩელსი0
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
1 თებერვალი 2020, 21:30
იუნაიტედი0
ვულვზი0
პრემიერ ლიგა
ბრიუგე20 თებერვალი
ჩელსი17 თებერვალი
ვულვზი1 თებერვალი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top