თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2019, 22:49
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" ლუკაკუს ფასს ზრდის
კონტემ შესაძლოა ბელგიელზე უარი თქვას.
როგორც უკვე მოგეხსენებათ, მილანის "ინტერი" აქტიურად ცდილობს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს გადაბირებას და ინგლისურ მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებსაც აწარმოოებენ, მაგრამ შეთანხმების მიღწევასთან მხარეები ჯერჯერობით შორს არიან.

უცხოურ პრესას თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" სულაც არაა ბელგიელის გასხვისების წინააღდემგი. მაგრამ ტრანსფერის განხორციელებას დაბრკოლებას უქმნიდა ის მოთხოვნა, რომელსაც ინგლისური გრანდის მაღალჩინოსნები აქამდე აყენებდნენ. "წითელი ეშმაკები" რომელუში £75 მილიონის მიღებას ითხოვდნენ. აღნიშნული პირობოა რბილად, რომ ვთქვათ იტალიელებს არ ხიბლავდათ. მათ ლუაკუს დამატება იჯარით შემდგომ გამოსყიდვის უფლებით სურდათ, რაზეც ინგლისელები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ.

დღეს გავრცელებული ცნობის თანამხამდ, რომელსაც ინგლისური Telegraph -ი ავრცელებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბელგიელი ფორვარდის ფასს ზრდის და ახლა მის მსურველს £90 მილიონის გადახდა მოუწევს. ამ ფაქტორიდან გამომდინარე არაა გამორიცხული "ინტერმა" ლუკაკუზე უარი თქვას და სხვა ალტერნატიული ვარიანტები განიხილოს.

წყარო:goal.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
12 ივლისი 2019 22:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრი ილაპარაკეს პოგბამ და ლუკაკუმ წინასწარ მარა ამით საქმე გაიფუჭეს მხოლოდ, ამ მდგომარეობით ორივე დარჩება, ინტერი არაა ამხელა ფულის გადამხდელი და რეალიც თავს იკავებს, როგორც ჩას.
0
№2
ავტორი: dybbuk
12 ივლისი 2019 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: SANDROGRIGA
ბევრი ილაპარაკეს პოგბამ და ლუკაკუმ წინასწარ მარა ამით საქმე გაიფუჭეს მხოლოდ, ამ მდგომარეობით ორივე დარჩება, ინტერი არაა ამხელა ფულის გადამხდელი და რეალიც თავს იკავებს, როგორც ჩას.

ერთი მომენტია ამხელა ხელფასს რომ უხდი როგორ არ უნდა ათამაშო ან ერთი ან მეორე თორე კი არიან ორივე ღირსი გადააგდო რეზერვებში
0
№3
ავტორი: datasta25
12 ივლისი 2019 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
გეთანხმები, ორივე დარჩება, ისე ლუკაკუ სკამისთვის ზედმეტად ძლიერი ფეხბურთელია, მარა ნუ ალბათ მაინც თანაბრად ითამაშებენ რომელუ და რეში, ისე რეშისგან განსხვავებით საგოლე მომენტში რომელუს უფრო ვენდობი
0
№4
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2019 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია დარჩება და არ წავა
0
№5
ავტორი: PaLoMo
13 ივლისი 2019 00:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ერიკსენს 1წელი აქ კონტრაქტი ტოტესთან და 70ითხოვენ ისე არ გაუშვებენო და ჩვენ ლუკაკუსთან 3-4წელინკიდე გვაკავსირებს კონტრაკთით და 80გადახდა არ უნდათ ბუბლიკ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
13 ივლისი 2019 03:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
რაჯა ნაინგოლანში გაცვლა ლუჯაკუს და პლიუს 30 მილიონი იდეალური იქნებოდა
0
№7
ავტორი: PaLoMo
13 ივლისი 2019 12:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: მარკოზ როხო
რაჯა ნაინგოლანში გაცვლა ლუჯაკუს და პლიუს 30 მილიონი იდეალური იქნებოდა

30 წლის ნარკომანში 50მილიონი ინდა გადაიხადო და იმათ 26წლის დები 60მილიონად უნდათ.თან ისეთ ხალხს გვტენიან,როის გაშვებაც უნდათ.შემოეთავაზებინათ შკრინიარი,მაგრამ ეგ მცველი ჭირდებათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top