თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2019, 02:13
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2201,
კომენტარები: 8
ჰარი მაგუაიერის ალტერნატივა შერჩეულია!
ედ ვუდვორდმა მცველს იტალიაში მიაგნო
ჰარი მაგუაიერის ალტერნატივა შერჩეულია!
ყველასთვის ცნობილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებას.

ოლე გუნარ სულშერს ძალიან სურს, "ლესტერ სიტისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების უკანა ხაზელის, ჰარი მაგუაიერის შეძენა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინგლისურმა გიგანტმა "მელიებს" ოფიციალური £70 მილიონიანი წინადებითაც მიმართა, მაგრამ "კინგ ფაუერის" ბინადრებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, რადგან მათ 26 წლის ფეხბურთელში, არანაკლებ £100 მილიონის გამომუშავება სურთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჰარის დამტებით, ხოსეპ გვარდიოლას "სიტიცაა" დაინტერესებული.

ინგლისური Daily Mirror - ზე დაყრდნობით, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი მაგუაიერის ალტერნატიულ ვრაიანტად "ფიორენტინას" სერბ მცველს, ნიკოლა მილინკოვიჩს განიხილავს და მზად არის ფლორენციულ კუბს მის სანაცვლოდ, დაუყონებლივ £45 მილიონი გადაურიცხოს. შეგახსენებთ, რომ "იების" 21 წლის ცენტრ-ბექის შეძენა, "მანჩესტერის" ყოფილ თავკაცს, ჟოზე მოურინიოსაც სურდა.

წყარო:thesun
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
12 ივლისი 2019 02:54
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იმედია ამას იყოდიან და არა იმ ხეს.
0
№2
ავტორი: DoVe
12 ივლისი 2019 03:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
ადმინ 3 ნიუსი გავამზადე და გადასახედად გამოგეგზავნა.ვარ სპორტული ჯურნალისტი და ეგ ნიუსები ტელეფონით მოვამზადე და თუ მომცემ ნიუსების პირდაპირ განთავსების უფლებას პირობას გაძლევ არ დაგაღალატებ.თან ხვალ შემეძლება ლეპტოპთან მიჯდომა და საიტსაც შედარებით გამოვაცოცხლებ :))))))

ციტატა: DoVe

ბოდიში შეცდომებისთვის ცოტა ნასვამი ვარ :)))
0
№3
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2019 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
Aqeben am bichsac da vnaxot aba jer Bruno da sergeia mosayvani
0
№4
ავტორი: Smoke - N
12 ივლისი 2019 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 250
ბრუნო არამგონია უკვე მოიყვანონ,goal- ზე თუ სადღაც წავიკითხე რომ ბრუნომ ახალი კონტრაქტი გაფორმაო სპორტინგთანო და გამოსასყიდი 100 მლ-აო და ესენი არარიან გადამხდელები ამაში ამხელა ფულის
0
№5
ავტორი: unaited 1993
12 ივლისი 2019 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო გუნდის ფანებს მოგესალმებით იმედიააა მიმიღებთ წითელო ეშმაკუნებო

მე 2004 წლიდან ვქომაგობბიუნაიტედს და გუოი მწყდება დღევანდელ მდგომარეობაზე რაც იუნაიტედს ჭირს მაგრამ იმედიაა ნელ ნელა გამოვალთ ამ ცუდი სიტუაციისან

იუნაიტედი იყო არის და იქნება ინგლისის სახე ევრო სარბიელზე და უნდა დავბრუნდეთ იქ სადააცაა ჩვენი ადგილი

იუნაიტედი იყო არის და იქნება ინგლისის სახე ევრო სარბიელზე და უნდა დავბრუნდეთ იქ სადააცაა ჩვენი ადგილი

ლივერპულს არაფერი ესაქმება მსოფლიოს ტოპ კლუბებში ინგლისის საუკეთესო გუნდი იუნაიტედიაა და რეალთან ბარსასთან ბაიერნთან მილანთან ერთად ყოველთვის შედიოდა ტოპ 5 გრანდში და ასე იქნება მალე :)
3
№6
ავტორი: bziki
12 ივლისი 2019 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მაგუაერია დროზე მოსაყვანი, რა მილენკოვიჩი, მაღალი დონის ცენტრის გარეშე ოთხეულშიც ვერ შევლენ, მილენკოვიჩს ბაილი ჯობია.
შარშან რო ფული არ დანანებოდათ და მაგუაერი ეყიდათ ჟოზესთვის ეხლა ლიგაზე ვიქნებოდით, არადა წელს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, თან გუნდსაც მიეჩვეოდა.
როხო და ჯონსი თუ ვინმეს მცველები გონია და ამ სეზონის გადაგორებასაც მაგათით აპირებენ არ ვიცი რა მიყვება ოლეც წინამორბედებს, მინიმუმ ლინდელოფზე მაღალი კლასის მცველია საჭირო ჯერ ლინდელოფი რა არი მერე მსხვრევადი ბაილი და სმოლინგი ნახევარ სეზონზე მეტი რო დამტვრეული არიან, ჯონსს და როხოს ხო სათვალავში არ ვთვლი. ჯონსს ვინც კონტრაქტი გაუხანგრძლივა ერთი იმის თავში ჩამახედა რა ტიპს ძლივს ურჩებოდა

№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 ივლისი 2019 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
დაადებენ 100 მილიონს რა პრობლემაა ;)
0
№8
ავტორი: datasta25
12 ივლისი 2019 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მილინკოვიჩს ჯანმრთელი ბაილი ჯობია კაი რა, ან არ გადაიხადოთ უაზროდ ფული ან თუ გადაიხდით, მაგუაერი, კულიბალი ამათგან რომელიმე მოიყვანეთ,
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top