ინგლისური გამოცმელობა, ინფორმაციას ავრცელებს.
მაისში ლონდონის "ტოტოენჰემის" ერთ - ერთმა ლიდერმა, კრისტიან ერიქსენმა კლუბიდან წასვლის სურვილი გამოხატა და ახალი კარიერული გამოწვევების მიღება ისურვა. 27 წლის დანიელის სამსახურით, "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან, ეს უაკანსკნელი კრისტიანის გადაბირებას, ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის დროს ცდილობდა, როდესაც დანიელი, "აიაქსის" ღირსებას იცავდა. თუმცა მოგვიანებით მოხდა ისე, რომ ვიკინგელი ლონდონელთა რიგებში აღმოჩნდა.
The Guardian - ის ინფორმაციით, "სპურსის" პრეზიდენტი, დანიელე ლევი მზად არის ერიქსენს დაუკმაყოფილოს სურვილი, თუკი რომელიმე დაინტერესებული გუნდი მასში £70 მილიონზე მეტს გადაიხდის. ცნობისთვის ფლეიმეიქერს ლონდონელებთან მოქმედი ხელშეკრულება 12 თვით აკავშირებს, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე კი ჯერჯერობით სიჩუმეა.
წაყროზე დაყრდნობით, ერიქსენის პრიორიტეტი მადრიდის "რეალია" - ზიზუს პრიორიტეტი კი პოლ პოგბაა. ამიტომ დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ფრანგი სპეციალისტისათვის სათადარიგო არჩევანია. რაც შეეხება "წითელი ეშმაკების" ვარიანტს. ამ ვარიანტით, თავად ფეხბურთელი არ არის დაინტერესებული. მიზეზად ინგლისური ტაბლოიდი, მომავალ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" უეფას ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენას ასახელებს. ამ მიზეზებიდან გამომდიანრე, პრესა არ გამორიცხავს ერიქსენმა ერთი წლით კვლავ "ტოტენჰემში" დარჩენა გადაწყვიტოს, გაისად კი კლუბი თავაისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
წყარო:
express