The Telegraph-ის ცნობით, ტურნეს დასრულებისთანავე, დავიდ დე ხეა ახალ, 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც ესპანელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება. "მანჩესტერ იუნაიტედი" 28 წლის ესპანელს ხელფასის სახით კვირაში 375,000 ფუნტს სთავაზობს, რაც ჯამში 117 მილიონ ფუნტს შეადგენს.
დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2011 წელს გადავიდა. მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს საუბრობენ მისი მადრიდის "რეალში" და სხვა ევროპულ კლუბებში შესაძლო გადაბარგების შესახებ.
ესპანელს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი მომდევნო წლამდე აკავშირებს. როგორც ცნობილია, დე ხეას გადაბირებით ფრანგული პსჟ-ა დაინტერესებული. ფრანგები მზად არიან დე ხეას სანნაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.