თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2019, 23:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2216,
კომენტარები: 30
დე ხეა: "კაპიტნობისთვის მზად ვარ"
დავიდ დე ხეა თავის მომავალს კლუბს უკავშირებს.
დე ხეა:
ანტონიო ვალენსიას წასვლის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერი ახალი ლიდერის ძიებაში და საკუთარ კანდიდატურას მეკარე სთავაზობს.

დავიდ დე ხეა აღნიშნავს, რომ მოხარული იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნად თუ დაასახელებდნენ და ტიტულების მოსაგებად ბრძოლისთვისაც მზად არის.

ესპანეთის ნაკრების მეკარე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან და როგორც მოსალოდნელია, თავის მომავალს "იუნაიტედს" დაუკავშირებს.

ანტონიო ვალენსიას კლუბიდან წასვლის შემდეგ კი ოლე გუნარი ახალ კაპიტანს ეძებს და დე ხეას სურს, რომ ის აირჩიონ ამ როლზე.

კვირას საღამოს სინგაპურელი გულშემატკივრებისთვის გამართულ წვეულებაზე საუბრისას 28 წლის მეკარემ განაცხადა: "რამდენიმე მატჩში ვუკაპიტნე გუნდს. რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბის კაპიტნობა და ამ გერბის დაცვა საოცრებაა.

რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მე გავხდები კაპიტანი. ეს ჩემი მეცხრე სეზონია აქ და თავს ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მოთამაშედ ვგრძნობ.

მინდა, რომ ეს მოედანზეც გამოვხატო და ახალგაზრდებს ვუჩვენო, რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი".


ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით აღებული ცუდი სტარტის შემდეგ, რამაც პორტუგალიელს სამუშაო დააკარგვინა, სოლსკიაერმა გუნდი მეექვსე ადგილზე გაიყვანა და მეოთხე ადგილოსან "ტოტენჰემს" 5 ქულით ჩამორჩა.

"წითლებმა" ვერც სათასო ტურნირებზე ისახელეს თავი და ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპიდან გავარდნენ "ბარსელონას" მატჩში.

დე ხეა რამდენიმე გაშვებულ გოლში იყო დამნაშავე და მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა "იუნაიტედის" კარში "ჩელსისთან" მატჩში მნიშვნელოვანი გოლი, რამაც რეალურად დაასრულა "წითლების" იმედები ოთხეულში მოხვედრაზე.

"ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოდეთ. როცა ამ გერბს ირგებ, ხვდები რასაც ნიშნავს - ყველაფრისთვის ბრძოლა, მაქსიმუმის გაკეთება და გუნდის მწვერვალზე დაბრუნება", - დაასრულა ესპანელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
30 კომენტარი
№1
ავტორი: Svani
22 ივლისი 2019 23:40
  • სიახლეები: 1372
  • კომენტარები: 2700
ვინ უნდა გახდეს კაპიტანი თუ არა დე ხეა? აუცილებლად უნდა მისცენ სამკლაური.
2
№2
ავტორი: Malboro463
23 ივლისი 2019 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4935
მცველი თუ არ დაიმატეს სავარაუდოთ სმოლინგი იქნება ძირითადში და კაპიტანიც. იანგი რო დატოვოს პირველ კაპიტნად ეგეც არ გამიკვირდება
0
№3
ავტორი: David_Beckham7
23 ივლისი 2019 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 104
კაით რა რა იანგი. რა თვისებები აქვს საკაპიტნოდ. მართალს ამბობს დიდი ხანია ჩვენთანაა და იმსახურებს რატომაც არა
0
№4
ავტორი: makaveli
23 ივლისი 2019 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 466
es vurvordi ras miketebs totenhemma 20 milionad sesenioni iyida, reali shetavazebas amzadebs bruno fernandeshzeo da itokshi ra gaiketos ukan hari kundzi maguaieri
0
№5
ავტორი: ikeoni
23 ივლისი 2019 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7720
რატომღაც მგონია რო ეგრეც მოხდება❤️
0
№6
ავტორი: bero123
23 ივლისი 2019 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
გუნდის კაპიტნობას თუ ვინმე იმსახურებს ეს დავითაა უეჭველი
0
№7
ავტორი: kobinio
23 ივლისი 2019 01:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მოაწერა ამ შობელზაღლმა და ეგაა...
0
№8
ავტორი: Malboro463
23 ივლისი 2019 02:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4935
ციტატა: makaveli
es vurvordi ras miketebs totenhemma 20 milionad sesenioni iyida, reali shetavazebas amzadebs bruno fernandeshzeo da itokshi ra gaiketos ukan hari kundzi maguaieri

ჯეიმსის ყიდვას ეგ ეყიდათ მაგ ფასში თუ გამოვიდოდა არ ჯობდა
0
№9
ავტორი: shotkin
23 ივლისი 2019 02:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2639
მე კაპიტნობას დე ხეას ან ლინდელოფს მივცემდი ამ ორიდან ვინც კაპიანი იქნებოდა მეორე ვიცე კაპიტანი მეყოლებოდა უეჭველი
1
№10
ავტორი: bero123
23 ივლისი 2019 04:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ციტატა: Malboro463
ციტატა: makaveli
es vurvordi ras miketebs totenhemma 20 milionad sesenioni iyida, reali shetavazebas amzadebs bruno fernandeshzeo da itokshi ra gaiketos ukan hari kundzi maguaieri

ჯეიმსის ყიდვას ეგ ეყიდათ მაგ ფასში თუ გამოვიდოდა არ ჯობდა

ეგაც ძმაო და ბეტისმა ფეკირი დაოთრია 20 მილიონად არადა ნორმალური ფეხბურთელია მითუმეტეს ეხლა რა სასტავი ყავს გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 აგვისტო 2019, 18:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
31 აგვისტო 2019, 15:30
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
14 სექტემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლესტერი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 აგვისტო
საუთჰემპტონი31 აგვისტო
ლესტერი14 სექტემბერი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

19 აგვისტო 2019, 23:00
ვულვზი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
11 აგვისტო 2019, 19:30
იუნაიტედი4
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
3 აგვისტო 2019, 20:30
იუნაიტედი2
მილანი2
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი
ვულვზი19 აგვისტო
ჩელსი11 აგვისტო
მილანი3 აგვისტო

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top