ოლე გუნარის წინასამატჩო განცხადებები.
დღეს თბილისის დროით 15:30 სთ-ზე სტარტს აირებს საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშება. ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედი" იტალიურ "ინტერს" დაუპირისპირდება. ტრადიციულად წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
გუნდის სიახლეებირომელუ ლუკაკუ არ არის მზად სათამაშოდ, ის შემადგენლობაში არ იქნება. ლიუკ შოუსა და დევიდ დე ხეას ვფიქრობ, რომ ორივეს შეუძლია შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. ლიუკმა გუშინ კარგად ივარჯიშა, დევიდი შეეცდება ითამაშოს 60 წუთი ან მეტი. მატეო დარმიანმა და ფრედმა სახლში ივარჯიშეს, ვფიქრობ ფრედის თამაშსაც არუნდა ველოდოთ.
ლუკაკუს მოსალოდნელი ტრანსფერიამის შესახებ არანაირი სიახლე არ მიმიღია, მხოლოდ ის ვიცი რაც ამ კითხვაზე ბოლოს გიპასუხეთ.
სინგაპურის დახვედრამიღება იყო ფანტასტიკური. მე აქ უკვე ნამყოფი ვარ 2001 წელს, მოველოდი ამ ყველაფერს. აქ ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შევხედავთ კარგ ფეხბურთს.
წინასასეზონო სამზადისივფიქრობ ვიხილეთ ბევრი პოზიტიური მომენტები და წახალისებები. თამაშები ამ ყველაფერს მოიცავს, ჩვენ ავდივართ კიბეებზე და სულ უფრო რთულ მოწინააღმდეგეებთან გვიწევს შეხვერა.
ფრედის შესახებგასაკვირი არაფერია იმაში, რომ მოთამაშემ ბრქაზილიიდან განიცადა ახალ ლიგაში რთული ადაპტაციის პერიოდი. ის არის ჩვენი ერთ ერთი ფეხბურთელი რომლის იმედიც გვაქვს, იმედი რომ წარმატებისკენ ახალ ნაბიჯებს გადადგამს, ვიმედოვნებ, რომ ათდღიანი სავარჯიშო სესიების გამოტოვება მასზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს.
ამბიციები ევროპისლიგაზეევროპა ლიგა მიგვაჩნია კარგ საშუალებად სადაც შეგვიძლია გამოვცადოთ ჩვენი თავი, გამოვცადოთ ახალგაზრდები, ტიტულის მოგების კარგი შანსიც გვაქვს, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა წავიდეთ დასახულ გზაზე და გავიმარჯვოთ ტურნირზე.
ტრანსფერების შესახებროგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვმუშაობთ ერთ-ორ ტრანსფერზე. აქ ჩემი მოვალეობა და სამუშაოა რომ მოვემზადო თამაშებისტვის და სავარჯიშო სესიებისთვის.
"ლივერპულისა" და "სიტის" სათამაშო ფორმა ხომ არ გამოიწვევს ძალაუფლების დაკარგვასპრემიერ ლიგაში ძალიან მაღალი კონკურენციაა. ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირება მოვახდინოთ საკუტარ თავზე, გვსურს რომ გავხდეთ უფრო ძლიერები, ეს ერთადერთია რაც გვაწუხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ლიდრებს მივუახლოვდებით.
"იუნაიტედი" ინტერესდება აზიელი ფეხბურთელებით რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვეძებთ კარგ ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა ზოგმა შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც ვგრძნობთ რომ ფეხბურთელი მზად არის ვცდილობთ ის "იუნაიტედში" მოვიწვიოთ.
რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგი სეზონი მარსიალისთვისენტონის შეუძლია გახდეს მსოფლიო კლასის ფორვარდი. თუ მას დააკვირდებით მიხვდებით რა შემართებით დაუბრუნდა ის ვარჯიშებს. მე მას ყოველთვის ვთვლიდი კარგ და ტალანტის მქონე ფეხბურთელად, ამიტომ ველოდები, რომ ის და მარკუსი მომავალ სეზონში კიდევ უფრო მოუმატებენ, ენტონმა კარგი სეზონი ჩაატარა როდესც აქ პირველად მოვიდა, მომავალ სეზონს ბევრად უკეთესს ველოდები.
ერერას შემცვლელიამის ირგვლივ ვმუშაობთ, ვცდილობთ შევკრათ გუნდი რომელიც იბრძოლებს. ჩვენ შევძლებთ სხვადასხვანაირად თამაშს.
პოგბას ფორმამე მსურს, რომ ყველა დაუბრუნდეს სასურველ ფორმას, რომ შესაფერისად დავიწყოთ სეზონი. ეს მხოლოდ პოგბას არ ეხება, ყველას ჩვენს გუნდში. ყველა კარგად მუშაობს ვარჯიშებზე, თამაშებზე, მე კმაყოფილი ვარ.
"ინტერთან" ნაკლები იქნება როტაციის შესაძლებლობაზოგიერთი ფეხბურთელი მოედანზე 45 წუთს დაჰყოფს, ზოგიერთი მოთამაშე 60 წუთს, ზოგიერთი 70-ს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ შესვენების მერე ყველას შევცვლით.
რამდენად მნიშვნელოვანია სეზონის კარგი დასაწყისისეზონის კარგი დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ბევრი ფეხბურთელს რ ჰქონია ასეთი კარგი წინასასეზონი სამზადისი, პირველი 8-10 მატჩით არაფრის მოგება არ შეგიძლია მაგრამ სეზონის ბოლოს შეძლებ რაღაც მოიგო". - განაცხადა დასასრულს სოლსკიაერმა.
წყარო:
manutd.one