"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ ერთი მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული "ლიონის" თავდამსხმელი მუსა დემბელე იქნება.
Sky Sports- ის ცნობით, ფრანგულმა გუნდმა საკუთარ ფეხბურთელს სატრანსფერო ფასიც დაადო. 23 წლის ფეხბურთელის ყიდვის მსურველ გუნდს მის სანაცვლოდ არანაკლებ 45 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
გასულ სეზონში დემბელემ ფრანგულ ლიგა 1- ში "ლიონის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა. საკუთარ აქტივს ფეხბურთელმა 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შემატა.
ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს დიდი ალბათობით რომელუ ლუკაკუ დატოვებს. ინგლისელების შტაბში მუსა დემბელე ლუკაკუს შემცვლელად სახელდება.