თბილისი:
მანჩესტერი:
4-08-2019, 14:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1885,
კომენტარები: 9
სოლსკიაერმა "იუნაიტედის" ახალი კაპიტანი დაასახელა
გუნდს ინგლისელი ფეხბურთელი უკაპიტნებს.
სოლსკიაერმა
ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელის ვინაობა, ვინც მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანი გახდება. გუნდში ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც "წითელი ეშმაკები" ეკვადორელმა მარჯვენა მცველმა და კაპიტანმა ანტონიო ვალენსიამ დატოვა.

გუშინ, "მილანთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელმა მენეჯერმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ გუნდს ასევე მარჯვენა მცველი ეშლი იანგი უკაპიტნებს.

"იანგი გუნდის ახალი კაპიტანი იქნება". - განაცხადა სოლსკიაერმა გუშიინ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ ანტონიო ვალენსიას კაპიტნობის დროს, ეშლი იანგი გუნდში ვიცე-კაპიტნის როლს ითავსებდა.

პრესაშიი ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" ახალი კაპიტანი გუნდის ესპანელი კიპერი დავიდ დე ხეა ან ნახევარმცველი პოლ პოგბა იქნებოდა თუმცა როგორც ჩანს ნორვეგიელმა არჩევანი ეშლი იანგზე შეაჩერა.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
4 აგვისტო 2019 14:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
იანგი თუ ძირითადიდან ვან ბისაკას ამოაგდებს და საღოლ, მგონია რომ ბევრ მატჩს გამოტოვებს და კაპიტნის სამკლაურს დე ხეა მოირგებს რიგ მატჩებში. აი დარწმუნებული ვარ იანგის მერე ახალი კაპიტანი დე ხეა იქნება.
2
№2
ავტორი: ikeoni
4 აგვისტო 2019 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დეხეა რატო არაა მე ეგ მიკვირს:((
0
№3
ავტორი: Lalana
4 აგვისტო 2019 14:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძაან დიდი იმედი მაქვს რომ ამას არ დავინახავ ძირითად თერთმეტეულში.არც ამას და არც მატიჩს.იმის და მიუხედავად რომ გუშინ საგოლე გადაცემა გააკეთა უკვე მერამდენე მატჩია მარაზმია.პერეირაც ხან ნორმალურად თამაშობს,ხანაც საკმაოდ დაბალი დონეა.არასტაბილური ბიჭია და ვერც მაგის იმედად იქნები.ლუკ შოუმ გუშინ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა,მაგრამ რიგ ეპიზოდებში კარგად იმოქმედა.როგორც ყოველთვის მარჯვენა ფლანგი ჩამკვდარი იყო და სამწუხაროა რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამ ფლანგს არაფერი ეშველა,ცენტრი და შეტევა რომ გამოიცვალა გუნდი სხვაგვარად ათამაშდა,მეტი მოძრაობა ცენტრში და მეტი კრეატივი იყო თავდასხმაში.სამწუხაროა რომ გასაყრელი ხალხი ისევ აქაა და გუნდი არ სხვაფერდება,მატას არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება,უბრალოდ იმდენად ბანძი ხალხი ედგა გვერდით ვერაფერი მოახერხა მარტომ ნახევარდაცვაში.რას წარმოვიდგნდი წლების წინ რომ იანგი გახდებოდა მანჩესტერის კაპიტანი.აუცილებლადგ ვჭირდება ისეთი კაცი პოგბას გარდა რომელიც ცენტრს დაალაგებს,ასევე მატიჩის ადგილას ვინმე კარგი ჩამშლელი თორემ მაგის იმედად ვერ იქნება კაცი.
2
№4
ავტორი: tedore
4 აგვისტო 2019 14:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ოლემ ისიც დაამატა, რომ ის იქნება კაპიტანი, როცა ის იქნება მოედანზე ანუ არც ისე ხშირად)))
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 აგვისტო 2019 14:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ეს იანგის ძირითად შემადგენლობაში ყოფნას არ ნიშნავს
0
№6
ავტორი: wiking
4 აგვისტო 2019 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ოლეგ ნერეშს ითხოვსო და იმედია მოიყვანენ მარჯვენა მხარეს ათამაშებს, გამოგვადგება ნერეში თუ მოვა
0
№7
ავტორი: Malboro463
4 აგვისტო 2019 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ჯერ იანგი რო გეყოლება კაპიტანი ეგა შეცდომა და მერე მეორეც თუ სკამზე უპირებს დასმას ნ1 კაპიტანი რო კამხე გეყოლებ ესეც შეცდომა
0
№8
ავტორი: mishiko1
4 აგვისტო 2019 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
დეხეა და პოგბა ალბად იმიტომ არ დაასახელა რომ მაგათ გუნდიდან გაქცევა უნდოდათ. მაგრამ იანგის დანიშვნა შეცდომაა, თუ სტაჟიანი და თანაც ინგლისელი უნდოდა სმოლინგი შეიძლებოდა და მას რომ მანჩესტერი უყვარს ეგ ასიანია, ამდენი წელია გუნდშია ხან ძირითადში ხანაც ზამენაში მაგრამ არსად გაქცევა არ უცდია.
0
№9
ავტორი: Hei
5 აგვისტო 2019 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: Malboro463
ჯერ იანგი რო გეყოლება კაპიტანი ეგა შეცდომა და მერე მეორეც თუ სკამზე უპირებს დასმას ნ1 კაპიტანი რო კამხე გეყოლებ ესეც შეცდომა

რატო არის შეცდომა ამიხსენი ძალიან გთხოვ, რაფაელი რო თამაშობდა მარჯვენა მცველად და გარი ნევილი შემოდიოდა მოედანზე და ირგებდა კაპიტნის სამკაულს, მაშინაც შეცდომა იყო ? აქ ის კი არაა კარგი იგროკია თუ ცუდი, კაპიტანი ის კი არ უნდა იყოს ვინც ყველაზე კარგად თამაშობს ან ყველაზე მეტ გოლს იტანს, ის უნდა იყოს ვინც მთელ თავის თავს დებს თამაშისას, ვინც დიდი ხანია კლუბშია და იცის მისი ტრადიციები, ასე რომ იანგი ნამდვილად ეჭვიც არ მეპარება რომ ეგეთი ტიპია. უბრალოდ მანდ მეორე საკითხია ის არის თუ არა სასტარტოს დონის და ჩემი აზრით იანგი არის მე-2 მარჯვენა/მარცხენა მცველი. პირველი კაპიტანი დიდი ალბათობით დე ხეა იქნება და მიუხედავათ უამრავი ესპანეთისკენ და სხვა გუნდებისკენ ყურებისა ძალიან მახარებს ეგ ფაქტი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top