თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2019, 20:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1576,
კომენტარები: 10
ლუკაკუს აგენტი ტრანსფერის შესახებ საუბრობს
ბელგიელი ფეხბურთელის აგენტმა კონკრეტული ვითარების შესახებ ისაუბრა.
ლუკაკუს აგენტი ტრანსფერის შესახებ საუბრობს
მილანის "ინტერი" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" რომელუ ლუკაკუ შეიძინოს, მაგრამ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთული და დაძაბულია.

სერია A-ს კლუბი სეზონის დასრულებიდანვე ცდილობს ბელგიელი ფორვარდის გადაბირებას, მაგრამ კლუბები ვერ ახერხებენ ფასზე შეთანხმებას.

გასულ თვეში მედიასაშუალებებმა გვაუწყეს, რომ "ინტერმა" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა ლუკაკუსთან და 26 წლის ფეხბურთელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსფერის განხორციელება სურს.

თუმცა, გადაუჭრელ პრობლემად რჩება ღირებულება, რადგან "იუნაიტედს" "ევერტონის" ყოფილ ფეხბურთელში დაახლოებით 80 მლნ. ფუნტის მიღების იმედი აქვს და არც რაიმე სახის გაცვლაზეა თანახმა, რასაც "ინტერი" სთავაზობს.

ფეხბურთელის აგენტი ფედერიკო პასტორელო "ინტერის" ხელმძღვანელობას ოთხშაბათს შეხვდა, სადაც "სქაი იტალიის" ცნობით, იტალიურმა კლუბმა ერთწლიანი საიჯარო შეთანხმების შესახებ მიმართა სამომავლოდ 70 მლნ. ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

პასტორელო ნაკლებად სპეციფიური იყო, როცა იმავე გამოცემასთან საუბრობდა: "უბრალოდ ვისაუბრეთ. კლუბის დირექტორ ველაპარაკება, რათა გამეგო, რამდენად ძლიერ სურდათ ფეხბურთელი. ისინი გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ, დროის ჩარჩოში ვერ მოვაქცევთ.

ცხადი მხოლოდ ის არის, რომ თუ "ინტერს" ფეხბურთელი სურს, ამისთვის უნდა იმოქმედოს კიდეც.

"ინტერი" სერიოზულად ცდილობს მის შეძენას და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მიზნებს ყოველთვის ვერ ვაღწევთ, ეს კი სწორად დასახული მიზანია. საბოლოოდ მაინც რთულად განსახორციელებელი ოცნებაა".


ლუკაკუ უკვე დაბრუნდა არდადეგებიდან და "წითლებთან" ერთად წინასასეზონო მზადების პროცესშია ჩაბმული, ასე რომ, პასტორელო მართალია, "ინტერს" დრო ეწურება.

წყარო: metro
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
4 ივლისი 2019 20:47
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ოო ფორვარდიც საჩალიჩოა
ლაკაზეტი მევასება ისე wink
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივლისი 2019 21:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ინტერს დიდი ფულის გადახდა არ უნდა... ისეთი ფასები ტრიალებს ლუკაკუ მინიმუმ 80 ად უნდა გაიყიდოს.
0
№3
ავტორი: Svanchester
4 ივლისი 2019 21:47
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
არსად არ წავა !!! ძალიანაც კარგი, არამგონია ტრანსფერი განხორციელდეს. უნდა მიეცეს შანსი ლუკაკუს. ასეთი თავდამსხმელი სატრანსფერო ფანჯარაზე სრული იშვიათობაა, პრემიერ ლიგას ადაპტრებული მონსტრი საკუთარი ფიზიკური მონაცემებით, ერთი ორჯერ ბურთი ვერ დაამუშავა ცენტრშ და ვსოო ვყიდით? ესე არ გამოვა. უნდა დარჩეს !!!!
0
№4
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2019 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
იმედია დარჩება და არსად არ წავა
0
№5
ავტორი: shotkin
4 ივლისი 2019 22:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Svani
არსად არ წავა !!! ძალიანაც კარგი, არამგონია ტრანსფერი განხორციელდეს. უნდა მიეცეს შანსი ლუკაკუს. ასეთი თავდამსხმელი სატრანსფერო ფანჯარაზე სრული იშვიათობაა, პრემიერ ლიგას ადაპტრებული მონსტრი საკუთარი ფიზიკური მონაცემებით, ერთი ორჯერ ბურთი ვერ დაამუშავა ცენტრშ და ვსოო ვყიდით? ესე არ გამოვა. უნდა დარჩეს !!!!

:))))))
0
№6
ავტორი: Svanchester
4 ივლისი 2019 23:38
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
ციტატა: shotkin
ციტატა: Svani
არსად არ წავა !!! ძალიანაც კარგი, არამგონია ტრანსფერი განხორციელდეს. უნდა მიეცეს შანსი ლუკაკუს. ასეთი თავდამსხმელი სატრანსფერო ფანჯარაზე სრული იშვიათობაა, პრემიერ ლიგას ადაპტრებული მონსტრი საკუთარი ფიზიკური მონაცემებით, ერთი ორჯერ ბურთი ვერ დაამუშავა ცენტრშ და ვსოო ვყიდით? ესე არ გამოვა. უნდა დარჩეს !!!!

:))))))

ჰაა არ გინდა ეხლა :)))
0
№7
ავტორი: datasta25
5 ივლისი 2019 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი არის 1%, ინტერი ვერ გადაიხდის 75ევროს და მანჩესტერი ამ ფასზე ნაკლებად არ გაყიდის შანსი არ არის, ბარტერიც გამორიცხულია, მანჩეს არცერთი ინტერის ფეხბურთელი არ აინტერესებს, სრკინიარი არის ერთადერთი ვიშიც გაცვლის იუნატედი ინტერში ლუკაკუს, მარა ინტერი სკრინიარს არ დათმობს, მითუმეტეს კონტე მოვიდა და დაცვა უმნიშვნელოვანესია, მოკლედ არამგონია ეს ტრანსფერი გამოვიდეს
0
№8
ავტორი: stepno
5 ივლისი 2019 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Rogor mindoda arada amis wasvla da shesaferisi forvardos moyvana romelsac azrovneba sheudzlia. Magram isev amis yureba momiwevs rogorc chans :((((@@@
0
№9
ავტორი: glory28
5 ივლისი 2019 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ციტატა: Svani
ციტატა: shotkin
ციტატა: Svani
არსად არ წავა !!! ძალიანაც კარგი, არამგონია ტრანსფერი განხორციელდეს. უნდა მიეცეს შანსი ლუკაკუს. ასეთი თავდამსხმელი სატრანსფერო ფანჯარაზე სრული იშვიათობაა, პრემიერ ლიგას ადაპტრებული მონსტრი საკუთარი ფიზიკური მონაცემებით, ერთი ორჯერ ბურთი ვერ დაამუშავა ცენტრშ და ვსოო ვყიდით? ესე არ გამოვა. უნდა დარჩეს !!!!

:))))))

ჰაა არ გინდა ეხლა :)))

რა ბურთს ვერ აჩერებს მანჩესტერისათვის უსარგებლოა არ არის მანჩეს ყაიდის ფეხბურთელი 80 დადოს ინტერმა და მშივდობაში მოიხმაროს
0
№10
ავტორი: unaited 1993
5 ივლისი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
რატოარ იწერწეეჰაკდჯხოდდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top