თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2019, 19:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 772,
კომენტარები: 3
ლუკაკუ გუნდს ნორვეგიაში არ გაჰყოლია
ბელგიელი დღევანდელ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ლუკაკუ გუნდს ნორვეგიაში არ გაჰყოლია
რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ნორვეგიაში არ გაჰყოლია, სადაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი დღეს "კრისტიანსუნთან" თბილისის დროით 21 საათზე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ლუკაკუ "იუნაიტედის" წინასასეზონო ტურნეზე ავსტრალიაში, სინგაპურსა და ჩინეთში იმყოფებოდა, თუმცა ოთხიდან არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

როგორც მედია იტყობინება, ბელგიელი მილანის "ინტერის" შეუმდგარი სატრანსფერო სამიზნე იყო და "იუნაიტედი" სერია A-ს კლუბს შეთანხმების მისაღწევად უკანასკნელ დღეებს უთვლის.

კვირას სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელიც 26 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტ ფედერიკო პასტორელოს ასახავდა წარწერით, "გაგრძელება მალე იქნება".

სწორედ იმავე დღეს გამოაქვეყნა "იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ოსლოში მიმავალი გუნდის შემადგენლობა, სადაც ლუკაკუს გვარი არ იკითხებოდა.

ტრავმის მიღების შემდეგ ლუკაკუმ ერთადერთი ვარჯიში ჩაატარა დამოუკიდებლად "იუნაიტედის" ბოლო მატჩის წინა ღამეს.

გუნდთან ერთად არ იმყოფება მცველი ერიკ ბაიიც, რომელმაც ზემოხსენებულ შეხვედრაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2019 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7752
Male wavides ra
0
№2
ავტორი: PaLoMo
30 ივლისი 2019 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2363
ინტერის დირექტორმა თქვა სოლოდური შეთავაზება გავაკეთეთო და 54მილიონინფუნრი შემოუთავაზებიათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2019 07:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7831
რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს ამის საქმე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
ასტანა
ევროპა ლიგა
22 სექტემბერი 2019, 17:00
ვესტ ჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
25 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი
როჩდეილი
ლიგის თასი
ასტანა19 სექტემბერი
ვესტ ჰემი22 სექტემბერი
როჩდეილი25 სექტემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

14 სექტემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი1
ლესტერი0
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი1
კრისტალ პალასი2
პრემიერ ლიგა
ლესტერი14 სექტემბერი
საუთჰემპტონი31 აგვისტო
კრისტალ პალასი24 აგვისტო

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top