თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2019, 13:55
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1775,
კომენტარები: 13
რაიოლა: "პოგბას "იუნაიტედის" დატოვება სურს"
ფეხბურთელის აგენტმა ტრანსფერი დაანონსა.
რაიოლა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მის კლიენტს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

"ყველამ იცის, რომ პოლის სურვილები ცვლილებებშია. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. ასევე ყველამ იცის რას გრძნობს პოგბა. უკლებლივ ყველამ, კლუბის მფლობელებიდან დაწყებული მწვრთნელამდე დამთავრებული ყველას მოეხსენება მისი სურვილების შესახებ.

არ შემიძლია იმის თქმა გაყვება თუ არა პოგბა ტურნეზე "იუნაიტედს, ვცხოვრობ მხოლოდ დღევანდელი დღით".
- განაცხადა მინო რაიოლამ The Times- ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სპორტული გამოცემების ცნობით, 26 წლის პოლ პოგბასთვის ყველაზე აქტიურად ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" იბრძვიან.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
7 ივლისი 2019 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
იუნაიტედის ისტორიაში ორი ყველაზე დიდი შეცდომა:
1)მოიესის დანიშვნა, რომელიც აიფონის დატენვის ნოკიას დამტენით მცდელობას გავდა როგორც ჩვენმა ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა. ამ ფაქტმა წლებით უკან დაგვწია და დღემდე ამის შედეგს ვიმკით, ფერგიმ როგორც აგვაყვავა წასვლამდე ისე დაგვანგრია წასვლის მერე მოესის მოყვანით.
2)მოურინიოს გაშვება პოგბას გამო, მოურინიო რომელმაც ტიტულები მოაგებინა გუნდს რომელიც არაფრად ვარგოდა და მოურინიომ რომელმაც მეორე ადგილზე გაგვიყვანა, აი ეს მწვრთნელი გავუშვით პოგბას გამო, რომელზეც დღეს იწერება, რომ მანჩესტერმა ისიც არ იცის საერთოდ მივა თუარა პოგბას დღეს აეროპორტში პრესეზონის ტურისთვის, აი ამ პოგბას გამო გავუშვით ეს კაცი და მოვიყვანეთ ოლე გუნარი, მარტივად რო აგიხსნათ რას ნიშნავს ოლე გუნარი მსოფლიო დონის გრანდისთვის მაგალითს მოგიყვანთ: ნდომბელე ტოტენჰემში გადასვლის შემდეგ "პოჩეტინომ თვალებში შემომხედა და მითხრა რომ ის ჩემში პოტენციალს ხედავდა და პროგრესში დამეხარებოდა, ეს მითხრა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელმა და მე აუცილებლად უნდა მოვსულიყავი ტოტენჰემში". დღეს ოლეზე ამას ალბათ დანიელ ჯეიმსის გარდა არავინ იტყვის.

მილანი ვართ და შევეგუოთ. საშუალო დონის ფეხბურთელები, საშუალო დონის მწვრთნელი ვსო
1
№2
ავტორი: Svanchester
7 ივლისი 2019 14:12
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
გაუმარჯოს! ვკითხულობ თქვენ კომენტარებს ბიჭებო და თქვენთან ვარ მეც, იმ გულისტკივილთან რაც ზოგადად ჩვენ გუნდს ფერგის მერე სჭირს, იმ სატრანსფერო თუ სამწვრთნელო პოლიტიკასთან რაც გუნდს ამ დრომდე აქვს ფერგის წასვლის მერე. იხარჯება ფული, იდება ტრანსფერები, მოდის სანჩესი პოგბა თუ ვინ გინდა მაგრამ კლუბს ისევ არაფერი შველის. რაშია საქმე? რატომ არ არსებობს პროექტი? პრობლემა თავშია, სათავეებში, გლეიზერებს უბრალოდ ბიზნესად აქვთ ქცეული "იუნაიტედი" და მეტი არაფერი. ბიზნესად რომელსაც ბანკირი ვუდვორდი შესანიშნავად უძღვება. ვერ იტყვი ტრანსფერებისთვის ფული არ დახარჯა კლუბმა ამ ხნის მანძილზეო, მაგრამ შედეგი რატო არ იდება? არ არსებობს პროექტი, რომელიც მომვალზე იქნება გათვლილი. მოიესი, ვან გაალი, მოურინიო: მოიესს დრო არ მიეცა თორე კაცმა არ იცის რა პროექტს დადებდა, ვან გაალი ხო რა პლანეთის ფეხბურთს თამაშობდა ხო საერთოდ ვინ იცის? რომელ პროექტზეა საუბარი, რჩება მოურინიო: ისევ მოურინიომ დადო შედეგი მაგრამ ფილოსოფიის არათანხვედრაში მოვყევით, თორემ მოურინიო იყო ის პროექტი რომელიც გუნდს შედეგს მისცემდა, მაგრამ ცალსახა იყო რო ჟოზეს დიდი დრო არ ეწერა ამ გუნდში, ეს ყველაფერი კი ყველამ კარგად ვიცით, იუნაიტედი და ჟოზე სხვა პლანეტაა სათამაშო სტილიდან გამომდინარე. რა ხდება შემდეგ, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მოვიდა სოლსკიაერი, დაქოქა გუნდი ვითომ თავიდან რაღაცა იფაფხურეს ინერციით და საბოლოოდ ფელანის სვარკობებზე გადავედით და ოთხეულშიც კი ვერ შევედით, რის ოთხეული ევერტონმა 4-0 მოგვიგო და ჩამოთვლაც არ მინდა. პოგბას ვაკრიტიკებთ, ვაკრიტიკებთ, ვლანძღავთ და სახეს ვაძრობთ, მაგრამ მის ადგილზე დავდგეთ? ვინ მოისურვებს ისეთ გუნდში ყოფნას რომელსაც პროექტი არ გააჩნია და ლონგსტაფებს დასდევს? მოიცა პროექტია მემგონი ვან ბისაკას და დენიელ ჯეიმსის იმედად ყოფნა? კი ღმერთმა ქნას ათამაშდნენ, ღმერთმა ქნას რომ შედეგი დადონ მეც ეს მინდა მაგრამ როდესაც 26 წლის ხარ და კარიერის ზენიტში გინდა ასვლა, ვისთან ერთად ახვალ კარიერის ზენიტში? ლონგსტაფთან ერთად? კი რა თქმა უნდა ბრძოლა და გუნდის სიყვარულია საჭირო მაგრამ როდესაც ხელმძღვანელობას უყურებ და ჯეიმსებს ლონგსტაფებს და კიდევ სხვა ბრჭყალებში პერსპექტიულ ფეხბურთელებს დასდევ არა მეგობარო დრო მიფრინავს და ვერ დაელოდება 26 წლის ფეხბურთელი, ამბიციური ფეხბურთელი ისეთი რომელიც რეალურად დიდ ძალას წარმოადგენს წავა და იუვენტუსში დაიპყრობს მწვერვალებს, დაყენებულ გუნდში, არ არის პოგბა 19 წლის ფეხბურთელი რო ამ უპროექტო გუნდში დარჩენა მოსთხოვო. პროექტი არ გვაქვს პროექტი!!! მოსაყვანია ვარსკვლავი, მარჯვენა ფლანგი ვის იმედადაა? გრიზმანს ვერ ყიდულობენ, ცენტრალური მცველი არ ყავთ, ლუკაკუს საქმე ვერ მოუგვარებიათ, რეალმა ამ დროს 6 ტრანსფერი გაჩარხა და თან ვინები? ჩვენ რა ვქენით? უბრალოდ ძალიან ვწუხვარ მაგრამ ბურუსით ვართ მოცულები. იმედია მოხდება სასწაული და გავანათებთ. მე პირადად მხოლოდ სასწაულის იმედზე ვარ. ხდება ეს ოხერი სასწაულებიც და იქნებ მოხდეს. მაინც მჯერა ოლესი, თუ ფელანს არ დაუწვა, უნდა აიღოს ხელში მმართველობა.
0
№3
ავტორი: datasta25
7 ივლისი 2019 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: Svani
პოგბას ვაკრიტიკებთ, ვაკრიტიკებთ, ვლანძღავთ და სახეს ვაძრობთ, მაგრამ მის ადგილზე დავდგეთ? ვინ მოისურვებს ისეთ გუნდში ყოფნას რომელსაც პროექტი არ გააჩნია და ლონგსტაფებს დასდევს? მოიცა პროექტია მემგონი ვან ბისაკას და დენიელ ჯეიმსის იმედად ყოფნა

გეთანხმები, მე პიტადად პოგბას წასვლის სურვილში არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ამ ადამიანს გამოხატვის უნარი აქვს საშინელი, აზარი ისე წავიდა გუნდიდან არცელ გულშემატკივარს ცუდი არ უთქვამს მითუმეტეს ტიპი გაიძახოდა ჩემი ოცნებაა რეალიო, მარა ეს ყველაფერი ისე გააკეთა ხალხს თავი არ შეაზიზღა, რატო? იმიტო, რო უყვარდა ჩელსიც, მართლა ყველაფერი გააკეთა ჩელსის გამო და ბოლოს ოცნებას მიყვა. პოგბას არაფერი გაუკეთებია, მე ვერ დავინახე რო ამ ადამიანს მანჩე ოდესმე უყვარდა, ეგ მიტყდება თორე ამ გუნდში პოგბას დონის ვარსვკლავს რო წასვლა უნდა ვერც მე ვამტყუნებ
1
№4
ავტორი: Svanchester
7 ივლისი 2019 14:28
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: datasta25
ციტატა: Svani
პოგბას ვაკრიტიკებთ, ვაკრიტიკებთ, ვლანძღავთ და სახეს ვაძრობთ, მაგრამ მის ადგილზე დავდგეთ? ვინ მოისურვებს ისეთ გუნდში ყოფნას რომელსაც პროექტი არ გააჩნია და ლონგსტაფებს დასდევს? მოიცა პროექტია მემგონი ვან ბისაკას და დენიელ ჯეიმსის იმედად ყოფნა

გეთანხმები, მე პიტადად პოგბას წასვლის სურვილში არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ამ ადამიანს გამოხატვის უნარი აქვს საშინელი, აზარი ისე წავიდა გუნდიდან არცელ გულშემატკივარს ცუდი არ უთქვამს მითუმეტეს ტიპი გაიძახოდა ჩემი ოცნებაა რეალიო, მარა ეს ყველაფერი ისე გააკეთა ხალხს თავი არ შეაზიზღა, რატო? იმიტო, რო უყვარდა ჩელსიც, მართლა ყველაფერი გააკეთა ჩელსის გამო და ბოლოს ოცნებას მიყვა. პოგბას არაფერი გაუკეთებია, მე ვერ დავინახე რო ამ ადამიანს მანჩე ოდესმე უყვარდა, ეგ მიტყდება თორე ამ გუნდში პოგბას დონის ვარსვკლავს რო წასვლა უნდა ვერც მე ვამტყუნებ

+1 გეთანხმები, პიროვნულადაა პოგბა ესეთი მარიაჟი.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 ივლისი 2019 14:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბა რო წავა გასაგებია, ლუკაკუც მიდის, გავიგეთ. ვინ მოდის სამაგიეროდ - ლონგსტაფი, ჯეიმსი, ბისაკა?! ჯერ ამ ასე თუ ისე ვარსკვლავური ფეხბურთელებით რა შედეგი იდებოდა და ამათ გარეშე რა იქნება? ბრუნო ვერ მოიყვანეს ელემენტარულად ამდენი ხანია, აქეთ კიდე ვინებს დასდევენ გაგიჟდები.

ახალგაზრდები უნდა მოიყვანო თუ გუნდში გყავს გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშეები, როცა ესენი არ გყავს მარტო ახალგაზრდებით და პოტენციურად პერსპექტიული ფეხბურთელებით გუნდს ვერ შეავსებ, ისეთ გუნდს, რომელმაც მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს თორე კაი გავიდნენ ისევ 6-7 ადგილზე მეტი ამბიცია თუ არ აქვთ. :(
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
7 ივლისი 2019 15:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
პოგბას კი არა ნებისმიერ ფეხბურთელს რომ წასვლა მოუნდეს ამაში არაა ტრაგედია და მიზეზი თითოეულს სხვადასხვა შეიძლება ჯქონდეს.აქ სხვა რამეა მთავარი.ჯერ ერთი რაებიც აკეთა და არია გუნდი სრულად(დარწმუნებული ვარ მანამდე არევდა იბრა რო არ ყოფილიყო,იმიტომ რომ იბრას პალაჟენია ეკავა ამისთ ის მოიყვანა მოუმ.იბრა ჯერ კაცია და მერეა ფეხბურთელი)მეორე მეორე თუ წასვლა გინდა ამას ჯერ გუნდთან ათანხმებ და როდესაც გადახვალ მერე შეგიძლია თქვა ახალი გამოწვევების დროაო.ამან რა ქნა.ადგა და ჟურნალისტებთან ილაპარაკა.დარწმუნებული ვარ მანამდე გუნდშიც თქვა და იქ დაუჭოჭეს,ხოდა რაიოლასთან ერთად გადაწყვიტეს პოსტ ფაქტუმ დავაყენოთ გუნდი ფაქტის წინაშეო და დააბრეხვა.ანუ დაიკიდა გუბდიც და ფანებიც.ამ დროს რა უნდა ქნას გუნდმა.ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა აიღოს დიდი მაყუთი,ხო მაგარი ხარ და ხო ყვეკას უნდა უნდოდე ხოდა გადაიხადონ ბატონო თორე დარჩები ევროპის ჩემპიონატის გარეშეო,ასე უნდა დაუყენოს გუნდმა საკითხი.არ გადაიხდიან 150?ხოდა რეზერვებში თავის აგენტიანად და მერე იფიქროს ფორმაზე და ევროპაზე და ახალ გამოწვევებზე
0
№7
ავტორი: levionok
7 ივლისი 2019 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ოლე გუნარი ზამთრამდე დატოვებს შემადგენლობას აი ნახავთ! ის ამბობს რომ ჭირდება ისეთი ფეხბურთელები ვისაც განვითარებაში დაეხმარებიან ასეთი გუნდი კი აიაქსია და იქ უნდა წახვიდე რეალი და ბარსელონა ყიდულობს შემდგარ ვარსკვლავებს და არა უპირობო პერსპექტივას! ორგანიზება უნდა და უნდა იცოდე როგორი ტიპის ვარსკვლავი გჭირდება და გლეიზერების ბიზნესს რომ ვახსენებთ არც მათ მისდით საქმე კარგად ორი ასეთი სეზონი და იმდენი ეღირება მანჩესტერი რამდენადაც იყიდეს!ასეთი წარმოდგენა მაქვს რომ გლეიზერებს მობეზრდათ და ვუდვორდს მიუგდეს აჰა და აბა შენ იციო!
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
7 ივლისი 2019 15:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: levionok
ოლე გუნარი ზამთრამდე დატოვებს შემადგენლობას აი ნახავთ! ის ამბობს რომ ჭირდება ისეთი ფეხბურთელები ვისაც განვითარებაში დაეხმარებიან ასეთი გუნდი კი აიაქსია და იქ უნდა წახვიდე რეალი და ბარსელონა ყიდულობს შემდგარ ვარსკვლავებს და არა უპირობო პერსპექტივას! ორგანიზება უნდა და უნდა იცოდე როგორი ტიპის ვარსკვლავი გჭირდება და გლეიზერების ბიზნესს რომ ვახსენებთ არც მათ მისდით საქმე კარგად ორი ასეთი სეზონი და იმდენი ეღირება მანჩესტერი რამდენადაც იყიდეს!ასეთი წარმოდგენა მაქვს რომ გლეიზერებს მობეზრდათ და ვუდვორდს მიუგდეს აჰა და აბა შენ იციო!

ოლეს ზამთრამდე პირველმა მე ვუწინასწარმეტყველე და ექსკლუზივს ნუ მართმევ:)))))ისე მიყავს საქმე მემგონი ახდეს ჩვენი ნათქვამი და ვაფშე შარში აღმოვჩნდებით
0
№9
ავტორი: ikeoni
7 ივლისი 2019 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ცენზურა-->*** რა შენ
0
№10
ავტორი: shotkin
7 ივლისი 2019 18:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჩემი აზრით არაფრის იმედი არ უნდა ქონდეს არავის არც ერთ მანჩესტერის ფანს სანამ გუნდის მფლობელი არ შეიცვლებიან და შემდეგ სესავამისად მენეჯმენტშიც ხალხს არ სეცვლიან თორე 1-1 ში თქვა ვან გაალმა ძმაო აქ ფეხბურთი არ აინტერესბთო პირდაპირაც დაადო ხელი ვუდვორდს რო მასტი ფეხბურთის გარტყმაში არაა და მარტო მარკეტინგი ანაღვლებსო ამას ვინმე ვან გაალის გაბოროტებულ ბოღმიან ფრაზას მიაწერდა უბრალოდ და ცარიელ სიტყვებად სერაცხავდა მარა ჩვენც ხო ვგრძნობთ იგივეს? მართალს ამბობდა მანდ ვან გაალი რატო გვიკვირს რო 2 საშუალო დონის ტრანსფერი გაკეთდა და მეი ვერა? იმიტო რო ფებურთი კიდიათ თვითონ მფლობელებს და ისინი ნიშნავენ მენეჯმენტს ხოდა სამან აქ არ მოვა სწორი ხალხი სათავეში მფლობელებიან მენეჯმენტიანად და სანამ არ იქნება სურვული მათი მხრიდან რო მონსტრი საფეხბურთო გუნდი შექმნან იქამდე იქნება ესე ვსო მარტვია რა.

ძაან მეცოდება კიდე არსენალის ფანობა სადაც უშუალოდ გუნდის მეპატრონემ იმენა დაა ჯვა ფანებს როცა განაცხადა რო არსენალი ტიტულის მოსაგებად არ მიყიდია და ნუ ელით განსაკუთრებულ ტრანსფერებსო, ბევრი არ გვიკლია მაქამდე უბრალოდ იქ მარაზმია უკვე და ამას ურცხვად ამბობს მფლობელი აქ კიდე არ ამბობენ მარა ირიბად გვაგრძნობინებენ იგივეს :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top