თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2019, 19:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1280,
კომენტარები: 3
ლუკაკუ გუნდს ნორვეგიაში არ გაჰყოლია
ბელგიელი დღევანდელ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ლუკაკუ გუნდს ნორვეგიაში არ გაჰყოლია
რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ნორვეგიაში არ გაჰყოლია, სადაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი დღეს "კრისტიანსუნთან" თბილისის დროით 21 საათზე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ლუკაკუ "იუნაიტედის" წინასასეზონო ტურნეზე ავსტრალიაში, სინგაპურსა და ჩინეთში იმყოფებოდა, თუმცა ოთხიდან არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

როგორც მედია იტყობინება, ბელგიელი მილანის "ინტერის" შეუმდგარი სატრანსფერო სამიზნე იყო და "იუნაიტედი" სერია A-ს კლუბს შეთანხმების მისაღწევად უკანასკნელ დღეებს უთვლის.

კვირას სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელიც 26 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტ ფედერიკო პასტორელოს ასახავდა წარწერით, "გაგრძელება მალე იქნება".

სწორედ იმავე დღეს გამოაქვეყნა "იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ოსლოში მიმავალი გუნდის შემადგენლობა, სადაც ლუკაკუს გვარი არ იკითხებოდა.

ტრავმის მიღების შემდეგ ლუკაკუმ ერთადერთი ვარჯიში ჩაატარა დამოუკიდებლად "იუნაიტედის" ბოლო მატჩის წინა ღამეს.

გუნდთან ერთად არ იმყოფება მცველი ერიკ ბაიიც, რომელმაც ზემოხსენებულ შეხვედრაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2019 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Male wavides ra
0
№2
ავტორი: PaLoMo
30 ივლისი 2019 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ინტერის დირექტორმა თქვა სოლოდური შეთავაზება გავაკეთეთო და 54მილიონინფუნრი შემოუთავაზებიათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2019 07:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს ამის საქმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top