თბილისი:
მანჩესტერი:
22-07-2019, 22:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1700,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" ჩინეთში გადაფრინდა
"წითლები" ტურნეს აგრძელებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში დღეს სინგაპურის აეროპორტიდან შანხაიში გადაფრინდა, სადაც ტურნეს მომდევნო მატჩს ჩაატარებს.

"წითლებმა" გაფრენამდე ბოლო ვარჯიში ცაატარეს სინგაპურის ამერიკულ სკოლაში. აღნიშნული სესია პირველი იყო "ინტერთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სადაც 17 წლის მეისონ გრინვუდმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

შაბათის თამაში ნამდვილად საუკეთესო იყო "იუნაიტედის" შესრულებით მიმდინარე ტურნეზე, სადაც შეკრებილი 52 897 გულშემატკივრის უმეტესმა ნაწილმა ღიმილიანი სახით დატოვა სტადიონი მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალე მხარდაჭერის შემდეგ.

ერთადერთი სამწუხარო ამბავი ის იყო, რომ ტაჰიტ ჩონგსა და ვიქტორ ლინდელოფს დროზე ადრე მოუხდათ მოედნის დატოვება ტრავმის გამო.

თუმცა, დღეს ლინდელოფმაც ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ხუთშაბათს "ტოტენჰემთან" მატჩში მისი მონაწილეობა დასაშვებია.

ლი გრანტი, რომელმაც ჯერ ვერც ერთ მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა მცირე დაზიანების გამო, დღეს გუნდისგან განცალკევებით ფიტნეს ვარჯიშები გამართა.

გუნდი შანხაიში სამშაბათს გამართავს ვარჯიშს, სადაც მსოფლიო ყველაზე დასახლებული ქალაქი ოლე გუნარის პრესკონფერენციას მოისმენს მომდევნო დღესვე.

ხუთშაბათის მატჩი კი "იუნაიტედისთვის" მეორე შეხვედრა იქნება საერთაშორიო ჩემპიონთა თასის რანგით და ამ მატჩს კლუბის ოფიციალური ტელევიზია პირდაპირ ეთერში აჩვენებს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2019 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ვისთან გვაქ მეორე თამაში?

ვისთან გვაქ მეორე თამაში?
0
№2
ავტორი: RojoDiablo
22 ივლისი 2019 23:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Malboro463
ვისთან გვაქ მეორე თამაში?

ვისთან გვაქ მეორე თამაში?

ტოტენჰემთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2019 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Malboro463
ვისთან გვაქ მეორე თამაში?

ვისთან გვაქ მეორე თამაში?

ტოტენჰემთან

რეალი,იუვე,ლივერული,ბაიერნი რო მონაწილეობს ეგ ტურნირია?
0
№4
ავტორი: RojoDiablo
23 ივლისი 2019 00:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Malboro463
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Malboro463
ვისთან გვაქ მეორე თამაში?

ვისთან გვაქ მეორე თამაში?

ტოტენჰემთან

რეალი,იუვე,ლივერული,ბაიერნი რო მონაწილეობს ეგ ტურნირია?

კი, მაგრამ ყველა ერთმანეთს არ ხვდება მანდ. სამ მატჩს ატარებს ყველა გუნდი მხოლოდ და საუკეთესო შედეგების მქონე იმარჯვებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ikeoni
23 ივლისი 2019 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
საუკეთესო ფორმით უნდა შევხდეთ ჩემპიონატს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 ივლისი 2019 13:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ფრენებმა ხო არ დაღალა ხალხი ნეტა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top