თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2019, 17:34
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1439,
კომენტარები: 6
"რეალი" კოლოსალურ თანხას გადაიხდის
მადრიდელებს პოგბას მიმართ ინტერესი არ დაუკარგავთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მადრიდული გრანდის რადარზე კვლავ აქტიურად იმყოფება. ფლორენტინო პერესს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი პოგბას სამეფო კლუბში ტრანსფერი.

ესპანური პრესა აქტიურად იუწყება იმის შესახებ, რომ ზიდანის გუნდიდან ბეილის წასვლის შემთხვევაში, "რეალი" ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს, პოლ პოგბას სანაცვლოდ კოლოსალურ 160 მილიონ ევროს შესთავაზებს.

დიდი ალბათობით უელსელი გარემარბი სეზონის დაწყებამდე ესპანეთს დატოვებს და კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ეს გარიგება ხელეწიფება ესპანურ გრანდს, რადგან მისი ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩინეთიდან შემოსული თანხა ავტომატურად პოლ პოგბას ტრანსფერს მოხმარდება.

თავის მხრივ "წითელი ეშმაკები" სათადარიგო კანდიდატურებს განიხილავენ. ედ ვუდვორდი პოგბას შემცვლელად ორ ნახევარმცველთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

იტალიური "ლაციოდან" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ხოლო პორტუგალიური "სპორტინგიდან" ბრუნო ფერნანდეში, ეს იმ ფეხბურთელების სახელები და გვარებია რომლებიც პოგბას წასვლის შემთხვევაში ერთ ერთი ან ორივე ერთად მოირგებენ ინგლისური გრანდის მაისურს.
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
30 ივლისი 2019 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
არ მჯერა რო გაუშვებენ
0
№2
ავტორი: MANUTD1878
30 ივლისი 2019 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ძალით დატოვებას ჯობია გააჯმევინონ
2
№3
ავტორი: bero123
30 ივლისი 2019 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
kiar unda gaishvan indagaajmevinon uechveli an datovon rezervebshi naxui. rogorc rabios gaiketa psj. grandi kiara chveulebri che klasis gundi ichiteba ukve.
0
№4
ავტორი: setera
30 ივლისი 2019 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
***ას კაცო, ვის რაში ჭირდება. უბრალოდ ისკო რომ გამოაყოლონ ხელს კარგი იქნება. ბრუნო-სავიჩი-ისკო. პლიუს გაცვალონ დიბალაში ის ვერძილა და ჩვენც დავისვენებთ და ეს პიჟონებიც.
0
№5
ავტორი: ikeoni
30 ივლისი 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Ar wava
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2019 07:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბეილს რეალი ვერ გაყიდის მაგხელა ფასად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top