"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ძალიან კმაყოფილი იყო სინგაპურში "ეროვნულ სტადიონზე" "ინტერთან" მატჩში მისი გუნდის დომინირებით.
"წითლებმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველ მატჩში 1-0 იმარჯვეს შეცვლაზე შემოსული 17 წლის მეისონ გრინვუდის გოლის წყალობით.
ეს კი ნამდვილი ჯილდო იყო ოლეს ბიჭებისთვის, რომლებმაც მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს სერია A-ს გუნდის წინააღმდეგ.
მატჩის შემდგომ კი მწვრთნელმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი კომენტარი გააკეთა.
ვაჩვენეთ რა შეგვიძლია
"ვფიქრობ, ის მივიღეთ, რასაც მწვრთნელები ვითხოვთ. რთულ პირობებში მოგვიხდა თამაში და ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგი პრესინგი ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში კარგ ზეწოლას ვახდენდით და ბურთსაც ვიგებდით - თუმცა მატჩის მიწურულს სწორედ ეს გვაკლდა. რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, ბიჭები ამისგან სიამოვნებას იღებდნენ და მათ ასევე სიამოვნებთან ისიც, რასაც ვაპირებთ. ვაჩვენეთ რა შეგვიძლია".
გრინვუდს კვლავ გააქვს გოლი
"მეისონი ბუნებრივი შემსრულებელია. რა თქმა უნდა, ვარჯიშობს კიდეც, არასწორად არ გამიგოთ. მან უბრალოდ ზუსტად იცის, სად დაეცემა ბურთი და რა ტრაექტორიით წავა. ასეთი ფეხბურთელებიც გყავს ხოლმე გუნდში და ის ნამდვილად ბუნებრივი შემსრულებელია. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და რატომ არ უნდა ისიამოვნოს ამითი? ვიცი, რომ სიამოვნებს საკუთარი თამაში და ყოველი წუთით ტკბება, რომელსაც იღებს და სიმართლე გითხრათ, კიდევ მიიღებს რამდენიმეს".
ყველა ბედნიერი უნდა იყოს
"ჩემი აზრით, აარონ ვან-ბისაკას თავდაჯერებულობა იზრდებოდა და იზრდებოდა და თანაგუნდელებსაც კარგად უგებდა. მან კარგად ითამაშა, ისევე, როგორც მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა. დღეს მონაწილე თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია ამ თამაშის მონაკვეთებს გადახედოს და თქვას, რომ ბედნიერია თავისი თავით." ბავშვები შესანიშნავად გრძნობენ თავს
"ადვილი შესამჩნევია ამ ბავშვების თავდაჯერებულობა, როცა სათამაშო დროს იღებენ და ძალიან კარგ ფეხბურთელებს ეთამაშებიან. ისინი თანაგუნდელობას უწევენ პირველი გუნდის იმ ფეხბურთელებს, რომელთაც, ალბათ, თვალს არ აცილებდნენ პატარაობისას და ახლა მათთან ერთად არიან მოედანზე. მათ დიდებული უნარები გააჩნიათ და ვიცი, რომ თითოეული მათგანი არის მზად მაღალ დონეზე თამაშისთვის".
ჯესი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
"რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც პრესინგი და ფეხზე დაჯდომა კარგად გამოსდით. არც კი ვიცი, რამდენჯერ მოიგო ჯესიმ ბურთი, მაგრამ პრესინგში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამაში კარგია მარკუსიც და შეამჩნევდით იმასაც, როგორ ცდილობდა ენტონი ბურთის მოპოვებას. ძალიან შთამაგონებელი იყო." რა საოცარი ატმოსფერო დაგხვდა
"დღეს ნამდვილი "ოლდ ტრაფორდი" მოაწყვეს. თავი სახლში გვეგონა. გულშემატკივრები საოცრად გამოიყურებოდნენ გუშინდელ ვარჯიშებსა და დღევანდელ მატჩზეც დაუჯერებელი ატმოსფერო შექმნეს. დანისა და აარონის მსგავსი ახალწვეულებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იმის ხილვა, თუ რამდენი გულშემატკივარი გვყავს და როგორ ვცდილობთ მას გასაბედნიერებლად ჩვენი ფეხბურთის თამაში, ძალიან კარგი უნდა იყოს".
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.