თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2019, 18:34
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1586,
კომენტარები: 8
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლემინას დაუმიზნა
გაბონელი ნახევარმცველი, შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს, "საუთჰემპტონის" ნახევარმცველის მარიო ლემინას დამატებას, რომელიც თავისთავადაც მზად არის დატოვოს "წმინდანების" რიგები, კარიერა კი უფრო დიდ კლუბს დაუკავშიროს.

აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიოს პრიორიტეტი კვლავ ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშია. ცნობისთვის ოლე გუნარ სულშერის გუნდის გრადა, 25 წლის აფრიკელი ფეხბურთელის შეძენის სურვილს, "არსენალი" და "ლესტერ სიტიც" გამოხატავენ.

"საუთჰემპტონი" წინა სასეზონო სამზადისს ავსტრიაში უკვე შეუდგა, მაგრამ ლემინა, "წმინდანების" მენტორის ნებართვით გუნდთან ერთად არ იმყოფება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნახევარმცველმა ფრანგულ France Football -ს განუცხადა:"რალფ ჰასენჰულტთან შეთანხმებით, კლუბთან ერთად არ ვიმყოფები, რადგან მას სურს მუშაობა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც მომავალს "საუთჰემპტონს" უკავშირებენ."

"ვფიქრობ ფიზიკურად და მენტალურადაც უკვე მზად ვარ, კარიერა უფრო დიდ კლუბს, რომ დავუკავშირო. მსურს თუ არა რემიერ ლიგაში დარჩენა? კი ამის დიდი სურვილი გამაჩნია, მაგრამ შეთავაზებას სხვა უცხოური კლუბებისგანაც მოვისმენ. მსურს ჩემი მომავალი რაც შეიძლება მალე გაირკვეს."

თავისთავად "იუნაიტედიც" ატიურად ცდილობს ნახევარდაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას, ვინაიდან კლუბი უკვე ოფიციალურად დატოვა ანდერ ერერამ. აგრეთვე ინგლისურ გრანდში პოლ პოგბას მოამავლიც ბურუსითაა მოცული, რადგან ფრანგმა ღიად გამოხატა სურვილი იმის შესახებ, რომ დაინტერესებულია ახალი გამოწვევბის მიღებით. სწორედ ამიტომ ნორვეგიელი სპეციალისტი, აქტიურად განიხილავს მარიო ლემინას დამატების ვარიანტს.



წყარო:goal.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
12 ივლისი 2019 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
გააჯმევინეთ
0
№2
ავტორი: PaLoMo
12 ივლისი 2019 18:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ცუდი ტიპი არ ჩანს ნამდვილად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Lev
12 ივლისი 2019 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ესეთი საინტერესო ფეხბურთელი რო სადღაც საუთჰემპტონში იჩაგრება და ბრუნო ფერნანდეში სადღაც სპორტინგში და ჩვენ რო ფელაინი გვყვავდა და ის გავუშვით და ეხლა ვინმე ლონგსტაფზე ვნადირობთ. საცოდაობაა მართლა ჩვენს თავს. ეგ ლონგსტაფი თუ მოათრიეს და სოლსკიაერის თხოვნით, მაშინ კიდე რამდენიმე წელი არაფერი გვეშველება. ეხლა მაგაზე სკაიზე დაიწერა ისევ დაინტერესებულები არიანო მაგრამ ნიუკასლთან ფასზე ვერ თანხმდებიანო. საცოდავ დღეში ვართ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2019 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არაა ცუდი იგორკი
0
№5
ავტორი: shotkin
12 ივლისი 2019 19:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნამდვილად არ ჩანს ცუდი
0
№6
ავტორი: giorgi_mg
12 ივლისი 2019 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა რომ ვიდეოც დაურთეთ, ერთს მინიმუმ ვიყიდით და გვეყოფა ერთი ნახევარმცველი საკითხავი აი ეს არის
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 ივლისი 2019 21:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაღაც ჭორი უფრო მგონია
0
№8
ავტორი: max_skyline
12 ივლისი 2019 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
როგორც მახსოვს ეს იუვეშიც თამაშობდა და მერე გადმოვიდა საუთჰემპტონში.არ ჩანს ცუდი კი არა მე იუვეშიც მახსოვს რო კარგად თამაშობდა პროსტა იქ დიდი კონკურენცია იყო მაშინ.პოგბა მარკიზიო ხედირა და დაიჩაგრა მაგ პონტში.მშრომელი ფეხბურთელია და შეილება ამის მოყვანაც გაფუჭებით საქმეს არ გააფუჭებს

როგორც მახსოვს ეს იუვეშიც თამაშობდა და მერე გადმოვიდა საუთჰემპტონში.არ ჩანს ცუდი კი არა მე იუვეშიც მახსოვს რო კარგად თამაშობდა პროსტა იქ დიდი კონკურენცია იყო მაშინ.პოგბა მარკიზიო ხედირა და დაიჩაგრა მაგ პონტში.მშრომელი ფეხბურთელია და შეილება ამის მოყვანაც გაფუჭებით საქმეს არ გააფუჭებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top