თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2019, 16:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1787,
კომენტარები: 10
ოლე: "ლინგარდმა უნდა მოუმატოს"
ოლე გუნარი ინგლისელისგან უკეთეს თამაშს ითხოვს.
ოლე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ჯესი ლინგარდისგან თამაშის გაუმჯობესებას და წინა სეზონთან შედარებით უკეთესი შედეგის ჩვენებას ელის.

ლინგარდი "იუნაიტედის" ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი იყო, ვინც ძალიან ცუდი წინა სეზონი ჩაატარა და ჩემპიონატში გამართულ 27 მატჩი გატანილი მხოლოდ 4 გოლის შემდეგ კრიტიკის საგნად იქცა.

გარდა ამისა, 26 წლის ფეხბურთელს სოლსკიაერმა დისციპლინის გაკვეთილებიც ჩაუტარა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების შემდეგ. მოედანზე და მის მიღმა არცთუ სახარბიელო მდგომარეობის ფონზე კი ბუნებრივია, რომ მწვრთნელი ლინგარდს უკეთეს თამაშს მოსთხოვს.

"დიდ მატჩებში გატანილი თავისი გოლებით ჯესიმ უკვე დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, მისგან უფრო მეტს მოვითხოვ.

ვფიქრობ, ის ერთ-ერთი პირველი ხვდება, რომ მისი წინა სეზონი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ამის თაობაზე ჩვენ შორის შემდგარი საუბარი ჩვენ შორისვე დარჩება, მაგრამ მან კარგად იცის, რას ვითხოვ მისგან".

ჯესიმ კარგად იცის, რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში. ხანდახან ერთი-ორ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ კარგი გადაწყვეტილებები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ცუდი. მაგარი ბიჭია"
- განაცხადა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
21 ივლისი 2019 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ეტყობა მწვრთნელები რაღაც სხვას ხედავენ ამ ბიჭში
0
№2
ავტორი: bero123
21 ივლისი 2019 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: datasta25
ეტყობა მწვრთნელები რაღაც სხვას ხედავენ ამ ბიჭში

ალბათ რამე კომპრომატები აქ wink იმენა წულუკიანია რაა მოუშორებელი wink wink
3
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2019 16:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
პრესინგზე ნამდვილად კარგია, სირბილი არ ეზარება, მაგრამ რაღაც მაინც აკლია თითქოს. მარტო პრესინგი ხო არაა.
1
№4
ავტორი: bziki
21 ივლისი 2019 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მარილი აკლია,ბოლო პასი ან ბოლო დარტყმა.
ხაზებშიც მაგრა დადის,პრესინგზეც მაგარია,ბურთიც მაგრა ააქ(ისე მარსიალი მარტო ბურთის ატანაშია მაგარი)
ეხლა კაკა ვერ იქნება მაგიტოა ლინგარდი რო ვერ აკეთებს ბოლომდე საქმეს:D:D:D:D:D:D

ისეთი უხეირო ნაღდათ არაა როგორც ამ საეიტზე იწერება:)
ოლეს ჩავარდნა დიდწილად ლინგარდის ტრამვით იყო ნაკარნახევი,დაიწვა ბოლოს როგორც მახსოვს კუნთის პრობლემა ქონდა გამოტოვა რამდენიმე თამაში,მერე ფორმაში ვერ ჩადგა.
ყველაზე მეტს მოძრაობს მოედანზე,ელენთა არ აქ ტიპს,შეუძლია მილნერივით ასაკშიც გააგოროს ბურთი თავის შრომისუნარიანობით და ენერგიულობით.
ლინგარდია რა არც არავინ თხოვს სუპერვარსკვლავობას, ფერგის პარკი ყავდა უფრო ნაკლებ ტექნიკური თუ ნაკლებ მოაზროვნე მარა პარკს ფერგი ყავდა და ბევრად უკეთესი გუნდი,პარკს გატანას და გუნდის გადარჩენას არავინ თხოვდა სხვები აკეთებდნენ მაგ საქმეს
ეგეთი კაცი ტრენერების უმრავლესობას ჭირდება
1
№5
ავტორი: kobinio
21 ივლისი 2019 17:38
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლინგარდი ზველაზე სუსტი იყო გუშინდელ მატჩში.ამას და მატიჩს ძალიან გაუჭირდებათ ამ სეზონში,
გუშინდელი თამაშის მერე პასკამ ჩემ თვალში ერთი ორად მოიმატა,იმედია შეტევის დასრულებასაც დაამუღამებს და კაი ბიჭია
0
№6
ავტორი: ikeoni
21 ივლისი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Ashkarad mosamatebeli aqvs jesis
0
№7
ავტორი: kobinio
21 ივლისი 2019 20:44
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: bziki
მარილი აკლია,ბოლო პასი ან ბოლო დარტყმა.
ხაზებშიც მაგრა დადის,პრესინგზეც მაგარია,ბურთიც მაგრა ააქ(ისე მარსიალი მარტო ბურთის ატანაშია მაგარი)
ეხლა კაკა ვერ იქნება მაგიტოა ლინგარდი რო ვერ აკეთებს ბოლომდე საქმეს:D:D:D:D:D:D

ისეთი უხეირო ნაღდათ არაა როგორც ამ საეიტზე იწერება:)
ოლეს ჩავარდნა დიდწილად ლინგარდის ტრამვით იყო ნაკარნახევი,დაიწვა ბოლოს როგორც მახსოვს კუნთის პრობლემა ქონდა გამოტოვა რამდენიმე თამაში,მერე ფორმაში ვერ ჩადგა.
ყველაზე მეტს მოძრაობს მოედანზე,ელენთა არ აქ ტიპს,შეუძლია მილნერივით ასაკშიც გააგოროს ბურთი თავის შრომისუნარიანობით და ენერგიულობით.
ლინგარდია რა არც არავინ თხოვს სუპერვარსკვლავობას, ფერგის პარკი ყავდა უფრო ნაკლებ ტექნიკური თუ ნაკლებ მოაზროვნე მარა პარკს ფერგი ყავდა და ბევრად უკეთესი გუნდი,პარკს გატანას და გუნდის გადარჩენას არავინ თხოვდა სხვები აკეთებდნენ მაგ საქმეს
ეგეთი კაცი ტრენერების უმრავლესობას ჭირდება

კლუბში ყველაზე მეტი მაისური პარკის იყიდებოდა აზიაში
0
№8
ავტორი: shotkin
22 ივლისი 2019 11:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აკადემიის ფებურთელია და გაასგებია ეგ მიდგომა თან ფაფხურობს რაღაცას ერთადერთი რაშიც ვარგა ეგ მაგის დაპრესინგებაა და დოღის ცხენევით სირბილი ჩვეულებრივი ზმენა კაცია 1 კონკრეტული მიზნისტვის ან თამაშებისთვის გამოსაყენებელი,უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ რო სასტარტოში არ დაგვანახოს ხოლმე ეს კაცი თორე 3-4 თამაშში ბოლო 10-15 წუთი რამენაირად ავიტანთ ხოლმე როცა საჭირო იქნება
0
№9
ავტორი: The Special One
22 ივლისი 2019 14:33
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ზამენისთვის კი ბატონო,მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ამას ძირითადისთვის არასდროს არ მოიაზრებს ოლე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№10
ავტორი: Malboro463
22 ივლისი 2019 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ლინგარდის დონის ფეხბურთელები გრანდში არ უნდა თმაშობდნენ.
3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top