თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2019, 19:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 897,
კომენტარები: 6
როხო წასვლაზე ფიქრობს
არგენტინელს სათამაშო პრაქტიკის მიღების იმედი არა აქვს.
როხო წასვლაზე ფიქრობს
მარკოს როხო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლაზე ფიქრობს, რადგან მიაჩნია, რომ კლუბი მას გარანტირებულ სათამაშო პრაქტიკას ვერ შესთავაზებს.

როხომ ოლე გუნარ სოლსკიაერის მოხიბლვა წინასასეზონო ტურნეზე ავსტრალიასა და შორეულ აღმოსავლეთში გამართული ვარჯიშებით მოახერხა და "ტოტენჰემთან" ჩატარებული პირველი ტაიმის ფონზე მწვრთნელმა განაცხადა, რომ როხომ თავისი შანსი გამოიყენა.

მაგრამ სოლსკიაერის გუნდში ექვსი ცენტრალური მცველი ჰყავს და ჯერ კიდევ ცდილობს "ლესტერიდან" ჰარი მაგუაიერის გადაბირებას.

როხო კი, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით სამი წელი აკავშირებს კლუბთან, თავის მომავალს განიხილავს და თუ მიიჩნევს, რომ სხვა კლუბში გადასვლის შედეგად უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს, ასეც მოიქცევა. მისით კი ფრანგული, ესპანური და იტალიური კლუბები ინტერესდებიან.

არგენტინელმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული პირველი სამი სეზონის განმავლობაში 95 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ტრავმების სიმრავლისა და მის პოზიციაზე მზარდი კონკურენციის ფონზე მან 2017-18 წლების სეზონის სტარტიდან მხოლოდ 14 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"იუნაიტედს" ფეხბურთელების შეძენა 8 აგვისტომდე შეუძლია, მაგრამ გაყიდვის უფლება 2 სექტემბრამდე აქვს, სანამ სატრანსფერო ფანჯარა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც არ დაიუხრება.

წყარო: espn
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
30 ივლისი 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
წადი შვილო წადი, მეცოდება ეს კაცი რაღაცნაირად, ოღონდ მოედანზე როცა არ არის :დდდ როცა თამაშობს გინების მეტი არაფერი მახსენდება რო ვხედავ, მარა რა დააშავა თვითონ, არ არის მანჩეს დონის და ტყუილად არის აქ, თან მანჩესტერი და ცენტრალური მცველების ტრავმები უკვე ძაან ჩვეულებრივი მოვლენაა :დდ
2
№2
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2019 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7958
სავარაუდოდ ესეც წავა

სავარაუდოდ ესეც წავა
0
№3
ავტორი: giorgi_mg
30 ივლისი 2019 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1455
ესეც მორიგი მუქთამჭამელი
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2019 07:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8052
წავა ალბათ
0
№5
ავტორი: stepno
31 ივლისი 2019 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4319
Auu ar dagvgupoo darchiii :((((((

Auu ar dagvgupoo darchiii :((((((
0
№6
ავტორი: mishiko1
31 ივლისი 2019 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 228
როხო გასაშვებია მაგას მაინც არ მოუწევს თამაში, თან გუნდი ცენტრალურ მცველს ეძებს უეჭველი როხოზე უკეთესს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

26 იანვარი 2020, 19:00
ტრეანმერი
იუნაიტედი
ინგლისის თასი
29 იანვარი 2020, 23:45
სიტი
იუნაიტედი
ინგლისის ლიგის თასი
1 თებერვალი 2020, 19:00
იუნაიტედი
ვულვზი
პრემიერ ლიგა
ტრეანმერი26 იანვარი
სიტი29 იანვარი
ვულვზი1 თებერვალი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

23 იანვარი 2020, 00:15
იუნაიტედი0
ბარნლი2
პრემიერ ლიგა
19 იანვარი 2020, 20:30
ლივერპული2
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
15 იანვარი 2020, 23:45
იუნაიტედი1
ვულვზი0
ინგლისის თასი
ბარნლი23 იანვარი
ლივერპული19 იანვარი
ვულვზი15 იანვარი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top