თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2019, 18:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1537,
კომენტარები: 8
რეშფორდი: "ეს ის არის რაც გვჭირდება"
მარკუსი ოლე გუნარის მეთოდებზე საუბრობს.
რეშფორდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ მეთოდებზე საუბრობს რასაც გუნდის ნორვეგიელი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი შემადგენლობის ფიზიკური დატვირთვისას იყენებს.

ოლე გუნარის "იუნაიტედი" წინასასეზონო ტურნის პირველ ნაწილს ავსტრალიაში გადის, ამის შემდეგ ინგლისური გრანდი ჩინეთსა და სინგაპურში განაგრძობს მზადებას.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" შესაძლოა დატოვოს პოლ პოგბამ და რომელუ ლუკაკუმ, მარკუს რეშფორდი აცხადებს, რომ გუნდში განწყობა საკმაოდ კარგია, კარგია ასევე იმ ფონზე, რომ ოლე გუნარ სოლკიაერის თაოსნობით ეს პირველი პრე-სეზონია რომელსაც კლუბი გადის.

"ყველა განწყობილია პოზიტიურად. გავიგეთ, რომ გსული სეზონი არადამაკმაყოფილებელ გარემოში დასრულდა, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი წარსულში დავტოვეთ და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ყველაზე რთულად რაც კი აქამდე ყოფილა.

გუნდის თითოეულ მოთამაშემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ ამას გავაკეთებთ ჩვენ გვექნება შანსი მივაღწიოთ ჩვენ დასახულ მიზნებს.

ვარჯიშები ჩვენთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს ის არის რაც ჩვენ გვჭირდება. ახალი სეზონისთვის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. კარგია, რომ ბოსებმა ჩვენთან დრო გაატარეს სათამაშო მოედანზე (იგულისხმება გასული სეზონი) და ჩვენ უკვე გავიგეთ ბევრი ახალი რამ მათგან".
- განაცხადა დასასრულს რეშფორდმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
11 ივლისი 2019 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
დღევანდელ ვარჯიშზე ძაან კარგი გარემო იყო მართლა რა ვიდეოებიც ვნახე, პოგბა დეხეა და რავი ყველა ძაან იხარჯებოდა და ძაან კარგ ხასიათზე იყვნენ
0
№2
ავტორი: Svanchester
11 ივლისი 2019 18:43
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარგია შემართება და იმის გააზრება, რომ ძალიან დიდი მუშაობა და შრომაა საჭირო წარმატებების მისაღწევად, კარგად ლაპარაკობს ეს ბავშვი და იმედია ლაპარაკის მსგავსად ფინიშერობასაც ისევე კარგად დაამუღამებს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2019 18:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაშფორდმა თამაშის ხარისხზე უფრო, საუბრის მანერა გააუმჯობესა.
0
№4
ავტორი: ikeoni
11 ივლისი 2019 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Kargia Ro eseti ganwyobaa gundshi da ar yofila chori datvirtvis shesaxeb Dzalian kargi araferi mogivat:))❤️
0
№5
11 ივლისი 2019 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
წარმატება ჩვენს ლომებს
0
№6
ავტორი: bziki
11 ივლისი 2019 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს წელი ბევრს გადაუწყვიტავს რეშს.
გარდამტეხ ასაკშია უნდა დაიხვეწოს.
სალაჰს და სტერლინგს ასწავლეს გატანა ასაკთან ერთად ესეც ისწავლის, მბაპეს გარდა არავინ მინახია 21 წლამდე 30-35 გოლემი შეეგდოთ.
სრული ნდობა ექნება ცხრიანზე და ნელ ნელა გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდება,მენტალიტეტი და ფსიქიპა აქ, იმედია ამბიციები, ოცნებებიც დიდი ექნება
1
№7
ავტორი: The Special One
11 ივლისი 2019 21:02
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რაღაცნაირად მჯერა რომ რეშფორდი დიდ ფეხბურთს ითამაშებს,რაც მთავარია პატარა ასაკიდანვე მყარი ფსიქიკა აქვს.

წელს 15 გოლს მაინც შეაგდებს პრემიერ ლიგაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: giorgi_mg
12 ივლისი 2019 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ოჰ რა კარგია პოზიტიური კომენტარების კითხვა, თქვენ გენაცვალეთ
მიდი რეშ გააჩუმე კრიტიკოსები და გაგვახარე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top