თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2019, 12:21
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1715,
კომენტარები: 10
"იუნაიტედის" ფეხბურთელი ფრანგების რადარზეა
"ლიონს" წითელი ეშმაკების ცენტრალური მცველი სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის ერიკ ბაიის მიმართ ინტერესს ფრანგული "ლიონი" იჩენს. ფრანგები "წითელი ეშმაკებისთვის" შესაბამის შეთავაზებას ამზადებენ. ინფორმაციას L'Equipe- ავრცელებს.

ცნობილია თავად ფეხბურთელის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ბაიის, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის დატოვება და "ლიონში" გადასვლა არ სურს.

კოტ'დივუარელი უკანახაზელ ინგლისური გრანდის ღირსებას უკანასკნელი სამი სეზონია იცავს. ამ ხნის მანძილზე ბაიიმ "იუნაიტედის" მაისურით 74 შეხვედრას მოუყარა თავი.

ერიკი "იუნაიტედს" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. გლეიზერების კლუბმა მისი კონტრაქტი ესპანური "ვილიარეალიდან" 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.


უნდა დატოვოს თუ არა კლუბი ერიკ ბაიიმ?

დიახ
არა

ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
5 ივლისი 2019 12:46
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თუ ვერ დავიმატეთ ცენტრალური მცველი არა უნდა გაუშვან, ტრავმების პრობლემა აქვს, თორემ შეუძლია ნორმალურ დონეზე თამაში. ბაიი-ლინდელოფი გადაბმულად რომ ათამაშონ ერთი 5-6 თამაში, მშვენიერი წყვილი გამოვა. საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური მცველია, ხანდახან ურევს და უაზრო ჯარიმებს იკიდებს, მაგრამ მაგას ეშველება, მთავარია სტაბილურად ჰქონდეს თამაშის საშუალება.
1
№2
ავტორი: 100%Red
5 ივლისი 2019 13:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ცოტა ნერვები თუ მოთოკა და ყოველკვირას არ აიპლაკა მაშინ არაუშავს, უნდა დარჩეს
0
№3
ავტორი: datasta25
5 ივლისი 2019 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მშვენიერი მცველია, მე მიყვარს ესეთი აქტიური და სწრაფი მცველები, და როცა გუნდში სმოლინგი ჯონსია პროსტა სირცხვილია რო ეს კაცი გაუშვან, თუ წელს მაღალი დონის მცველი არ მოვიყვანეთ ბაიი ლინდელოფი იქნება უეჭველი, პროსტა ტრავმიანია ფაქტობრივად არც უთამაშია
0
№4
ავტორი: shotkin
5 ივლისი 2019 13:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
უკეთესი მცველი არ გვყავს ამის მინუსი ტრანვებია არ მგონია რო ამ სეზონში რამე განსაკუთრებული მოხდება და 80% ჯანზე იქნება მარა როგორც ჩანს წესიერი ვერავინ მოგვყავს და ამ წელს არ უნდა გაიყიდოს და ისე ზოგადად წასვლის მომხრე ვარ იმიტორო უაზროდაა გუნდში და ეგეტი ძაან ბევრი გვყავს ვინც ირიცხება მარა ან არ ათამაშებენ ან ვერ თამაშობენ და ეგეთებისგან რო უნდა განთავისუფლდე რავი მარტივია
0
№5
ავტორი: ikeoni
5 ივლისი 2019 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ტრამვებს დაახწიოს თავი და კაცი ვერ აჯობებს ძაან მაგარი ბიჭია
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივლისი 2019 14:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა გასაშვები
0
№7
ავტორი: kobinio
5 ივლისი 2019 20:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ინტელექტის დონე აქვს დაბალი.მომენტებს ვერ აფასებს და თან ტრავმისკენაა მიდრეკილი.თუ აპირებენ მვცელის დამატებას კიდე ჯობია გაყიდვა თუ არადა ჯობია დატოვონ
0
№8
ავტორი: unaited 1993
5 ივლისი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
გლორი გლორი მან იუნაიტედ
0
№9
6 ივლისი 2019 00:15
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
დარმიანი გაყიდონ... ბაიი უნდა დარჩეს აუცილებლად :)))
0
№10
ავტორი: kvaro
6 ივლისი 2019 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ზედმეტად აგრესიული რო არ იყოს ძალიან მაგარი მცველი იქნებოდა ნაწილი ამის აგრესიის ლინდელოფს და ეგაა !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top