"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხუან მატამ, პოლ პოგბას ირგვლივ შექმნილ სიტუციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლი ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში ბედნიერად გრძნობს თავს.
"ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ პოლი შესანიშნავი ნახევარმცველია. ის ასევე ძალიან კარგი ადამიანია, პოზიტიურია და ძალიან კარგ განწყობას ქმნიშ გუნდში თითოეული ჩვენგანისთვის.
ვფიქრობ, რომ პოგბა "იუნაიტედში" ბედნიერია, კოლექტივს უფრო შეკრულს ხდის, მე ვერ ვიტყვი რას ფიქრობს სხვა მასზე, მე ვლაპარაკობ ჩემი გადმოსახედიდან. მსურს, რომ ის დარჩეს. პოლ პოგბა ჩვენთვის ძალიან კარგი მოთამაშეა". - განაცხადა დასასრულს მატამ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის ირგვლივ სპეკულაციები ამ დრომდე არ წყდება. სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ცნობებით, პოლ პოგბას ტრანსფერზე აქტიურად ფლორენტინო პერესის მადრიდის "რეალი" მუშაობს.