თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2019, 10:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1361,
კომენტარები: 8
შეხვედრა შედგა, მოლაპარაკება - არა
"ინტერის" სპორტული დირექტორის განცხადება.
შეხვედრა შედგა, მოლაპარაკება - არა
"ინტერის" სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო აცხადებს, რომ სერია A-ს კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელუ ლუკაკუს შეძენის თაობაზე ოფიციალური შეხვედრა გამართა.

ბელგიელი ფორვარდი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა "ინტერისთვის", რომელმაც ინგლისში ოფიციალური წარმომადგენლები გაგზავნა შეთანხმების მიღწევის მიზნით.

თავად ფეხბურთელი კი საჯაროდ გამოვიდა და განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სურს, ვინაიდან მომდევნო სეზონში ოლე გუნარ სოლსკიაერის პირველი არჩევანი არ იქნება.

"ინტერის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კი ლუკაკუს შეძენას ჯერ კიდევ "ჩელსიში" მუშაობის დროს აპირებდა და ახლაც მყარად აქვს გადაწყვეტილი მიზნის მიღწევა.

ლუკაკუ, რომელიც "წითელ ეშმაკებს" 2017 "ევერტონიდან" 75 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუეთდა და რომელსაც 2022 წლამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი, პრემიერ ლიგის გრანდისთვის ფულის შოვნის იმედია, თუმცა "ინტერი" მისი იჯარით აყვანის საშუალებაზე მუშაობს.

ხუთშაბათს მილანში დაბრუნებული აუსილიო ჟურნალისტებს გაესაუბრა: "მანჩესტერ იუნაიტედს" ლუკაკუს თაობაზე შევხვდით. ეს იყო ოფიციალური შეხვედრა ორ დიდ კლუბს შორის. ვნახოთ, რა მოხდება. თითოეული ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც გვსურს, ანტონიო კონტეს სამიზნეებს წარმოადგენენ. გვსურს, მისი მოთხოვნილებები გარკვეული ფინანსური პარამეტრების გათვალისწინებით დავაკმაყოფილოთ".

წყარო: goal.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Smoke - N
12 ივლისი 2019 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
მოდი იდვას ნ...ა..ხ....უ...ი ქენი რა კონტე ამათ უფულოდ უნდათ ფეღბურთელები და ჩვენ ფული უნდა ვუხადოთ? ერთი ხელი მოისვან რამე ხომ არ აქვთ ჩარჩენილი ერთ ადგილას.გადაიხადეთ80მლ და წაიყვანეთ თუ გინდათ
0
№2
ავტორი: shotkin
12 ივლისი 2019 10:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოკლედ როგორც მეგონა მგონი ისე ხდება და ეს და პოგბა აქ აგრზელებენ კარიერას ამ ეტაპზე, არენდა არა კვატი კიდე ლუკაკუ ან უნდა გვყავდეს ან არა ჰაერში გაკვეხებული არ გვჭირდება, თან არენდით ისეთ ფულს ვერ იშოვიან რო დიდად ტრანსფერებს მოახმარონ თუ გაყიდვაა უნდა გაიყიდოს ან დარჩეს.
0
№3
ავტორი: men1me
12 ივლისი 2019 10:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
რქც მაგათმა პერიშიჩზე გვაწუწუნეს ღირსები არიან 31 მდე ვეკაიფოთ და მერე ცენზურა-->*** შევუთვალოთ
1
№4
ავტორი: datasta25
12 ივლისი 2019 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ძაან მიხარია რო ვაწუწუნებთ :დდ იმენა ვკაიფობ ინტერის წვალებით
2
№5
12 ივლისი 2019 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ლუკაკუს რო ყიდიან ვისით ანაცვლებენ? ცენტრ ფორვარდზე საუბარი არმიდის ჯერ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
12 ივლისი 2019 13:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ არი ინტერი 80-ის გადამხდელი, ნაკლებად კიდე არ უნდა გაიყიდოს ამ სატრანსფერო ფასების პირობებში.

ზაჰაში მოითხოვა პალასმა 80 მილიონი ბოლო ბოლო და ლონგსტაფი 50 ღირს wink
0
№7
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2019 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Imedia darcheba
0
№8
ავტორი: The Special One
12 ივლისი 2019 15:35
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: ცენტერაძე.სანდრო
ლუკაკუს რო ყიდიან ვისით ანაცვლებენ? ცენტრ ფორვარდზე საუბარი არმიდის ჯერ


ბენ იედერი და რეშფორდი განიხილებიან ცენტრფორვარდზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top