გუნდი ფიზიკურ მზადყოფნაზე გააკეთებს აქცენტს.
ტურნეზე გატარებული პირველი ორი კვირის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შტაბის მიერ შეგროვილი სტატისტიკური მონაცემები ერთ რამეს ცხადყოფს.
მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები, რომლითაც პერტსა და სინგაპურში ფეხბურთელები კავდებოდნენ, 50 პროცენტით უფრო რთული და შედეგიანია, ვიდრე ჟოზე მოურინიოს პერიოდში სეზონის ამავე ეტაპზე გამართული სამუშაოები.
სწორედ ამას გულისხმობდა ოლე გუნარ სოლსკიაერი, როცა საუბროდა უკეთეს ფორმაში მყოფი, უფრო ძლიერი "იუნაიტედის" შესახებ. შემადგენლობა, რომელმაც მისი სათამაშო გეგმები უნდა განახორციელოს.
შეგრძნება - ზოგიერთი იტყვის, რომ იმედი - "იუნაიტედში" ისეთია, რომ მიაჩნიათ, მოურინიოს წასვლის შემდეგ დეკემბერში ნაჩვენები შედეგების უკან სწორედ სოლსკიაერის მიდგომა დგას, ხოლო სეზონის დასასრულს ცუდი შედეგები კი ფეხბურთელთა ფიზიკური სისუსტის ბრალია.
თებერვალში "ლივერპულთან" უგოლო მატჩი ნათელი ასახვა იყო იმისა, რა რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა გუნდი, ვინაიდან ხუან მატამ, ანდერ ერერამ და ჯესი ლინგარდმა ერთად მიიღეს ტრავმა პირველივე ტაიმში.
სოლსკიაერი იძულებული შეიქნა, თავისი მიდგომა შეეცვალა და "იუნაიტედი" მას შემდეგ აღარ ყოფილა ასეთ მდგომარეობაში.
კერძოდ, ოლე გუნარი სწუხდა გუნდის მდგომარეობაზე, რაც დატოვა მოურინიომ, რომელიც თავის მხრივ ყველაფერ ამაში ფიტნეს-მწვრთნელ სტეფანო რაპეტის ადანაშაულებდა. ამის შესახებ ნორვეგიელმა საჯაროდან განაცხადა.
"ჯერ კიდევ მახსოვს, რომ კიბეებზე ჩასვლაც კი არ შემეძლო, ოთხზე დავდიოდი. არა მგონია, აქ ასე ხდებოდეს", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა, როცა სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდის წინასასეზონო ტურნე გაიხსენა.
შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ მომატებული ინტენსივობის ვარჯიშების შედეგი ის არის, რომ გუნდი უკეთესად თამაშობს პრესინგზე და ბურთითაც უკეთ მოძრაობს.
ეს კარგად გამოჩნდა მილანის "ინტერთან" მოგებულ შეხვედრაში. ახალგაზრდა მეისონ გრინვუდმა მთლიანად მიიპყრო მედიის ყურადღება თავისი გამარჯვების გოლით, მაგრამ სოლსკიაერი იმითაც იყო მოხარული, რაც მისმა გუნდმა სამუშაო ეთიკაში გამოავლინა.
მწვრთნელს იმედი აქვს, რომ თავისი ფეხბურთელების უჩვეულოდ მძიმე დატვირთვა თავის შედეგებს გამოიღებს.
ვარჯიშის სხვა ელემენტები გაუმჯობესდა წინა სეზონთან შედარებით, რაც უკვე ათლეტური ვარჯიშების ხელმძღვანელის, რიჩარდ ჰოუკინსის დამსახურებაა.
გარდა ამისა, საერთო ჯამშიც გაცილებით მეტი სესია ჩატარდა. აუსტრალიაში გატარებული 9 დღის განმავლობაში ფეხბურთელები 14-ჯერ გამოვიდნენ სავარჯიშოდ, ერხელ კი ფეხბურთი ითამაშეს "პერტ გლორის" წინააღმდეგ.
მწვრთნელების, სპორტული მეცნიერებისა და ანალიტიკოსების მიერ შედგენილი სტატისტიკის თანახმად, ფეხბურთელების მიერ დაფარული მანძილი 10%-ით გაიზარდა წინა შედეგებთან შედარებით.
ფეხბურთელები ხშირად არიან დაკავებულნი სპორტდარბაზის სავარჯიშოებით, რათა სხეული კიდევ უფრო გაიჯანსაღონ და მონაწილეობენ ტრავმის თავიდან არიდების სესიებშიც, რაც ყოველდღიურად ბარძაყზე, მყესსა და კოჭზე მუშაობას გულისხმობს.
პერტში გატარებული მძიმე 10 დღის შემდეგ "იუნაიტედმა" სინგაპურში გამართა ერთი შეხვედრა, საიდანაც უკვე შანხაიში გადაფრინდა ხუთშაბათს ჩასატარებელი მატჩისთვის.
უფრო დიდი გამოწვევა პრემიერ ლიგის დაწყებასთან ერთად გამოჩნდება, მაგრამ ზედიზედ სამი მოგება მაინც ნიშნავს იმას, რომ შრომას ნაყოფი გამოაქვს.
წყარო:
dailymail