თამაში სერ ალექსმა აღიარა, რომ დარჩა აღრფთოვანებული მისი გუნდის თამაშით.მისმა შეგირდებმა უპრობლემოდ, აუღელვებლად დაამარცხეს სტუმრად "ქუინზ პარკ რეინჯერსი".
"დღევანდელმა მატჩმა ნათლად აჩვენა ჩვენი მონდომება.ჩვენ ვიყავით კონცენტრირებულნი.გუნდმა დავალებული სამუშაო უპრობლემოდ შეასრულა.გადავწყვიტე, მოედანზე გამოცდილი ფეხბურთელები გამომეშვა-ვიდიჩი, რიო, კერიკი, ვან პერსი, გიგზი.ეს გამარჯვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი.ვფიქრობ, მეორე ტაიმში უკეთ ვთამაშობდით.პირველი ნახევრისგან განსხვავებით, შევქმენით რამდენიმე კარგი მომენტი.ერთი გატანილი გოლი არაფერს არ ნიშნავს, რაიანის გოლმა კი ინტრიგა მოკლა." - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს manutd.com
რაფაელი 23- წუთზე რაფაელმა თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.ეს გოლი დიდი ალბათობით სეზონის საუკეთესოდ დასახელდება.
"შესვენების დროს, გასახდელში გავეხუმრე, რომ ალბათ თვალებდახუჭულმა დაარტყა.ეს გოლი იყო გენიალური.ამ სეზონში რაფამ შვენთვის უკვე სამი გოლი გაიტანა.დღევანდელი დღე მისთვის გასნაკუთრებული იყო."
სატურნირო მდგომარეობა პრემიერ ლიგაში სულ თერთმეტი ტური დარჩა სათამაშო, "წითელ ეშმაკებს" კი 15 ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ უახლოეს მდევარ, თანაქალაქელ "სიტისთან".ამის მიუხედავად, სერ ალექსი თვლის, რომ ჯერ ჩემპიონობის ზეიმი ნაადრევია.
"შესანიშნავ პოზიციაზე ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენ მაინც შემდგომ მატჩზე ვფიქრობთ.ეს საუკეთესო საშუალებაა დაწყებული საქმე ბოლოდმე მიიყვანო.ასე თუ გავაგრძელებთ, ჩემპიონები ნამდვილად გავხდებით."
რობინ ვან პერსი
"ის კამერას შეეჯახა, რომელიც მოედნის გარეთ იმყოფებოდა.ვფიქრობ, რომ ის რამდენიმე დღე ტკივილს იგრძნობს, მაგრამ ამის მიუხედავად მზად იქნება "რეალთან" მატჩისთვის."