თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2019, 19:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2184,
კომენტარები: 6
ოლე: "ჩემი შვილის შესაჩერებლადაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"
დღეს ნორვეგიელ მწვრთნელს თავისი შვილი დაუპირისპირდება.
ოლე:
ისედაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ფეხბურთელთა შესაძლებლობების გამოვლენის მხრივ, დამატებით მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან დღეს ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის პირადი მიზეზებიც არსებობს.

ოლეს ვაჟი ნოა - ნახევარმცველი, რომლის მისაბაძი მაგალითიც მაიკლ კერიკია - დღეს "კრისტიანსუნის" შემადგენლობაშია და შესაძლოა, პირველი გუნდის რიგებში სადებიუტო მატჩიც ჩაატაროს.

"რა თქმა უნდა, მისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა რამდენიმე კვირა, ახლახან დააწინაურეს. ოპერაციების გაკეთების შემდეგ რამდენიმე რთული წელი გამოიარა და ახლა თავის დამკვიდრებას ცდილობს",
- განაცხადა სოლსკიაერმა.

"კრისტიანსუნი" მხოლოდ 15 წლის კლუბი, რომელიც 2003 წლის სექტემბერში დაარსდა, როცა ორი მეტოქე "კრისტიანსუნ ფკ" და "კლაზენენგენ ფკ" გაერთიანდნენ. ნორვეგიის ჩემპიონატში საკმაოდ ამაღლდნენ და 2012 წლის შემდეგ ორი დივიზიონით მაღლაც ავიდნენ.

"ბოლო 15 წლის განმავლობაში ისინი ყოველწლიურად აუმჯობესებედნენ შედეგებს და უფრო და უფრო მაღლა მიიწევდნენ. ვფიქრობ, ყველასთვის განსაკუთრებული დღეა. თითოეული მათგანი ისე გამოვა ამ მატჩში, თითქოს შობის წინა ღამე იყოს".

როცა ოლეს ჰკითხეს, რა რეაქცია ექნებოდა, თუ მისი ვაჟი გოლს გაიტანა, ნორვეგიელი ტიპიურად თანმიმდევრული იყო:

"ყოჩაღ, თუ ამას შეძლებს, მაგრამ მის შესაჩერებლადაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
30 ივლისი 2019 20:16
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
დიმარციოს და ფაბრიციო რომანოს ბოლო ტვიტების თანახმად დიბალას აგენტი ლონდონშია იუნაიტედთან მოსალაპარაკებლად. დიბალაზეც ბევრია დამოკიდებული
0
№2
ავტორი: bero123
30 ივლისი 2019 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
skyim dawera exla lesterma fasi gazarda 90milionamdeo. ai dzaan sirebi iqnebian tu gadaixades ubralod prinxipis ambavia. etyoba mag xesac ar unda tore motxovda klubs gashvebas da daayenebinebda traks.
0
№3
ავტორი: bziki
30 ივლისი 2019 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ მჯერა დიბალასი, უჯიგრო ტიპია, ჯერ სად უპირებენ თამაშს მარჯვნივ? ლინგარდი მირჩევნია დაჟე
0
№4
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2019 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ნეტა თუ ათამაშებენ მართლა:))
0
№5
ავტორი: giorgi_mg
30 ივლისი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ოლეს დამსახურება არ არის რო ამ ჭ კლასის გუნდს ვეთამაშებით ნორვეგიაში, ჩაუდეს.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2019 00:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რამდენიმე წუთი ითამაშა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top