თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2019, 17:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2288,
კომენტარები: 10
ოლეს საინტერესო მოსაზრება თანამედროვე ფეხბურთელის ცხოვრების შესახებ
"იუნაიტედის" მენეჯერი ფეხბურთელების დღევანდელ ცხოვრებას აფასებს.
ოლეს საინტერესო მოსაზრება თანამედროვე ფეხბურთელის ცხოვრების შესახებ
"წითელი ეშმაკების" ნორვეგიელმა სპეციალისტმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არება და უნდა აჩვენონ ის ხასიათი რაც ამისათვისაა საჭირო ეს ყველაფერი იმისათვის, რომ "იუნაიტედი" ძველ გზას დაუბრუნდეს.

მისი აზრით, ზოგიერთი მოთამაშე საკუთარი სოციალური გვერდების მდგომარეობაზე უფრო ღელავს ვიდრე კლუბზე, სადაც ის თამაშობს. სოლსკიაერის აზრით ეს თანამედროვე კომფორტულმა ცხოვრებამ გამოიწვია.

"მე არ შემიძლია მათ ეს ყველაფერი კოვზზე დავუდო, ფეხბურთელებმა საკუთარ თავს ეს თავად უნდა შთააგონონ. მე ვარ კაცი ძველი სკოლიდან, რომელიც სერიოზულად აფასებს დისციპლინას და თვითრეგულაციას.

მე დიდი ხანია ვარ ამ კლუბში და ყოველთვის ვხედავდი, თუ როგორი ხასიათით აღწევდნენ ფეხბურთელები აქ წარმატებებს. თუ აქ თამში გსურს ძლიერი ხასიათის გამოვლინება უნდა შეგეძლოს. ეს არ არის ისეთი რამ რომ მე ვუთხრა მოთამაშე `A-ს პასი გადასცეს მოთამაშე `B-ეს, ან მოთამაშე B-ემ მოთამაშე `G-ეს, მათ თავად უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ზოგადად ასეა ცხოვრებაშიც.

ჩემი თაობის ბევრ მწვრთნელთან მისაუბრია და ჩვენ ყოველთვის მივდიოდით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ცვლილებების მიზეზი ზოგადი სოციუმია. ახლა გაცილებით ნაკლებია ისეთი ფეხბურთელები როგორიც რობსონი და კინი იყვნენ, არამხოლოდ ინგლისში, ნორვეგიაშიც მსგავსი მდგომარეობაა, ჩვენ კომფორტში ვართ, ცხოვრება კომფორტული გახდა.

მაშინ, როდესაც უბრალოდ აკადემიის ფეხბურთელი ხარ, შენ გამოიმუშავებ ბევრ ფულს და ფიქრობ: მორჩა, მე მივაღწიე ყველაფერს!. მე ვთამაშობდი როი კინთან ერთად და ვფიქრობ რომ მსოფლიოში ნებისმიერი მწვრთნელი გეტყვით რომ მისნაირი ლიდერი მსურს გუნდში.

"სიტიში" მსგავსი სიტუაცია იყო როდესაც მათ კომპანი ჰყავდათ, ვინ იცის რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს? ის ფანტასტიკური ადამიანი იყო, მოთამაშე და ლიდერი, საჭიროა მისი ადგილი დაიკავოს ვინმემ. იგივე უნდა გააკეთონ მოთამაშეებმა ჩვენს გუნდში".
- ციტირებს The Mirror- სოლსკიაერის სიტყვებს.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 ივლისი 2019 17:31
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
აი ეს იყო ძველი იუნაიტედი, ასეთი იყო ის ისტორია რომელიც ოლემ და ოლესნაირმა ბიჭებმა შექმნეს და დაწერეს, ასეთი იყო ძველი დრო, შეიცვლა ყველაფერია და ძნელია იუნაიტედისთვის მოიძებნოს ახალი კინი ან რობსონი ან კანტონა და რუნი, მთავარია მოთამაშეებმა არ დაივიწყონ თუ სად თამაშობენ და რა მაისური აცვიათ, ზოგადად ბაბუს წასვლის მერე ამაზე ფიქრს მოუკლეს ბიჭებმა და უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნაკვალევს ახალი ისტორიის წერით, იმედია ეს სტატია წაიკითხეს ლინგარდმა პოგბამ და სხვა მოდას აყოლილმა ბიჭებმა, საჭიროა ცნობიერებაში გაუღრმავდეთ რომ არანაირი კომფორტი არ დგას საკუთარი კლუბის დიდებასა და ისტორიაზე, ისტორია იწერება კომფორტი დღეს გაქვს გავა წლები და არაფერი დარჩება მისგან, როგორ უშვებენ შანსს ხელიდან გახდენენ ამ დიდებული ისტორიის ნაწილები, მარტო ის ხო არაა ირიცხებოდე გუნდში და გერქვას ისტორიის ნაწილი, ტიტულები გვინდა და ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მჯრე ოლესი და მჯერა რომ ეს კაცი გუნდიდან კვალის დატოვების გარეშე არ წავა.
3
№2
ავტორი: ikeoni
18 ივლისი 2019 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ყველაფერს სწორად უდგება ეს კაცი და იცის რას ნიშნავს იყო მანჩესტერის ფეხბურთელი სწორი მნიშვნელობით და არა უბრალოდ ირიცხებოდე და იღებდე ხელფას სწორედ ამის შეცვლა და დაბრუნება იმ სიტვაციის რაც ადრე იყო❤️
1
№3
ავტორი: kobinio
18 ივლისი 2019 19:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
სეორი მესიჯია ყველა ფეხბურთელისათვის,ცენზურას განძრევა ეზარებათ იბიომატ...
ძალიან ცხელ სეზონს ველოდები და იმედი მაქვს რომ ეს მიდგომა ოლესი გაამართლებს ან კიდე რეზერვებს შეურთდება მავანი.
0
№4
ავტორი: bero123
18 ივლისი 2019 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ბაზარი კარგი გაქ ოლე და იმედია საქმეშიც ეგეთი იქნები და გაუქაჩავ ამ სირების ხროვას. ძაან სწორი მიდგომა აქ ამ კაცს bully
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 ივლისი 2019 20:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი მიდგომაა
0
№6
ავტორი: unaited 1993
18 ივლისი 2019 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ოთხეუში აუცილებლად უნდა შევიდეთ რომ გუნდინგანვითარდეს:)

ოთხეუში აუცილებლად უნდა შევიდეთ რომ გუნდინგანვითარდეს:)
0
№7
ავტორი: Lukalaba
19 ივლისი 2019 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ძალიან მომწონს სოლსკიაერის მუშაობა და ვნახოთ იმედია გაამართლებს❤️❤️ love am
0
№8
ავტორი: Ole__boss
19 ივლისი 2019 13:26
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
1 წელში სხვა მწვრთნელის მიდგომებს და აზრებს განვიხილავთ აქ კომენტარებში <3
0
№9
ავტორი: 100%Red
19 ივლისი 2019 13:35
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: Ole__boss
1 წელში სხვა მწვრთნელის მიდგომებს და აზრებს განვიხილავთ აქ კომენტარებში <3

sad recourse
იმედია ეგრე არ იქნება
0
№10
ავტორი: giorgi_mg
19 ივლისი 2019 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პირველი ლიდერი არის მწვრთნელი და მერე ფეხბურთელები, თუმცა ამ ფეხბურთელებიდან ღირსეულ ლიდერს ვერ ვხედავ, აი ბრუნოს მოყვანის იმედი მქონდა, თავის გუნდში კაპიტანია და იქნებ აქაც აეღო ლიდერობა თავის თავზე, რაც შეეხება ლიდერ პოგბას, ეგ უფრო მარიაჟი ტრიპაჩია ვიდრე ლიდერი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top