თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2019, 19:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1299,
კომენტარები: 3
ევრამ კარიერა ოფიციალურად დაასრულა
პატრის ევრას მალე მოედნის კიდესთან ვიხილავთ.
ევრამ კარიერა ოფიციალურად დაასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი პატრის ევრა კარიერის დასრულების შესახებ აცხადებს.

38 წლის ევრა 20-წლიანი კარიერით შემოიფარგლა, რომლის განმავლობაშიც მან ითამაშა "ნიცაში", "მონაკოში", "იუნაიტედში", "იუვენტუსში", "მარსელში", "ვესტ ჰემსა" და საფრანგეთის ნაკრებში.

"გულახდილად რომ ვთქვა, გადაწყვეტილება ადვილად მივიღე. თავს ღვთისგან დალოცვილად და ღმერთის მადლიერად მივიჩნევ ყოველდღე იმის გამო, რასაც მივაღწიე.

ამას რომ ვამბობ, ემოციურად გამომივა, მაგრამ კარიერის დასასრულებლად შესაფერი დრო იყო.

ჩემს ინსტინქტებს მივყევი და უბრალოდ გაჩერება მინდა.

38 წლის ვარ. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდულად გამოვიყურები, მაგრამ ახალი თაობის დრო დადგა. ბედნიერი ვარ".


ფრანგის თქმით, სამწვრთნელო კარიერის დაწყებასა და UEFA A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად ვარჯიშობს, მაგრამ მანამდე ერთი წლით დაისვენებს ფეხბურთისგან.

"ჩემი სათამაშო კარიერა ოფიციალურად დასრულებულია. 2013 წელს UEFA-ს B კატეგორიის ლიცენზიაზე სწავლა დავიწყე, რაც უკვე დავასრულე და ახლა A კატეგორიის ლიცენზიის მიღება მსურს.

სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ მისი ორი ფეხბურთელისგან დიდებული მწვრთნელი დადგებოდა და მე და რაიან გიგზი გვიგულისხმა. ეს დიდი კომპლიმენტი იყო მისი მხრიდან.

არ მინდა, პირდაპირ გავყო ამაში თავი, ამიტომ მანამდე ტელევიზიასა და ჩემს ბრენდთან ერთად ვიმუშავებ.

მიყვარს ხალხის გაცინება და გაბედნიერება, მაგრამ როცა ვმუშაობ, მთლიანად სამუშაოზე უნდა ვკონცერტრირდე.

კიდევ ერთი წელი მჭირდება ცხოვრებისგან სიამოვნების მისაღებად სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე ამდენი მსხვერპლის გაღების შემდეგ.

ვიცი, რომ ამას შევძლებ. საკუთარ თავს ახლა მთლიანად ვერც კი გამოვხატავ".


წყარო: skysports
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2019 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Magra miyvars Es masxara Kaci :))❤️
0
№2
ავტორი: Methadon
30 ივლისი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
ვან გაალის და მოუს რა ვუთხარი, ასეთი ფეხბურთელები ჩვენთან უნდა ასრულებდნენ კარიერას...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2019 07:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წარმატებები პატრის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top